ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 24.07, 2022 წელი
ნაპოლეონი: ისტორია, რომელსაც ყველა ვეთანხმებით, ტყუილია.
პატანჯალი: რაც უფრო სუსტია ადამიანი, თავშეკავების მით უფრო ნაკლები ნიჭი აქვს.
მენანდრე: ადამიანებს კი არ უნდა მოუსმინო, უნდა დააკვირდე, ისინი სიტყვებით კი არა, საქმით შეიცნობიან.
კაფკა: მშობლები, რომლებიც შვილებისგან მადლიერებას მოითხოვენ, იმ მევახშეებს ჰგვანან, ვინც კაპიტალს მხოლოდ მსხვილი მოგების სურვილით აბანდებს.
ვოლტერი: პატივისცემის ღირსია ის, ვინც დაუშვა შეცდომა, მაგრამ აქვს ღირსება და გამბედაობა, აღიარონ ის და გამოასწორონ.
ბროდსკი: ჩვენი ცნობიერების ისტორია პირველი ტყუილიდან იწყება.
რუსო: სიყვარული უზარმაზარ ძალას გვაძლევს, თუმცა, იმავდროულად, შეუძლია, ძალებისგან დაგცალოს და საცოდავ არსებად გაქციოს.
არისტოტელე: ყველაზე მეტად ისინი უნდა დააფასონ, ვინც ბავშვებს კარგად ზრდიან, ვიდრე ისინი, ვინც მათ აჩენენ.
ნეტარი იერონიმე: უგუნურებაა, გეგონოს, რომ შეიძლება, წუთისოფელთან ერთადაც ინეტარო და ქრისტესთან ერთადაც იმეფო.
იოანე ოქროპირი: თუ ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება და შეიმუსრება სინანულით. ხოლო თუკი სათნოება გაქვს, სინანულით ის უფრო ნათელი და ბრწყინვალე ხდება.
ბასილი დიდი: გონიერება სიბერის ჟამს უკვე გონიერება აღარ არის, არამედ ის, რომ ადამიანს თავშეუკავებლობა აღარ ძალუძს.
მონტენი: უდიდესია ძალა იმ ადამიანში, რომელიც შეძლებს, გაჩუმდეს მაშინაც, როცა მართალია.
ტოლსტოი: ცხოვრება შეჩერდება მაშინ, როდესაც შეწყვეტ ოცნებას. იმედი ქრება მაშინ, როდესაც კვდება რწმენა. სიყვარული იღუპება მაშინ, როდესაც აღარ ზრუნავ მასზე.
ჟირინოვსკი: სანამ შენ სხვა ქალს უყურებ, სხვა შენსას უყურებს. ამიტომ საკუთარს გაუფრთხილდი.
შანელი: ქალს შეუძლია, ყველაზე დიდი არარაობა აქციოს კაცად და იმავდროულად, ყველაზე ძლიერი კაცი აქციოს არარაობად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან