ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№23

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 20.06, 2021 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

განდი: ვფიქრობ, რომ ლიდერობა ერთ დროს კუნთებს ნიშნავდა, მაგრამ დღეს ეს ხალხთან ურთიერთობას ნიშნავს.

ერიკ მური: ყოველთვის ვერ შეცვლი მოვლენებს, მაგრამ შესაძლებელია, შეცვალო ხედვა. არასოდეს შეწყვიტო ცხოვრებაში დადებითის დანახვა.

ადისონი: სამყარო ისეთი ყალბი გახდა, რომ თითქმის ყველა მადლიერია სიცრუით, სიმართლით კი – შეურაცხყოფილი.

გურჯიევი: აქციეთ მიზანი თქვენს ღმერთად, ეს მაგნიტიზმის თვისებას შეგძენთ.

შექსპირი: ბასრი სიტყვის წარმატება უფრო მსმენელის ყურზეა დამოკიდებული, ვიდრე მთქმელის ენაზე.

ორუელი: თუ სადმე არსებობს იმედი – მხოლოდ პრობლემებში.

ვოვენარგი: თუკი იმაზე ნაკლები ხარ, ვიდრე შეგიძლია, იყო, მთელი ცხოვრება უბედური იქნები.

მონტენი: ვინც წაიქცა და წამოდგომა შეძლო, ის ყველაზე ძლიერია, იმაზეც კი, ვინც არასოდეს წაქცეულა.

ტოლსტოი: ღიმილი და დუმილი – ორი მძლავრი იარაღია: ღიმილით შეიძლება, ბევრი პრობლემის გადაწყვეტა, დუმილით კი – მათი თავიდან აცილება.

ფროიდი: თუ ადამიანს ყველაფერი ვაპატიეთ, ესე იგი, მასთან ყველაფერი მორჩა.

კელერი: სიმართლის მოყვარულ ადამიანს ყოველთვის ცოტა მეგობარი ჰყავს.

ბენ გრინმენი: თავს მარტო ვგრძნობდი და სრულად ვფლობდი საკუთარ სიმარტოვეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა რაიმე ღირებული მებადა.

იოანე სინელი: არ იჩქაროთ სამაგიეროს გადახდა. გაოცდებით, ცხოვრება ამას ისე კარგად გააკეთებს.

ჟვანეცკი: როდესაც მამაკაცი ამბობს: „მე მიყვარს ქალები“, მას უყვარს საკუთარი თავი. როცა მამაკაცი ამბობს: „მე მიყვარს ქალი“, მას უყვარს ის.

კამიუ: ქალის როლი ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მარტივია, აღგვაგზნოს და დაგვამშვიდოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი