ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 05.12, 2021 წელი
თომას ჯეფერსონი: ერი, რომელსაც სურს იყოს თავისუფალი და გაუნათლებელი, ვერასდროს იქნება თავისუფალი.
სტეინბეკი: რეპრესიები მხოლოდ რეპრესირებულების გაძლიერებასა და გაერთიანებას იწვევს.
ჰეგელი: მტერს დაამარცხებს ის, ვინც სიბრაზეს გადალახავს.
ვოვენარგი: საკუთარი თავის სხვებთან შედარება არის ფუჭი და უღირსი ქცევა. ეს ხელს უშლის განვითარებას და ბედნიერებას.
ვოლტერი: თუ პრობლემებში ცვლილებების შესაძლებლობას ხედავთ, ხოლო კრიზისში ზრდის პოტენციალს, მაშინ პრობლემები ვერასოდეს შეგბოჭავთ.
ნაპოლეონი: თუ თქვენ მეტის მიღება გსურთ, მეტი მოსთხოვეთ საკუთარ თავს.
მარკ ტვენი: ხუმრობის ჩემი მეთოდი – ვილაპარაკო სიმართლე. არაფერია ისეთი სასაცილო დედამიწაზე, როგორიც სიმართლეა.
მონტენი: პატიება არ არის ადვილი, მაგრამ ამის შემდეგ ნდობა სულ სხვა რამეა.
შოპენჰაუერი: ნუ გახდი საკამათოდ სხვის აზრებს. გახსოვდეს, თუნდაც ერთ ადამიანს იმდენი სისულელე სწამს, რომ მის გადარწმუნებას მათუსალას ასაკიც არ ეყოფა.
ჩესტერფილდი: სიბერე ნიშნავს, როცა შენ დაივიწყებ ყველაფერს, რაც გინდა, გახსოვდეს და გემახსოვრება ყველაფერი, რისი დავიწყებაც გსურს.
ფრანკი: ეძებე ბედნიერება საკუთარ თავში და ღმერთში. იფიქრე, რამდენი მშვენიერი რამ ხდება შენს სულში, შენ ირგვლივ და იყავი ბედნიერი.
ფროიდი: არავინ არის შენი მეგობარი, არავინ არის შენი მტერი, მაგრამ ყველა შენი მასწავლებელია.
ფულერი: გინდა, თავისუფალ ხალხს ხედავდე? ჯერ შენ გათავისუფლდი. გინდა, სხვას უყვარდე? ჯერ შენ შეიყვარე. გინდა, რამე მიიღო? ჯერ შენ გაეცი რამე.
უაილდი: ეგოიზმი ის კი არ არის, როგორც შენ გინდა, ისე იცხოვრო, ეგოიზმია, როცა შენ გინდა, სხვებმა იცხოვრონ ისე, როგორც შენ გინდა.
შოუ: მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ კარგად იცნობს ქალებს, ჯენტლმენი არ არის.
ჟვანეცკი: სტატისტიკურად ზედმეტი წონის მქონე ქალები უფრო მეტს ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები, რომლებმაც ეს შენიშნეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან