ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№39

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 09.10, 2022 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

პლუტარქე: ადამიანზე სასტიკი ცხოველი არ არსებობს, თუკი მის ვნებებს ძალაუფლება უერთდება.

ვოვენარგი: ყველაზე დიდ სიყვარულს ის ადამიანი იმსახურებს, ვისაც დიდი ძლევამოსილება აქვს, მაგრამ ჩვენში შიშს არ იწვევს.

ტერი გიბსონი: ნუ ეძებთ ისეთ ადამიანებს, ვინც არ იტყუება. ასეთები არ არსებობენ. ეძიეთ ისეთები, ვინც იტყუება, მაგრამ არ ღალატობს. ასეთებთან საქმის დაჭერა შეიძლება.

ოსკარ უაილდი: დადარდიანებულ ადამიანს ნუ შესთავაზებთ საკუთარი თავის ხელში აყვანას, არამედ აღფრთოვანდით მისი გამძლეობით.

ტოლსტოი: ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის.

ჯეიმს ჯოისი: ორგანიზებული რელიგია ორგანიზებული დანაშაულია.

მონტენი: თავდაჯერებული არაფერს ამტკიცებს.

მენანდრე: კამათში ხშირად თავხედობა და მჭევრმეტყველება იმარჯვვებს და არა ჭეშმარიტება.

ჰიტლერი: იმისთვის ვიბრძოლებ, რაც მიყვარს. მიყვარს ის, რასაც პატივს ვცემ. პატივს ვცემ იმას, რაც ვიცი.

ამბა ისაია: როდესაც კასრში, თუნდაც, სულ პატარა ხვრელია, ღვინო იღვრება მანამდე, ვიდრე პატრონი ამის შესახებ შეიტყობდეს – თუ იგი გაუფრთხილებელია. ასევე, ერთი შეხედვით მცირე გაუფრთხილებლობა ღუპავს დაუფიქრებელი ადამიანის ცხოვრების ნაყოფს.

ამბა დოროთე: უზრუნველნი რომ არ ვიყოთ, მცირეზე და იმაზე, რაც მცირედ მიგვაჩნია, დიდსა და მძიმეში არ ჩავცვივდებოდით.

იოანე ოქროპირი: მაშინ კი არ უნდა ვმწუხარებდეთ, როდესაც საკუთარ თავზე რაიმე ავ ამბავს გავიგებთ, არამედ მაშინ, როდესაც ეს სამართლიანია.

კრისტი: ჭკვიანი ადამიანები დასკვნებს აკეთებენ და არ ნაწყენდებიან.

ვოლტერი: ჩვენ გვაბედნიერებს ის, რაც ჭარბია და არა ის, რაც ყველასთვისაა აუცილებელი.

ბალზაკი: თუკი ადამიანს შეუძლია თქვას, რა არის სიყვარული, ესე იგი, მას არავინ ჰყვარებია.

შანელი: ქალი სრულყოფილებას აღწევს მაშინ, როდესაც მას მამაკაცი შეიყვარებს.

ჰიუგო: ხშირად უნდა ემორჩილებოდე ქალს, რათა მას ზოგჯერ ფლობდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი