ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№18

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 15.05, 2022 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

რეიგანი: თუ ყველაფერი სცადეთ და არაფერი გამოგივიდათ, სცადეთ კიდევ ერთი რამ – სიმართლის თქმა.

მენანდრე: ძალაუფლება სიტყვებს სიმართლის ბეჭედს ასვამს.

იოანე ოქროპირი: სხვისი ცოდვაში ჩაგდების გამო ორმაგად ვაგებთ პასუხს.

იოანე კიბისაღმწერელი: ჩვენს დაცემამდე დემონები ღმერთს კაცთმოყვარედ წარმოგვიდგენენ, დაცემის შემდგომ კი – შეუწყნარებლად.

ჰეგელი: სილამაზე განისაზღვრება, როგორც იდეის გონივრული გამოვლინება.

მარიო პიუზო: ოჯახის სიძლიერე, ისევე როგორც ჯარის სიძლიერე, მის ერთგულებაშია.

მურაკამი: ნებისმიერ სიცარიელეს აუცილებლად შეავსებს რამე.

ფროიდი: შუა საუკუნეებში მე დამწვავდნენ, ახლა მხოლოდ ჩემს წიგნებს წვავენ.

ტოლსტოი: ვისაც ოცნება არ შეუძლია, ის თავს იწამლავს, რადგან ასე მხოლოდ მავნე ნივთიერებები გროვდება ორგანიზმში.

დენი დიდრო: სასწაული უფრო ხშირად იქ ხდება, სადაც მისი სწამთ და სადაც მისი მეტად სჯერათ.

ისააკ ასური: თავმდაბლობის სრულყოფილება ისაა, რომ სიხარულით აიტანო ცრუ ბრალდებები.

ტიხონ ზადონელი: ღმერთი, რომელიც ჯვარს გვატვირთვინებს, თავადვე გვეხმარება ჯვრის ზიდვაში.

რემარკი: რაც ნაკლები თავმოყვარეობა აქვს ადამიანს, მით უფრო ძვირი ღირს ის.

აბულ ფარაჯი: ვისაც სხვისი ბოროტების არ ეშინია, ის საკუთარი სიკეთით ვერ ხარობს.

ოშო: ისე იცხოვრე, რომ შენთან შეტაკებისას ადამიანები იღიმებოდნენ. შენთან ურთიერთობის დროს კი ოდნავ ბედნიერები იყვნენ.

ჟვანეცკი: კარგი ცოლქმრობაა ის, როდესაც მეუღლეებს დღისით ავიწყდებათ, რომ საყვარლები არიან, ღამით კი – მეუღლეები.

შანელი: ქალი ორ შემთხვევაშია ერთგული – როცა ფიქრობს, რომ მისი მამაკაცი არავის ჰგავს და როცა მიაჩნია, რომ ყველა კაცი ერთნაირია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი