ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№22

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 13.06, 2021 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ბრძნული გამონათქვამები ცხოვრებაზე:

ტვენი: ტკივილი, რომელსაც შენ გრძნობ დღეს, გადაიქცევა ძალად, რომელსაც იგრძნობ ხვალ.

დავით სარაჯიშვილი: ქართველი ისე შეეჩვია მონობას, რომ ბატონის გამოცვლა გათავისუფლება ჰგონია.

დოსტოევსკი: მე მინდა, თუნდაც ერთ ადამიანს ველაპარაკო ყველაფერზე ისე, როგორც საკუთარ თავს ვესაუბრები.

ჟვანეცკი: ადრე მეშინოდა, რომ დამივიწყებდნენ, ახლა მეშინია, რომ დამიმახსოვრებენ.

სენეკა: რასაც არ კრძალავს კანონი, კრძალავს წესიერება.

ბუკოვსკი: რა აზრი აქვს იმაზე ლაპარაკს, რაც შენ გარდა არავის აინტერესებს.

ბუასტი: დაკვირვება შეფასების გარეშე აზროვნების უმაღლესი ფორმაა.

რუსო: მე არ მჯერა, რომ სამყაროს შეცვლა შეიძლება უკეთესობისკენ, მე მჯერა, რომ შეიძლება, შეეცადო, უფრო ცუდი არ გახდეს.

თაგორი: ადამიანთა უმრავლესობას სიბრძნეს სისულელე ურჩევნია, რადგანაც სისულელე ახალისებს, ხოლო სიბრძნე აღონებს.

ვოლტერი: ისწავლე იმის შეყვარება, რაც გაქვს, თორემ ცხოვრება გასწავლის იმის შეყვარებას, რაც დაკარგე!

ტოლსტოი: რაც უნდა სამართლიანი იყო, მაინც იმას დაუჯერებენ, ვინც კარგად ტყუის.

ოშო: ბრიყვის გონება მხოლოდ საკუთრების ჭრილში აზროვნებს. გონიერი კაცი კი პრაქტიკულ გამოყენებაზე ფიქრობს.

ბელინსკი: გულით სუფთა ადამიანები ყოველთვის რთულ ცხოვრებას გადიან.

მონტენი: ტკივილი რომ ვერ გაგაბოროტებს, მაშინ ხარ ძლიერი.

კონფუცი: სიყვარულში გაზრდილი ადამიანი სუსტი ვერ იქნება.

უაილდი: ქალი ისეთი იქნება, როგორსაც დაიმსახურებ.

შოუ: მამაკაცები ქალებს ხშირად ატყუებენ, ხოლო ქალები მამაკაცებს – კარგად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი