ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№21

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 05.06, 2022 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

იოზეფ გებელსი: გაუყალბე ადამიანებს ისტორია და ერთი თაობის შემდეგ მათგან მივიღებთ ბრბოს, ხოლო კიდევ ერთი თაობის შემდეგ მათი მანიპულირება ნახირის მართვაზე მარტივი გახდება.

ბუკოვსკი: მონობა არ გაუუქმებიათ, უბრალოდ, ყველა კანის ფერს მოარგეს.

ყაზბეგი: არის ხოლმე ისეთი წამები, როდესაც სიტყვას ადგილი აღარ აქვს კაცის მწუხარებაში.

ონჯალი რაუფი: კარგი წიგნი უფრო მეტ შეკითხვას გიჩენს, ვიდრე პასუხს და უფრო საინტერესოა, რადგან ამ კითხვაზე პასუხი შენით უნდა მოძებნო.

პირანდელო: იყო გმირი, უფრო ადვილია, ვიდრე წესიერი ადამიანი. გმირი ხომ ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ერთხელ იყო, ხოლო წესიერი ადამიანი ყოველდღე.

ჩაპეკი: არავინ იმახსოვრებს კარგ საქციელს და არავინ ივიწყებს ცუდს.

ნილოს სინელი: როგორც აბლაბუდაზე შემდგარი კაცი ეცემა და დაბლა ვარდება, ასევე, ვარდება ის ადამიანი, ვინც მხოლოდ საკუთარ ძალებს ეყრდნობა.

ისააკ ასური: ყველა ადამიანთან გქონდეს მეგობრული ურთიერთობა, აზრით კი მუდამ მარტო იყავი.

ამბა დოროთე: ნუ დასჯი მკაცრად მცირე დანაშაულისთვის, თითქოსდა თვითონ სრულიად მართალი იყო და ნურც ხშირად ამხილებ, რამე თუ ეს დამამძიმებელია, ხშირად მხილების ჩვევას უგრძნობლობასა და დაუდევრობამდე მივყავართ.

თეოდორ რუბინი: სიკეთე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიბრძნე და ამის ცოდნა სიბრძნის დასაწყისია.

ბუდა: როცა სიტყვები მართალი და კეთილია, მათ შეუძლიათ, შეცვალონ სამყარო.

ბალზაკი: სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ.

დოსტოევსკი: არაფერია უფრო ადვილი, ვიდრე ბოროტმოქმედების განსჯა და არაფერია უფრო რთული, ვიდრე მისი გაგება. მაგრამ, გაგება ყოველთვის არ ნიშნავს პატიებას.

მოპასანი: პირველი ცოლი ღმერთისგანაა, მეორე – ვნებისგან, მესამე – ხალხისგან.

რემარკი: ქალი ან უნდა გააღმერთო ან მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი