ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№2

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 23.01, 2022 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ჯონ კენედი: თანამედროვე სამყაროში გულწრფელობას სიცრუეზე მეტად სჭირდება მტკიცება.

ჯეფერსონი: ის, ვინც ხელს უშლის მშვიდობიან გარდაქმნებს, ყოველთვის ძალადობრივი რევოლუციის მომხრეა.

ილია მეორე: დღეს მორწმუნე ადამიანს დიდი მოთმინება მართებს, რომ ამდენ ტყუილს, ცილისწამებასა და ღვარძლს გაუძლოს და თვითონაც არ გადაგვარდეს. ჩვენი შესაძლებლობებით ეს მიუღწეველია, ღვთის დახმარებით კი – შესაძლებელი. აუცილებელია უფალთან სულიერი ლოცვითი ურთიერთობა, ბიბლიისა და წმიდა მამების დარიგებების კითხვა, რომ განვმტკიცდეთ და შეწევნაც ღვთისა მივიღოთ.

ოტია: რაზედაც ფიქრობ, იმად იქცევი.

შექსპირი: უაზრობაა იმის ძებნა, ვისაც არ უნდა, რომ იპოვო.

კლიუჩევსკი: ვისაც შვილი არ ჰყავს, ყველაზე კარგად შეუძლია ბავშვების აღზრდა.

ბელინსკი: მშობლები ბავშვებს საუბარს ასწავლიან, შვილები კი მშობლებს გაჩუმებას აჩვევენ.

ჩეხოვი: არაფერია მოგონებებზე უკეთესი და არც არაფერია ამაზე უარესი.

გურჯიევი: თუ ნაწილი ცოცხალია, მაშინ მთელიც ცოცხალია.

როკფელერი: როცა გასაკეთებელი არაფერი გაქვთ, რთულ საქმეებს შეეჭიდეთ.

ვოლტერი: გამოცდილება – სიტყვა, რომელსაც ადამიანები თავიანთ შეცდომებს არქმევენ.

ოთარ ჭილაძე: რასაც შენი ნებით დათმობ, ვეღარასოდეს დააბრუნებ, ხოლო, იმაზე უკეთესს ვერაფერს მოიპოვებ ცხოვრებაში, რასაც სამუდამოდ დაიმახსოვრებ.

ალ პაჩინო: არც სიმდიდრით დააფასოთ ადამიანი და არც განათლებით. მთავარია ზრდილობა და ადამიანობა.

დოსტოევსკი: მთელი სამყაროს შეცნობაც არ ღირს იმად, რომ პატარა ბავშვი ცრემლს ღვრიდეს და ღმერთს ევედრებოდეს.

ფროიდი: ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ. ჩვენ შევარჩევთ მხოლოდ მას, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში.

რემარკი: მამაკაცები მეტს გააკეთებდნენ, ქალები რომ ნაკლებს ლაპარაკობდნენ.

შანელი: ქალმა უნდა შეამსუბუქოს, მაგრამ არ მოადუნოს მამაკაცი.


მსგავსი სიახლეები

ბრძნული აზრები
ბრძნული აზრები

18:00 12.12, 2021 წელი

ცნობილების ციტატები
ბრძნული აზრები

18:00 26.12, 2021 წელი

ბრძნული აზრები
ბრძნული აზრები

18:00 16.01, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი