ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№34

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 04.09, 2022 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ჩერჩილი: ომია, როდესაც სხვისი ინტერესებისთვის სრულიად უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან.

გოეთე: შეცდომაც შეიძლება, სასარგებლო იყოს, მაგრამ ახალგაზრდობისას და ის სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ.

შოუ: დუმილი ზიზღის გამოხატვის ყველაზე სრულყოფილი საშუალებაა.

ცვეტაევა: თვალები და ხმა ერთად ძალიან ბევრია. ამიტომ, როცა ხმა მესმის, თვალებს ვხრი.

ო'ჰენრი: ცუდ წრეში მოხვედრა იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა გროშიც არ გაქვს და როცა მდიდარი ხარ.

მონტენი: ადამიანი თუ უკიდურესობებს გაექცევა, მაშინ სწორი გზით ივლის.

პატანჯალი: უბედურების შეგრძნება შობს ზიზღს.

ბროდსკი: მნიშვნელოვანი არ არის, რად გთვლიან. მნიშვნელოვანია, რას აკეთებ.

მარკესი: მე მიყვარხარ არა იმისთვის, თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, ვინ ვარ მე მაშინ, როდესაც შენთან ვარ.

გალილეო გალილეი: მათემატიკა არის ის ენა, რომლითაც ღმერთმა დედამიწა დაწერა.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: უფრო ადვილია ნაკლის გადმოღება, ვიდრე სათნოების გადაცემა, რადგან უფრო ადვილად დაავადდები სნეულებით, ვიდრე სხვას გადასცემ შენს ჯანმრთელობას.

ამბა ისაია: თავს ნუ აღიმაღლებ რწმენითა და საკუთარი სიწმიდით, არამედ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შიში გქონდეს.

ისააკ ასური: ვერავინ მიუახლოვდება ღმერთს, თუ ამ სოფელს არ განეშორება.

კონფუცი: ბედნიერებაა, როდესაც უყურებ ბავშვს, რომელიც თავდაჯერებულად მიაბიჯებს ცხოვრებისეულ გზაზე მას შემდეგ, რაც ეს გზა მას თქვენ უჩვენეთ.

აკუნინი: ქალური ბედნიერება მდგომარეობს ერთი ასაკიდან მეორე ასაკში გადასვლაში. ხოლო ასაკი ქალს სამი აქვს, ქალიშვილი, ცოლი და დედა.

რემარკი: რა ცოტას თქმა შეგვიძლია ქალზე, როცა ბედნიერები ვართ და რა ბევრის, როცა უბედურები ვართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი