ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№44

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 13.11, 2022 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

პლუტარქე: არცერთ ნათქვამ სიტყვას არ მოუტანია იმდენი სარგებელი, როგორც მრავალ უთქმელს.

ნაპოლეონი: როგორ უმართლებს ხელისუფლებას, როცა ადამიანები არ ფიქრობენ.

მაშიმო ჰირო: ცხოვრებაში ხშირად ვერ ვამჩნევთ მათ, ვინც ფარულად გვიჭერს მხარს.

ჯორჯ ორუელი: თუკი რამეს საიდუმლოდ შენახვა გსურს, ის საკუთარ თავსაც უნდა დაუმალო.

ტოლსტოი: ცოდნა იარაღია და არა მიზანი.

მონტენი: ჭრილობები მხოლოდ მაშინ მოშუშდება, როცა მას აღარ შეეხები.

გოდერძი ჩოხელი: დუმილი ხანდახან ყველაზე ხმამაღლა ჩხავის კაცის სულში.

ჰიუგო: ვინც კითხულობს, ის აზროვნებს, ხოლო ვინც აზროვნებს, არ განსჯის.

ვოვენარგი: სიკეთე ის კი არ არის, შენ რომ სხვას გაუკეთებ, შენ რომ დაიმახსოვრებ, სხვამ რა სიკეთე გაგიკეთა, ეს არის სიკეთე.

იოანე ოქროპირი: მოყვასის არათუ განკითხვა, არამედ განკითხვის მოსმენაც კი არ შეიძლება.

ბასილი დიდი: ყოველგვარ წამოწყებას წინ გონიერება უნდა უძღოდეს; მის გარეშე ისიც, რაც სიკეთედ გეჩვენება, შესაძლოა, ცოდვად იქცეს, თუ თავის დროზე არ კეთდება, ანდა ზომიერების დაუცველად კეთდება.

ნეტარი ავგუსტინე: ვინც უსამართლობას დაითმენს, მისი მწუხარება სჯობს იმის სიხარულს, ვინც არასწორად მოქმედებს.

ტოლსტოი: ერთ დღეს მიხვდები, რომ შენი ნამდვილი სიდიადე იწყება იქ, სადაც შენი სიამაყე მთავრდება.

ვოლტერი: სჯობს შეცდომა დაუშვა შენი არჩეული გზით, ვიდრე სხვისი გაკვალული გზით იარო.

ტვენი: ყველა ოჯახში ერთი მონა ცხოვრობს – თვითონ პატრონი.

გოეთე: ვისაც შეყვარებული ქალი არ უნახავს, მას არ შეუძლია თქვას, რას ნიშნავს ქალი.

ბაირონი: ღამე ბრწყინვალებას ანიჭებს ვარსკვლავებს და ქალებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი