ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№14

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 18.04, 2021 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

კარნეგი: ერთადერთი გზა, შეინარჩუნო ჯანმრთელობა, არის: ჭამო ის, რაც არ გინდა, დალიო, ის რაც არ გიყვარს და აკეთო ის, რაც არ მოგწონს.

დოსტოევსკი: ყველაზე დიდი კლდე, საიდანაც შეიძლება, გადმოვარდე, არის ნდობა.

ვაჟა: ყვავილი ყვავილთან ჰყვავის.

დალაი ლამა: გაუღე კარი ცვლილებებს, მაგრამ მათ სანაცვლოდ ღირებულებებს ნუ დათმობ.

მაჰათმა განდი: სიმშვიდით შენ შეგიძლია, შეძრა მთელი სამყარო.

ჩაპლინი: არცერთი ადამიანის გაცნობას არ ვნანობ, ყველამ რაღაც მასწავლა, უბრალოდ, ზოგს ძალიან მწარედ გამოუვიდა.

უაილდი: ყოველთვის მიუტევეთ თქვენს მტრებს. ეს მათ ყველაზე მეტად აცოფებს.

ცვაიგი: მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ ვიღაც სხვანი ვართ.

ჟვანეცკი: სარწმუნოება გვასწავლის, როგორ უნდა მოვკვდეთ! მე კი მინდა, ვიცოდე, როგორ ვიცხოვრო.

შექსპირი: საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოთ მსახიობების გადაკიდებას.

ფორდი: ღირსეული ადამიანი სიკეთეზე ფიქრობს, ჩვეულებრივი კი – კომფორტზე.

ალ პაჩინო: თუ ადამიანი გიყვარს, იღებ მას ისეთს, როგორიც არის, ხოლო თუ გარდაქმნას დაუპირებ, მაშინ საკუთარი თავი გყვარებია.

ბუკოვსკი: იპოვე ის, რაც გიყვარს, თუნდაც მოგკლას.

ტვენი: ჩვენ გვიყვარს ადამიანები, რომლებიც ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, ოღონდ ჩვენსავით უნდა აზროვნებდნენ.

ვოვენარგი: სიმართლის დამტკიცება იმიტომაა რთული, რომ მას დამტკიცება სჭირდება.

ვოლტერი: არაფერია ეჭვიანობაზე მიმზიდველი.

იბსენი: მამაკაცს მეგობრისთვის ყველაფრის მიცემა შეუძლია, გარდა საყვარელი ქალისა.

შანელი: ყველაზე კარგი მეგობრები მსუბუქი ყოფაქცევის ქალები არიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი