ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№2

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 24.01, 2021 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ჯოხარ დუდაევი: თუ დღევანდელი მამების სიმხდალეს სიფრთხილე ეწოდება, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც მათი შვილების მონობას ერთგულება დაერქმევა.

მონტენი: ყველაზე დიდი ციხე, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, ეს არის შიში, თუ რას იტყვის ხალხი.
ფროიდი: ადამიანების შინაგანი კონფლიქტების წყარო – ეს არის ორი სწრაფვის ბრძოლა – აღმშენებლობისადმი (დაკავშირებული სიყვარულთან, ეროსთან) და ნგრევისადმი, დესტრუქციისა და მოსპობისადმი (დაკავშირებული ტანტალოსთან).
გოლდბერგი: ჩვენ აქ გარკვეული მიზეზით ვართ. მჯერა, რომ პატარა მიზეზიც საკმარისია იმისთვის, რომ სიბნელეში მყოფ ადამიანებს ჩირაღდანი გადავუგდოთ.
ვოლტერი: ადამიანი უფრო ადვილად იტანს ლმობიერებას, ვიდრე უსამართლობას.
ჰემინგუეი: გავაკეთე ყველაფერი, რაც შემიძლია და ეს იყო ბრძოლის დასაწყისი.
კონსტანტინე: ეცადე, უმცირესი შეითვისო, მაგრამ უაღრესად შეიგნო.
ჩესტერფილდი: შეიძინეთ ახალი ცოდნა ძველზე ფიქრით და თქვენ გახდებით სხვების მასწავლებელი.
განდი: ღმერთის ყველას სწამს, მაგრამ ზოგს ის, უბრალოდ, არ მოსწონს.
ვოვენარგი: ყველაზე დიდი ბედნიერებაა, იცოდე, როგორ არ მისცე სხვას შესაძლებლობა, ხასიათი გაგიფუჭოს.
სენტ-ეგზიუპერი: გარდაუვალი ფასი, რომელსაც ბედნიერებისთვის ვიხდით, მისი დაკარგვის მუდმივი შიშია.
გოეთე: ჩვენ ხშირად ვფლანგავთ მთელ დღეს, რადგან გვახსოვს, რომ არსებობდა გუშინდელი დღე და გვჯერა, რომ ხვალინდელი დღეც დადგება.
ჰესე: ცხოვრებაში მთავარი ცხოვრებაა და არა ცხოვრების შედეგი.
რიჩარდ ბახი: თუკი შენ ოდესმე მოგინდება, იპოვო ადამიანი, რომელიც გადალახავს ყველა შენს პრობლემას და გაგხდის ბედნიერს, ჩაიხედე სარკეში და მიესალმე საკუთარ თავს.
კონფუცი: ბრძენს რცხვენია ნაკლოვანებების და არა ნაკლოვანებების გამოსწორების.
ჟვანეცკი: მამაკაცს შეუძლია ორი ქალის შეყვარება მანამ, სანამ ერთ-ერთი გაიგებს, რაშია საქმე.
მინონი: ქალთან სიახლოვე სასიამოვნოა, ხოლო მასთან ყოფნა – გაუსაძლისი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი