ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№31

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 14.08, 2022 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ჩერჩილი: ურთიერთობის გაფუჭების საუკეთესო საშუალება გარკვევის დაწყებაა.

ნაპოლეონი: შეჩერება აღმართის დროსაა შესაძლებელი, მაგრამ დაღმართისას – არა.

პატანჯალი: ცოდნა ძალაა და შევიცნობთ თუ არა, ჩვენ შეცნობილზე ძალაუფლებას ვიძენთ.

ვოვენარგი: ტკივილი იმიტომ არ მოდის, რომ ადამიანობას გადაგვაჩვიოს. ტკივილი იმიტომ მოდის, რომ საკუთარი მაგალითის მეშვეობით სხვისი გაფრთხილება ვისწავლოთ.

ცვეტაევა: ფრთები მაშინაა თავისუფლება, როცა ფრენის დროსაა გაშლილი. ზურგს უკან ფრთები კი სიმძიმეა.

კონფუცი: თუკი ვინმეს სურს, რომ ძალიან გაწყენინოს, ესე იგი, ის შენზე ცუდ დღეშია.

ფრანკლინი: ცხოვრების ტრაგიზმია ის, რომ ადამიანები ადრე ბერდებიან და გვიან ბრძენდებიან.

ლაო ძი: თავშეკავება კეთილისმყოფლობის პირველი საფეხურია და ზნეობრივი სრულყოფილების დასაწყისი.

რემარკი: ჯობია, მაშინ მოკვდე, როცა სიცოცხლე გინდა, ვიდრე მანამდე იცოცხლო, როცა სიკვდილი მოგინდება.

მარკოზ მოსაგრე: ვინც თვითონ იძიებს შურს, იგი თითქოს ღმერთს მართლმსაჯულების ნაკლებობაში ადანაშაულებს.

იოანე ოქროპირი: თითოეულის სარგებელი მოყვასის სიყვარულში მდგომარეობს, მოყვასის სარგებელი კი – მის სარგებელში.

ამბა ფალასი: ვისაც არ სურს, სინანულის მწუხარება იტვირთოს, მას საღვთო განგებულება უნებურ მწუხარებას შეახვედრებს.

მონტენი: უცნაურია, მაგრამ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიეს, ყველაზე მეტად უყვართ გასწავლოთ, როგორ იცხოვრო.

ათათურქი: ზარმაცს საქმე დაავალე და ის სწავლებას დაგიწყებს.

კიიოსაკი: თუ იცი, რა გინდა, ესე იგი, ცოტა იცი ან ცოტა გინდა.

ბეკონი: მეგობრის არამეგობრისგან გარჩევა უნდა შეგეძლოს, რათა მტერი არ ჩააბუდო შენს გულში.

შოუ: თუკი კაცები იფიცებიან, რომ გავნებენ, წადი და დაიძინე. ხოლო თუკი ამას ქალები გეუბნებიან, მაშინ იფხიზლე.

იბსენი: მამაკაცს მეგობრისთვის ყველაფრის დათმობა შეუძლია, გარდა საყვარელი ქალისა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი