ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№50

ავტორი: „თბილისელები“ 15:00 15.12, 2020 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ბრეხტი: ბანკის დაყაჩაღება დილეტანტების საქმეა, ჭეშმარიტად პროფესიონალი ყაჩაღები მას აარსებენ.

გერდერი: ზღაპრები ხალხის რწმენის შედეგია. ადამიანები ოცნებობენ, იმიტომ რომ არ იციან და სწამთ, იმიტომ რომ ვერ ხედავენ.
თაგორი: როდესაც შეცდომას კარს მიუკეტავენ, ამით ჭეშმარიტებას უღობავენ გზას.
უაილდი: სიბრიყვე არ არის ჭკუის არარსებობა, ეს ასეთი ჭკუაა.
მეი სარტონი: მარტოობა მე-ს სიღარიბეა; განმარტოება – მე-ს სიმდიდრე.
დოსტოევსკი: იქ, სადაც ბევრი შუქია, ჩრდილიც მეტად მუქია.
რუმი: შენია ის, ვინც შენში ბედნიერება იპოვა, ყველა დანარჩენი სტუმარია.
შალვა ამონაშვილი: უმადური ადამიანი ბედნიერად ვერ იგრძნობს თავს.
ნიცშე: ურჩხულებთან მებრძოლს მართებს ფიქრი იმაზე, რომ თავად არ გადაიქცეს ურჩხულად.
ფორსტერი: თუ ღარიბს დაინახავთ ქალაქში, სადაც ცივილიზებული ხალხი ცხოვრობს, უნდა იცოდეთ, რომ ამ ქალაქის მმართველები ხალხის ქონებას იპარავენ.
დალაი ლამა: ყოველთვის გახსოვდეს, დუმილი ზოგჯერ საუკუეთესო პასუხია.
უაილდი: ადამიანი ყველაფერთან თავისით უნდა მიდიოდეს – საკუთარი გონებითა და სინდისით. რა აზრი აქვს, მას ის აუხსნა, რისი განცდისა და გაგების უნარიც არ შესწევს?
ნიცშე: ადამიანი ყველაზე დასნეულებული და მახინჯი არსებაა ცხოველთაგან; იგი სახიფათოდ დასცილდა საკუთარ სასიცოცხლო ინსტინქტს.
ორუელი: კრიტიკულ მომენტში ადამიანი საკუთარ თავს ებრძვის და არა გარემოებას. ასეთ მომენტში ხვდები, რომ შენ იზრდები.
ლაროშფუკო: სიყვარული მტრობას უფრო ჰგავს, ვიდრე მეგობრობას.
მონტენი: როგორც კი ქალი ჩვენი ხდება, ჩვენ მას აღარ ვეკუთვნით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი