ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№20

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 30.05, 2021 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

თაგორი: მე მეძინა და მესიზმრა, რომ ცხოვრება ბედნიერებაა. გავიღვიძე და მივხვდი, რომ ცხოვრება ვალია. მე დავიწყე შრომა და მივხვდი, რომ ვალი – ეს ბედნიერებაა.

იოჰანსენი: ღიმილი და დუმილი არის ორი ძლევამოსილი იარაღი. ღიმილი პრობლემის გადაჭრის გზაა, ხოლო დუმილი – მისი თავიდან არიდების.

პაისი მთაწმინდელი: სინანულით ადამიანს შეუძლია, ღმერთს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.

თომას მანი: ორპირობა ნამდვილი მშვენებაა მათთვის, ვინც ამ წესით ცხოვრობს.

ორუელი: რაც მეტია გაგება, მით მეტია ცდომილება. რაც უფრო გონიერია კაცი, მით უფრო არანორმალურია.

კოკო შანელი: შენს ფასს ვერ მიხვდებიან მანამ, სანამ გულგრილობამდე არ მიგიყვანენ.

ჟვანეცკი: არა უშავს, თუ შენზე იცინიან, გაცილებით ცუდია, როცა შენ გამო ტირიან.

ფროიდი: ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა გაეჯიბრო, ხარ შენ წარსულში და ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა აჯობო, ხარ შენ დღეს.

დოსტოევსკი: მეგობრები ყველაფერს გაპატიებენ, წარმატების გარდა.

ედმუნდ ბერკი: არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც მოთმინება აღარ არის ღირსება.

ვოლტერი: პატიება საკმაოდ ეგოისტური რამეა, ის უკეთესს ხდის მას, ვინც პატიობს, მაგრამ ვერაფერს ასწავლის მას, ვისაც აპატიეს.

ტოლსტოი: ყველას უნდა საზოგადოების შეცვლა, მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეცვალოს საკუთარი თავი.

კანტი: უმაღლესი ფილოსოფია იმაზე შორს ვერ წაგყვება, ვიდრე ის უნარი, ბუნებას რომ ჩვეულებრივი განსჯისთვის მოუნიჭებია.

კაფკა: არ დაკარგო სილამაზის აღქმის უნარი და არასოდეს დაბერდები.

ივ სენ ლორანი: კიდეც რომ შეძლო ქალის აზრების წაკითხვა, მაინც ვერაფერს გაიგებ.

ჯეინ მორო: ქალი მამაკაცისთვის გამოცანაა, რომლის პასუხსაც ის შემდეგ ქალში ეძებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი