ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№5

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 12.02, 2023 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

კამიუ: თავისუფალია ის, ვისაც შეუძლია, რომ არ მოიტყუოს.

ლაროშფუკო: ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია, სხვების გარეშე იოლად გავიდეს, მაგრამ ყველაზე მეტად ის ცდება, ვინც ფიქრობს, რომ სხვები ვერ გაძლებენ მის გარეშე.

როკფელერი: არ შეუშინდეთ დიდ გასავალს, გეშინოდეთ მცირე შემოსავლის.

ტოლსტოი: თუ გიღალატეს, ეს იგივეა, რომ ხელი მოგაჭრეს, თუმცა პატიება შეიძლება, მაგრამ ვეღარ ჩაეხუტები.

ვაშინგტონი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა, არასწორი – სწორად, ბოროტება – სიკეთედ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უმრავლესობისთვისაა მისაღები.

მურაკამი: თუ მხოლოდ იმას კითხულობ, რასაც სხვები, მხოლოდ იმას იფიქრებ, რასაც ყველა სხვა ფიქრობს.

პიუზო: გაუფრთხილდი შენსას... სხვისას ნუ შეეხები.

ომარ ხაიამი: ძლიერი ის კი არ არის, ვინც საკუთარ თავს ბევრის უფლებას მისცემს, არამედ ის, ვინც ბევრ რამეზე იტყვის უარს.

ამბა ისაია: ვნება ხშირად ბუნებრივსაც შერყვნის. ბუნებრივშიც არაბუნებრივს ხედავს და არაბუნებრივს ამართლებს, როგორც ბუნებრივს.

ისააკ ასური: რაც მარილია საკვების გარეშე, იგივეა თავმდაბლობა ყოველგვარი სათნოების გარეშე.

ანტონ დიდი: თუ მეგობრის ნაკლოვანებების მიმართ გულგრილი ხარ და მის გამოსასწორებლად ზომებს არ იღებ, ნათლად ამჟღავნებ, რომ შენი პატიოსნება საეჭვოა.

ჩერჩილი: ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილია, ცოდნა იმისა, რომ ზოგჯერ სულელებიც მართლები არიან.

რუსო: ადამიანის დაკარგვაზე უფრო ცუდი მასზე წარმოდგენის დაკარგვაა.

ვოლტერი: სიტყვები შექმნილია სიცრუისთვის, ხოლო სიმართლეს ქმედებები ღაღადებენ.

ეჟი ლეცი: ქალი უკმაყოფილო იქნებოდა, ბუნებას ისეთი რომ გაეჩინა, როგორსაც მას მოდა ქმნის.

მოლიერი: ძლიერი კაცი გაუმკლავდება ძლიერ ქალს. სუსტი იტყვის, ცუდი ხასიათი აქვსო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი