ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№51

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 27.12, 2020 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

მაქსველი: კარგი ლიდერი არის ადამიანი, რომელიც უფრო მეტ ბრალდებას იღებს, ვიდრე გასცემს და მისი საკრედიტო წილი შედარებით ნაკლებია.
ლაროშფუკო: ადამიანები ერთმანეთში დიდხანს ვერ მორიგდებოდნენ, ერთმანეთს რომ არ ატყუებდნენ.
მარკესი: ადამიანები, სწორედ, მაშინ ბერდებიან, როდესაც შეყვარების უნარს კარგავენ.
ეშენბახი: ჩვეულებრივ, ადამიანები, საქმით წინააღმდეგობას უფრო ადვილად იტანენ, ვიდრე სიტყვით წინააღმდეგობას.
ვოლტერი: თუ მართლა გინდა, წარმატების გასაღები, გააკეთე იმის საწინააღმდეგო, რასაც ყველა აკეთებს.
ბუასტი: განათლება საგანძურია, შრომა კი – მისი გასაღები.
ჩესტერფილდი: ადამიანის გონებასა და გულს, ისე როგორც მეტყველებას, თავისი ქვეყნის ელფერი დაჰკრავს.
პლინიუს უმცროსი: ადამიანის ბუნება გაყალბებულია, რადგან მასში უკიდურეს სულიერ სიღატაკესთან ერთად უსაზღვრო ამპარტავნებაა შერწყმული.
სოლომონი: ცხოვრებაში იმას იღებ, რაზე შეკითხვის დასმის გამბედაობაც გეყო.
ოშო: თუ შენ დაეხმარე ადამიანს გაჭირვებაში, ნუ იდარდებ, მას აუცილებლად გაახსენდები, როცა ისევ გაუჭირდება.
ვოვენარგი: ყველაზე დიდი უბედურებაა, იყო ბედნიერი წარსულში.
ტეტჩერი: ჩვენი საუკუნის ურიცხვი პრობლემიდან ერთ-ერთი არის ის, რომ ჩვენ ვიმართებით იმ ადამიანების მიერ, რომლებიც უფრო მეტს ზრუნავენ გრძნობებზე, ვიდრე იდეებსა და მოსაზრებებზე.
ფორბსი: ზოგი ვერასოდეს პოულობს წარმატების გასაღებს, იმიტომ, რომ საკუთარ გონებაში სწორ ადგილას არ იყურება.
ბეგბედერი: ადვილია იმ სისტემის ლანძღვა-გინება, რომელსაც თქვენ თვითონ ქმნით.
ჟან მორო: საბრალოა ქალი, რომელსაც სანანებელი არაფერი აქვს.
უაილდი: მამაკაცი უკვე ნახევრად შეყვარებულია იმ ქალზე, რომელიც გაგებით უსმენს მის საუბარს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი