ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№15

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 25.04, 2021 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

მაო ძედუნი: ისტორია სიმპტომია, დიაგნოზი – ჩვენ.

თაგორი: ვისაც სურს, აკეთოს კარგი, იგი კარზე აკაკუნებს, ვისაც უყვარს, მისთვის კარი მუდამ ღიაა.

ვოვენარგი: ქარიშხალში გაცემულ დაპირებებს მშვიდ ამინდში ივიწყებენ.

ლონდონი: სიტყვები – იმდენი არაფერი, მთავარია, როგორ ალაგებთ და გამოთქვამთ ამ სიტყვებს.

თომას მანი: ადამიანი გამოცანაა, მთელი მისი ცხოვრება კი – ამ გამოცანის ახსნა.

ორუელი: ჭეშმარიტი ბედნიერება მკაცრ შრომასა და მომჭირნე ცხოვრებაში მდგომარეობს.

ტვენი: სისულელე ხშირად ის არის, რომ ჭკუას უადგილო ადგილას იჩენ.

მიხეილ ჯავახიშვილი: მე მიყვარს საქართველოს წარსული. მე მძულს მისი დღევანდელობა, მე მწამს მისი მომავალი.

ოტია: ზომიერების გრძნობა ნიჭია, თორემ თავის მობეზრება სიყვარულითაც შეიძლება.

არისტოტელე: არასდროს გაუმხილო საიდუმლო ორს, რადგან თუ რომელიმე მას გაამჟღავნებს, შენ ვერ მოახერხებ იმის დადგენას, თუ რომელმა გააკეთა ეს. თუ ორივეს დასჯი, აწყენინებ მას, ვინც საიდუმლოს შენახვა იცის და თუ ორივეს აპატიებ, ერთ-ერთი მაინც ნაწყენი დარჩება, რადგან არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ შენგან პატიება დასჭირვებოდა.

ანდერსენი: მხოლოდ განშორებისას ვხვდები, რამხელა სიყვარულის უნარი მქონია.

ჟვანეცკი: ზოგიერთ ადამიანს რომ ვუყურებ, ოთხ ფეხზე სიარული მინდება.

გრიგოლ პალამა: შური მკვლელობის ტოლფასია. შური იყო მიზეზი პირველი კაცის მკვლელობისა, მერე კი – ღმერთის მოკვლისაც.

განდი: საკუთარი გამოცდილების ერთი გრამი გირჩევნოდეს სხვების ერთ ტონა რჩევებს.

დიუმა: ქალი წმინდაა, ქალი, რომელიც გიყვარს – ორმაგად წმინდა.

ტურგენევი: მთელ ჩემს გენიასა და ქონებას დავთმობდი იმის სანაცვლოდ, რომ სადმე იყოს ქალი, რომელსაც ენაღვლებოდეს, დამაგვიანდება თუ არა ვახშამზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი