ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№8

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 05.03, 2023 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

განდი: სიმშვიდით შენ შეგიძლია, მთელი სამყარო შეძრა.

მონტენი: ადამიანებს, რომლებიც ორ სახეს ატარებენ, ადრე თუ გვიან ავიწყდებათ, რომელი მათგანია ნამდვილი.

ომარ ხაიამი: სჯობს, ლამაზად აკეთო, ვიდრე ლამაზად ილაპარაკო.

რუსო: ძალიან ძლიერი უნდა იყო, სხვას რომ შენს გულზე გადავლილი მძიმე ნაბიჯები აპატიო.

ანდერსონი: უბრალოდ, გახსოვდეს – ყველაფერი შეგიძლია, რასაც მოინდომებ, მაგრამ ამას მოქმედება, შეუპოვრობა და შიშისთვის თვალის გასწორება სჭირდება.

გოლდსმითი: ნუ შეეცდები, დაეხმარო მათ, ვისაც მიაჩნია, რომ პრობლემა სხვებშია და არა მათში.

ბაფეტი: ცუდი ჩვევები ჯაჭვს ჰგავს, რომელიც იმდენად მსუბუქია, რომ მანამდე ვერ ვგრძნობთ, სანამ სატარებლად ძალიან მძიმე არ ხდება.

ციცერონი: ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება, მშობელმა მემკვიდერობით დაუტოვოს შვილებს, პატიოსანი ცხოვრების მაგალითია.

ამბა მოსე: ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მაშინ, როდესაც ბედი სწყალობს, მას უბედურებაში მეგობრები არ ეყოლება.

ისააკ ასური: თუ ღატაკებში დათესვა სასარგებლოა, საკუთარიდან თესე! ხოლო თუ სხვისი კუთვნილიდან გადაწყვეტ დათესვას, იცოდე, რომ ეს ყველაზე მწარე ნაყოფია.

იოანე ოქროპირი: ხორციელი ვნებების დაკმაყოფილების შედეგად მიღებული სიამოვნება სწრაფად გაივლის, მისგან მოყენებული ზიანი კი სამუდამოდ დაგვრჩება.

კუსანაგი: გამოიჩინე სისუსტე და დაინახავ, ვინ დაგარტყამს და ვინ გადაგეფარება.

რუმი: სიყვარულის სასაფლაოზე საუკეთესოებს ხოცავენ და არა სუსტებს, გონჯებსა და უიღბლოებს. ნუ გეშინიათ ამგვარი აღსასრულის. სიყვარულში არ მოგკლეს? ესე იგი, სიკვდილით ცხოვრობდით.

მოლიერი: რაც უფრო ლამაზია ქალი, მით უფრო ჩქარა გარბის დრო და ფული.

ეჟი ლეცი: ცარიელ ქალში ბევრი ფულის ჩადება შეიძლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი