ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№35

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 12.09, 2021 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

გოეთე: არსებობს ბედნიერების დაკარგვის სამი სახე: წარსულით ცხოვრება, მომავლის შიში და აწმყოს არდაფასება.

კუნინი: ყველა ვნებას შორის, რომლითაც ტკბობა შეუძლია ადამიანს, ყველაზე სრულყოფილი და დახვეწილი აზროვნებაა.

აინშტაინი: ყველა ადამიანი გენიოსია, მაგრამ თუ ჩვენ თევზს შევაფასებთ და განვიხილავთ მისი ხეზე აძრომის უნარის მიხედვით, ის ყოველთვის იცხოვრებს იმ რწმენით, რომ უუნაროა.

ნიცშე: ვერავინ შეძლებს შენთვის იმ ხიდის აშენებას, რომლითაც ცხოვრების დინება უნდა გადალახო, საერთოდ ვერავინ, შენ გარდა.

არისტოტელე: სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია.

კამიუ: რასაც სიცოცხლის მიზანს ვუწოდებთ, შეიძლება, სასიკვდილოდაც საუცხოო მიზეზი გამოდგეს.

რუმი: კარგი რამეები მთავრდება, რადგან უკეთესი რამეები უნდა მოხდეს.

დოსტოევსკი: ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა.

შოპენჰაუერი: ადამიანებისთვის დიად ჭეშმარიტებათა საქადაგებლად მოვლენილი კაცი მადლობელი უნდა დარჩეს, თუ საღ-სალამათმა გააღწია აქედან.

კარნეგი: ბედნიერება არ არის დამოკიდებული გარემოებაზე, ბედნიერება დამოკიდებულია აღქმაზე.

ჩერჩილი: სკოლის მასწავლებლები ფლობენ ისეთ ძალაუფლებას, რომელზეც პრემიერ-მინისტრებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ.

ემერსონი: ორი მიზეზის გამო არ ვენდობით ადამიანებს: 1. ჩვენ მათ არ ვიცნობთ. 2. ჩვენ მათ ძალიან კარგად ვიცნობთ.

ეკპარტი: რასაც იზიდავ და შენგან გამოდის, არის ის, რაც ასახავს შენს შინაგან მდგომარეობას.

მარკესი: ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ მისი ფასი სხეულის ფორმით არ განისაზღვრება. ამიტომ კარგად დაფიქრდით, ვიდრე მის ასაკს, სიმაღლეს, ფორმებსა და სექსუალობაზე იტყვით რამეს, რადგან ეს ემოციები ძალადობაა და მან ეს იცის.

შოუ: იდეალური ქმარი – ეს არის მამაკაცი, რომელიც მიიჩნევს, რომ მას იდეალური ცოლი ჰყავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი