ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№19

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 23.05, 2021 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ჯეიმსი: იქ, სადაც ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს, სინამდვილეში ექვსნი ხვდებიან: ის, როგორადაც თითოეულ ადამიანს საკუთარი თავი წარმოუდგენია, ის, როგორც მას მეორე ხედავს და ის, როგორიც ადამიანი სინამდვილეშია.

ჩესტერფილდი: შენ არ ხარ მდიდარი იქამდე, სანამ არ გექნება ის, რაღაც, რასაც ფულით ვერ იყიდი.

ბრაუნინგი: თუ ადამიანი გულში საკუთარ თავს ებრძვის, იგი რაღაცად ღირს.

ბესიკ ხარანაული: განა შეიძლება, იყო გულწრფელი და არ იყო წასაგებად გამზადებული?

თაგორი: ჩვენ წვრილმანების გამო ვღიზიანდებით, მაშინ, როცა რაღაც სერიოზულით უბრალოდ შეწუხებულნი ვართ.

თომას მანი: მწერალი ის კაცია, რომელსაც ბევრად უფრო უჭირს წერა, ვიდრე ნებისმიერ სხვას.

ჟორჟ ბიუფონი: არაფერი ისე არ არის გადამდები, როგორც შეცდომა, რომელსაც მხარს უჭერს ცნობილი ადამიანი.

კუშნერი: მეგობრობა ამ მტრულ სამყაროში გაძლების ერთადერთი სასოებაა. ის გვეხმარება, თავი პიროვნულად იმად აღვიქვათ, რანიც ვართ.

ტოლსტოი: თუკი რამ მესმის ამქვეყნად, მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარს.

ბალფური: მტერს პატიება უნდა დაანახვო, მეგობარს – გული, შვილს – კარგი მაგალითი, მამას – პატივისცემა, დედას – შენი საამაყო ქცევა, საკუთარ თავს – შენივე ღირსება, ყველა სხვას – გულმოწყალება.

ისააკ ასური: ვისაც საკუთარი ცოდვები მცირედ მიაჩნია, იგი უწინდელზე მძიმე ცოდვებში ჩავარდება.

დევიდ ლენგი: საქართველოს ისტორიას რომ გაეცნობი, ნამდვილად ღმერთს იწამებ, რადგან არანაირი ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ამ ერმა აქამდე მოაღწია, უბრალოდ, არ არსებობს.

ესქილე: გზა მიზანია და მიზანი გზაა.

მამარდაშვილი: ჩვენ იმდენ ხანს ვთვლემდით, ისე გავიყინეთ, რომ დღეს ხელახლა უნდა ვისწავლოთ სიცოცხლის გარჩევა სიკვდილისგან, ოცნებისა – რეალობისგან. დაპატარავებულებმა დავკარგეთ პოლიტიკის შეგრძნების უნარი. აღარ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ, რთულ საზოგადოებაში.

ორუელი: სიბერეს დიდი უპირატესობა აქვს: ბევრი რამ აღარ გადარდებს, მათ შორის ქალებიც და ეს ბევრს ნიშნავს.

ჟვანეცკი: არასდროს მოიყვანოთ ცოლად ქალი, რომელთან ცხოვრებაც შეიძლება, ცოლად მოიყვანეთ ის ქალი, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეიძლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი