ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№32

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 21.08, 2022 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ბლექსტოუნი: სჯობს, ათი დამნაშავე დარჩეს დაუსჯელი, ვიდრე ერთი უდანაშაულო დაისაჯოს ტყუილუბრალოდ.

ფროიდი: ადამიანი უპირველესად იმას აფასებს და სურს, რისი მიღწევაც არ შეუძლია.

ბუდა: შენი ხსნაა – არ იყო სხვებზე დამოკიდებული.

პასკალი: ვინც სამყაროს ამაოებას ვერ ამჩნევს, ის თავადაა ამაო.

ფრანკლინი: თუკი კარგი ძილი გსურს, სუფთა სინდისით დაწექი.

დალაი ლამა: გახსოვდეს – ზოგჯერ სიჩუმე საუკეთესო პასუხია.

შოუ: უფრთხილდით ადამიანს, რომელმაც დარტყმაზე არ გიპასუხათ, ის არასოდეს გაპატიებთ, საკუთარ თავს არ მისცემს პატიების უფლებას.

გოეთე: როცა კანონი უკანონობა ხდება, მაშინ წინააღმდეგობის გაწევა მოვალეობაა.

ალ პაჩინო: პირველი წესი – არ დანებდე. მეორე წესი – გახსოვდეს პირველი.

იოანე ოქროპირი: დიდ ჯილდოს მიიღებ თუ სიკეთეს ჯილდოსთვის არ აღასრულებ, თვით ზეციურისთვისაც კი.

ამბა დოროთე: რაც უფრო მახვილი მხედველობა გვაქვს, მით მეტად შევიცნობთ, რამდენად შორს ვართ ზეცისგან. ამგვარადვე, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით მეტად ვისწავლით შეცნობას იმისას, რაოდენ დიდი მანძილია ღმერთსა და ჩვენ შორის.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: მწუხარებისას სიკეთის იმედს ნუ დაკარგავ და საქმის წარმატებით მსვლელობისას მწუხარებას ელოდე.

ჩერჩილი: თუ გაზეთებში დაწერენ, რომ მოწევას თავი უნდა დავანებო, მე თავს დავანებებ გაზეთების კითხვას.

ცვეტაევა: გიყვარდეს, ნიშნავს, ხედავდე ადამიანს ისეთს, როგორიც ის ღმერთმა შექმნა და მშობლებმა ვერ განახორციელეს.

კონფუცი: მე არ ვიცი, რა არის „ადრე“ მე ვიცი, რა არის „გვიან“.

როკფელერი: ვინც ზედმეტს ყიდულობს, ის აუცილებელს ყიდის.

ლონდონი: ქალი იმარჯვებს, როდესაც ნებდება.

უაილდი: ქალი შექმნილია იმისთვის, რომ უყვარდეთ და არა იმისთვის, რომ ესმოდეთ მისი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი