ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№18

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 16.05, 2021 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ბულგაკოვი: მალე ტოლერანტობა იქამდე მივა, რომ ჭკვიანებს ფიქრს აუკრძალავენ, იმიტომ, რომ ეს შეურაცხყოფს ბრიყვების გრძნობებს.

შექსპირი: სამყარო მაშინ გაფუჭდა, როცა პირფერობას თავაზიანობა დაარქვეს.

ჟვანეცკი: იმის მაგივრად, რომ ავდგეთ და დავიყვიროთ „რას აკეთებთ, თქვე ნაძირლებო“, ვზივართ და ვჩურჩულებთ: „რას აკეთებენ ეს ნაძირლები“.

რემარკი: მე არა ვარ ვალდებული, გავიმარჯვო, მაგრამ ვალდებული ვარ, ვიყო მართალი. მე ვარ ვალდებული, ვიდგე იმის გვერდით, ვინც პირდაპირ მიდის და ვიდგე მის გვერდით მანამდის, სანამ ის იქნება მართალი და დავშორდე მაშინ, როდესაც გზას გადაუხვევს!.

ბრეხტი: ბანკის ძარცვა უდავოდ დიდი ავანტიურაა, თუმცა, ამ თვალსაზრისით, ის ბანკის დაფუძნების იდეას ვერც შეედრება.

ჯეი ლენო: ადამიანების რწმენა, რომ სამყაროს აღსასრული ახლოვდება, მხოლოდ სტიმულია ახალი კრედიტების მისაღებად.

ოთარ ჭილაძე: თვალები მხოლოდ იმას ხედავენ, რაც გონებას შეუძლია აღიქვას.

კონფუცი: ამაოა სწავლა აზროვნების გარეშე, აზროვნება კი სწავლის გარეშე საშიშია.

საგანი: ყველაზე ამაზრზენი ტყუილის სახეობა ხანგრძლივი დუმილია.

ტვენი: ბრიყვი ფიქრობს, როგორ გადალახოს მარტოობა, ბრძენმა იცის, როგორ დატკბეს მარტოობით.

დოჩანაშვილი: ღმერთი იმდენად დიდია და ყოვლის მომცველი, რომ ყველაფერს ხედავს... და იმდენად პატარაა, ბავშვის გულში ეტევა.

ტოლსტოი: შენი ცხოვრება არ არის პრობლემა, რომელიც უნდა გადაწყვიტო, არამედ საჩუქარია, რომელიც უნდა გახსნა.

ფორდი: მე არასდროს შემხვედრია ძლიერი პიროვნება მსუბუქი წარსულით.

მურაკამი: ჩახუტებით ერთმანეთის შიშებს ვიზიარებთ.

შანელი: არცერთი სამკაული არ უხდება ქალს ისე, როგორც დუმილი.

გიორგი დანელია: მოუსმინე ქალს და გააკეთე საპირისპირო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი