ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№39

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 10.10, 2021 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ბერდიაევი: თუ მე მშია, ეს ჩემთვის ბიოლოგიური მოთხოვნილებაა, მაგრამ სხვას თუ შია – ეს ჩემთვის სულიერი საკითხია.

ვოვენარგი: ადამიანი ბერდება მაშინ, როცა მასში ოცნების ადგილს სინანული დაიკავებს.

განდი: თავისუფლებას ფასი არა აქვს, თუ ის არ ითვალისწინებს შეცდომის თავისუფლებას.

ჰენრი ფორდი: თუ თქვენ გგონიათ, რომ რაიმე შეგიძლიათ, მართალი ბრძანდებით, ხოლო თუ გგონიათ, რომ არაფერი გამოგივათ, მაინც მართალი ბრძანდებით.

ტვენი: ორი მნიშვნელოვანი დღეა თქვენს ცხოვრებაში: დღე, როდესაც დაიბადეთ და დღე, როდესაც მიხვდით, რატომ დაიბადეთ.

ქრისტეფორე კოლუმბი: თქვენ ვერასოდეს გადაცურავთ ოკეანეს, თუ არ შეგწევთ ხმელეთის მხედველობიდან დაკარგვის უნარი.

მონტენი: არასდროს დაივიწყო სამი ადამიანი:. ვინც დაგეხმარა რთულ სიტუაციაში, ვინც მიგატოვა რთულ სიტუაციაში და ვინც ჩაგაგდო რთულ სიტუაციაში.

გოეთე: შენშია იმ ღირებულებათა მარცვალი, რომელთაც სხვაში პოულობ.

ნიუტონი: მე შემიძლია, გამოვთვალო ვარსკვლავების მოძრაობა, მაგრამ ვერ განვჭვრეტ კაცობრიობის შლეგობას.

ჰიმ როჯერსი: ცხოვრებისეული ფაქტია, რომ ბევრი რამ, რაც „ყველამ იცის“ ტყუილი აღმოჩნდება ხოლმე.

ავიცენა: ისწავლე, თქვა – არ ვიცი და შენ დიდი პროგრესის წინაშე აღმოჩნდები.

ლაო ძი: თუ გინდა, ხალხი წამოგყვეს, ჯერ შენ უნდა გაჰყვე მათ.

ტოლსტოი: როცა შენს ხალხს უჭირს, მაშინ სულიერი მყუდროება არამზადობაა.

ჩესტერფილდი: მეგობარს გავიცნობთ, როცა დავშორდებით. ძმებს გავიცნობთ, როდესაც მემკვიდრეობას გავიყოფთ, საკუთარ შვილებს – როცა დავბერდებით, ხოლო იდიოტებს – არჩევნების დროს.

შანელი: ქალს, რომელიც კოსმეტიკას ნაკლებად ხმარობს, ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.

უაილდი: ქალები ყველაზე ძლიერები მაშინ არიან, როცა სინაზით იარაღდებიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი