ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 22.01, 2023 წელი
ფრანკლინი: რამდენი ადამიანი ზეიმობს ქრისტეს შობას და რა ცოტა იცავს მის მოძღვრებას.
ვინდელმანდი: სინდისის ბატონობა ნამდვილი თავისუფლებაა.
ჰიუგო: თავისუფლების გადარჩენა მხოლოდ ძმობითაა შესაძლებელი.
პრეტჩეტი: სიბრძნე გამოცდილებას მოაქვს. გამოცდილება კი ხშირად სიბრძნის ნაკლებობის შედეგია.
ვოლტერი: დაივიწყე ზოგიერთი ადამიანი და მას შენ მოაგონდები.
კონსტანტინე: უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, ის თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება - ბულბულს, შესაძლოა, ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, ის კი გაიტვრინოს და ბოლოს, შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს.
ვოვენარგი: ნუ იჩქარებთ პასუხის გაცემას... ზოგჯერ სჯობს, კითხვებით იცხოვროთ.
ომარ ხაიამი: თქვენ თუ გინდათ, მსოფლიო გააბედნიეროთ, წადით სახლში და საკუთარი ოჯახი შეიყვარეთ.
მონტენი: ადამიანის ჭეშმარიტ სახეს მაშინ დაინახავთ, როდესაც მას სარგებელს აღარ მოუტანთ.
ნილოს სინელი: ფუტკრის მსგავსად, ყველა ყვავილისგან ამოვსრუტოთ თაფლი, ანუ - დავინახოთ და აღმოვაჩინოთ მშვენიერი თვისებები მოყვასში და საკუთარ თავში აღვანთოთ მათი მიბაძვის სურვილი.
ნეტარი ავგუსტინე: როდესაც შემცოდე მოყვასს დაინახავ, უფალს შეჰღაღადე: ო, ღმერთო! შენ რომ მიმატოვო, მე მასზე მეტად შევცოდავ.
იოანე ოქროპირი: შურიანები მხეცზე უარესები არიან, რამე თუ მხეცები მხოლოდ მაშინ გვესხმიან თავს, როცა შიათ, ანდა გავაღიზიანებთ. ესენი კი, კეთილის ქმნის შემდეგ, კეთილისმყოფელს მტერივით ექცევიან.
მარკ ტვენი: ზაფხული დროა, როცა ძალიან ცხელა იმისთვის, რომ აკეთო საქმე, რომლის გასაკეთებლადაც გასულ ზამთარს ძალიან ციოდა.
ელიფ შაფაქი: ზოგჯერ თავს ყველაზე უსაფრთხოდ იქ გრძნობ, სადაც შენი ადგილი ყველაზე ნაკლებადაა.
ჯიმი ჰენდრიქსი: როცა სიყვარულის ძალაუფლება აჯობებს ძალაუფლების სიყვარულს, მსოფლიოში მშვიდობა დადგება.
ეჟი ლეცი: ქალს ან უყვარს, ან სძულს, მესამე ვარიანტი არ არსებობს
პირანდელო: ქალი სიზმარს ჰგავს, არასდროსაა ისეთი, როგორიც შენ გინდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან