ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№10

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 19.03, 2023 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ელი ვიზელი: ჩვენ ვიღაცის მხარე უნდა დავიჭიროთ. ნეიტრალიტეტი ეხმარება მჩაგვრელს და არა მსხვერპლს. დუმილი ახალისებს მწამებელს და არა წამებულს.

ომარ ხაიამი: არ არის მნიშვნელოვანი, როგორია გზა. მნიშვნელოვანია, ვისთარ ერთად გაივლი მას.

მონტენი: იყავი ის, ვინც ხარ და არა ის, რომელიც სხვებს უნდათ, რომ იყო.

ვოვენარგი: თუ იცი, რომ თხოვნას ვერ შეასრულებ, ნუ დაჰპირდები. ადამიანები იტანჯებიან არა უარის, არამედ მოტყუების გამო.

კონფუცი: გეშინოდეს მომთმენი ადამიანის მრისხანების.

რუსო: ნუ გეშინიათ აშკარა მტრის, გეშინოდეთ მოჩვენებითი მეგობრის.

ტოლსტოი: სიკეთეს, რომელსაც გულით აკეთებ, ყოველთვის საკუთარ თავს უკეთებ.

იბსენი: ნუ ჩაიცვამ საუკეთესო შარვალს, როცა თავისუფლებისა და სამართლისთვის ბრძოლაში მიდიხარ.

ფორდი: შესაძლოა, სწორედ შეცდომა აღმოჩნდეს ის ერთი აუცილებელი, რაც ღირებულ შედეგს მოგიტანთ.

ნეტარი ავგუსტინე: როდესაც კეთილი ბოროტის ზნეს არ იღებს, თუნდაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ამიტომ ადამიანებს კი არ უნდა გავექცეთ, რომლებიც შესაძლოა, კეთილთა მაგალითით გამოსწორდნენ, არამედ ადამიანთა გარყვნას.

ბასილი დიდი: შურიანი საკუთარ მტრებად მიიჩნევს მათაც, ვისაც მისთვის არაფერი უწყენინებიათ.

ეფრემ ასური: ეშმაკი ღმერთს ადამიანების წინაშე ადანაშაულებს, ადამიანებს – ღვთის წინაშე და თვით ადამიანების წინაშე.

არტურ უარდი: ჩვეულებრივი მასწავლებელი ჰყვება. კარგი მასწავლებელი ხსნის, უკეთესი მასწავლებელი აჩვენებს, ბრყინვალე მასწავლებელი შთააგონებს.

ბობ ჰოუფი: მაშინ ხვდები, რომ ბერდები, როცა სანთლები ტორტზე ძვირი გიჯდება.

ჰაინე: ზოგს ერთი ქალი არ ჰყოფნის და ის ეძებს მეხუთეს, მეათეს... ზოგს კი ერთი ცხოვრება არ ჰყოფნის იმისთვის, რომ ერთი ქალი უყვარდეს.

შანელი: ქალს შეუძლია, ისე უყვარდეს, თითქოს ის არასდროს არ წავა, მაგრამ შეიძლება, დადგეს დრო, როდესაც თვითონ ისე წავა, თითქოს არც ჰყვარებია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი