ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№37

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 26.09, 2021 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ტოლსტოი: უმცირესობას ღმერთი ესაჭიროება იმიტომ, რომ დანარჩენი ყველაფერი აქვს, ხოლო უმრავლესობას იმიტომ, რომ არაფერი გააჩნია.

კამიუ: ამქვეყნიური უბედურებებით სავსე პანდორას ყუთიდან ბერძნებმა ყველაზე ბოლოს კაცობრიობის უსაშინლესი მტერი, იმედი ამოუშვეს. იმედი, საყოველთაოდ აღიარებული აზრის საწინააღმდეგოდ, მორჩილებას გულისხმობს, ცხოვრება კი სულაც არ გახლავთ მორჩილება.

შოუ: შეგეძლოს, გადაიტანო მარტოობა და ამისგან იღებდე სიამოვნებას დიდებული ტალანტია.

როკფელერი: ბანკის ვალის დაფარვა მხოლოდ ფულის გადახდით არის შესაძლებელი, ცხოვრებისეული ვალის გადახდა კი მხოლოდ სხვისთვის ჩუქებით შეიძლება.

სოლონი: სიმამაცე ბოლომდე შეგნებული პასუხისმგებლობაა.

ჰესე: უბრალო ლექსების შეთხზვა ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის, ვიდრე ყველაზე მშვენიერი პოეზიის წაკითხვა.

კაფკა: ცხოვრების აღქმასა და სინამდვილეს შორის ხშირად ჩნდება დაუსრულებელი შეუსაბამობა.

ფროიდი: რაც უფრო უმწიკვლოა ადამიანი, მით მეტი დემონი ჰყავს შიგნით.

ვოვენარგი: იყო სამართლიანი, ნიშნავს, დაგმო დანაშაული და დაგმო დამნაშავეც, მაგრამ პატიება ნიშნავს, დაგმო დანაშაული, მაგრამ დაინდო დამნაშავე.

მონტენი: რთულია, გჯეროდეს უკეთესი მომავლის, როდესაც ხედავ ადამიანებს, მაგრამ ვერ ხედავ ადამიანობას.

ალ პაჩინო: ცუდად არავის მოექცე, იმიტომ კი არა, რომ ღირსი არაა, არამედ იმიტომ, რომ თავად შენ ხარ ღირსეული.

პეტრე პირველი: თუ სურვილია, ათასი ხერხია, თუ არ არის სურვილი, ათასი მიზეზი გამოჩნდება.

განდი: როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ ჩიტს მოკლავ და უკანასკნელ მდინარეს მოწამლავ, მიხვდები, რომ ფულის ჭამით ვერ გაძღები.

ვოლტერი: დაბადებისას ტიროდი, სამყარო კი იცინოდა. ისე იცხოვრე, რომ სიკვდილის წინ შენ იცინოდე, სამყარო კი ტიროდეს.

მურაკამი: ის მისწრაფებანი, რომლებიც ცალკე ადამიანში იჩენს თავს, ყოველთვის ძლიერდება ბრბოში.

მონრო: ქალის ლანძღვა-გინება მხოლოდ ბედისგან დაჩაგრულ კაცს შეუძლია.

როულენდი: მამაკაცს ყოველთვის ერევა ერთმანეთში ქალის თავდაუზოგავი ერთგულება და სისუსტე, სანამ არ აღმოაჩენს, რომ მისგან თავის დასაღწევად სჭირდება სამსონის ძალა, იობის მოთმინება და სოლომონის ჭკუა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი