ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№35

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 11.09, 2022 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ჯორჯ სანტაიანა: ვისაც ისტორიის გაკვეთილები ავიწყდება, ის მათი განმეორებისთვისაა განწირული.

ვოვენარგი: როდესაც სიტუაციას ვერ ვცვლით, მაშინ საკუთარი თავი უნდა შევცვალოთ.

ფრანკლინი: შვილებს დუმილი ასწავლეთ, ლაპარაკს თავად ისწავლიან.

გუბერმანი: ისე დიდი ხანია, გავრბივარ, რომ აღარ მახსოვს, ვისგან.

დემოკრიტე: ჩემთვის ერთი ადამიანი მთელი ხალხია და ხალხი კი – ერთი ადამიანი.

ლონდონი: მხოლოდ სინამდვილე არ ცრუობს.

ლეტო: ბრბოდან გამოყოფის მცდელობისას ხვდები ბრბოში, რომელიც ბრბოდან გამოყოფას ცდილობს.

მონტენი: თქვენ შეცდებით იქ, სადაც ყველაზე მეტად გეყვარებათ და ენდობით.

ჰესე: რისიც არ გჯერა, არ ისურვო.

ნეტარი იერონიმე: მრისხანება ადამიანის ბუნებაა, ხოლო მისი მოთოკვა ქრისტიანისა.

ტიხონ ზადონელი: ვერავის ისე მოხერხებულად ვერ აცდუნებს ეშმაკი, როგორც უქმად მყოფსა და ზარმაცს.

ამბა ევაგრე: საკუთარ სხეულს მეტისმეტად ნუ გამოკვებავ და შენში ცუდი ზრახვები შესუსტდებიან.

რუმი: სამყარო ისეთი სავსეა, რომ სიტყვებია ცარიელი.

ჯეკი ჩანი: ერთადერთი, რისიც უნდა გეშინოდეთ, თავად შიშია.

ჰოპკინსი: არ უნდა გაუკეთო ადამიანს ათასი სიკეთე, როცა თვლა მხოლოდ ათამდე იცის.

ვოლტერი: ჯერ კიდევ ვერავინ შეძლო გაეზომა, სად უფრო მეტი ტკივილია, სიტყვებში თუ დუმილში.

მელიხანი: ქალმა ყოველთვის იცის, რა უნდა მამაკაცს, მაგრამ არ იცის, მას რა უნდა მამაკაცისგან.

რემარკი: ქალს სჭირდება ბალანსი, რომ ის ყველას უყვარდეს, მას კი მხოლოდ ერთი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი