ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№7

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 27.02, 2022 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ვოლტერი: როდესაც თქვენზე ჭორაობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ სხვებისთვისაც ხართ.

ჩესტერფილდი: ყველასთვის ცნობილია, რომ ფულით შეგიძლია, იყიდო წამალი, მაგრამ ჯანმრთელობა არა; მსახურები, მაგრამ მეგობრები არა; გართობა, მაგრამ სიხარული არა; მასწავლებლები, მაგრამ გონება არა.

ტოლსტოი: ღარიბი ის კი არ არის, ვისაც ჯიბეში გროში არ აქვს, არამედ ის, ვისაც ოცნება არ შეუძლია.

ფრანკლინი: არავინაა შენი მეგობარი ან მტერი, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი შენი მასწავლებელია.

რეიგანი: კმაყოფილება – ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრეა. სიმდიდრე კი – ხელოვნური სიღარიბე.

რუსო: თუ თავად ხეპრე ხარ, წინაპრებით ნუ იქებ თავს.

მონტენი: თუ ნიჭი გაქვს, ნუ დარდობ, რომ არ გიმართლებს. შენი დრო კიდევ დადგება.

გობსეკი: ძლიერი ადამიანი გზაზე ერთ წინააღმდეგობას დაძლევს, ბრძენი კი – მთელ გზას.

კონფუცი: სუსტზე გამარჯვება დამარცხების ტოლფასია.

აბელ ფარაჯი: ვინც უცემიათ, ის მეტს მიაღწევს. ვისაც ცრემლი უღვრია, ის გულწრფელად იცინის. ვინც მომკვდარა, მან იცის, რომ ცოცხლობს.

ვოვენარგი: იქ, სადაც სიმკაცრეა საჭირო, ლმობიერება უადგილოა. ამით მტერს მეგობრად ვერ გაიხდით, მის მოთხოვნებს კი გაზრდით.

აკუტაგავა: რაც ცოტა სურვილი მაქვს, მით უფრო ახლოს ვარ ღმერთებთან.

ლაო ძი: მოწინააღმდეგე რომ დაამარცხო, ნუ ეცდები, რომ მასზე ძლიერი გახდე. ეცადე, ის გახადო შენზე სუსტი.

ბელინსკი: ბავშვის გასაზრდელად სოფელია საჭირო.

ფროიდი: თუ კარგი ხასიათი გაქვს, სიმახინჯე სილამაზედ იქცევა, თუ არა, მაშინ სილამაზე იქცევა სიმახინჯედ.

შანელი: ქალის ერთგულება მისი უდიდესი სილამაზეა.

მოპასანი: კარგ ოჯახში ქმარი ყრუა, ცოლი კი – ბრმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი