ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№12

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 04.04, 2021 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ვოლტერი: რამდენ სისულელეს ამბობენ იმის ცდაში, იქნებ, რამე ახალი წამომცდესო.

გოეთე: ადამიანები არასოდეს განიცდიან სინდისის ქენჯნას ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო.

ტვენი: არ არსებობს იმ ადამიანზე საცოდავი შესახედავი, რომელიც თავის ხუმრობას ხსნის.

ანდერსენი: პატივი ეცით ბავშვებს, ისინი ხომ ცრურწმენების გარეშე ცხოვრობენ.

ჩაპლინი: ყველაზე სასაცილო იმ სერიოზულის მცირედი გაზვიადებაა, რაც რეალურ ცხოვრებაში გვატყდება თავს.

მამა პეტრე: გახსოვდეს, ვინც შენთან მოდის და შენზე გავრცელებულ ჭორებს გიყვება, ისიც იმ ჭორების მხარეს დგას და სხვას აბრალებს.

აკუტაგავა: კითხვის დასმა ერთი წუთის სირცხვილია, უცოდინრობა კი – მთელი ცხოვრების სირცხვილი.

მამარდაშვილი: გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი მეორედ და ნამდვილად.

დიკენსი: ადამიანის სისუსტეებს შორის ყველაზე საინტერესო და ღირსეული სიყვარულია.

კონფუცი: თუ გეზიზღება, ესე იგი, დაგამარცხეს.

ოთარ ჭილაძე: სიყვარულიც თავისებური ომია, იმ განსხვავებით, რომ აქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების და მიტევების უნარი აღმოაჩნდება.

შვარცენეგერი: ძალა არ მოდის გამარჯვებით, ძალას ავითარებს ბრძოლა. როცა რთული პერიოდი გაქვთ და გადაწყვეტთ, რომ არ დანებდეთ, სწორედ, მაშინ ხდებით ძლიერი.

დოსტოევსკი: ყველაზე ცუდი ჩვევა, რაც ადამიანებს აქვთ, ისაა, რომ ისინი იშვიათად საუბრობენ იმაზე, რისი თქმაც გულით სწადიათ.

ოშო: შენი „კი“ უაზრობაა, ვიდრე არ შეგიძლია, თქვა „არა“.

გურჯიევი: სწრაფად ეს ნელაა, ოღონდ შესვენების გარეშე.

შანელი: ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადება ერთი ნახვით შეყვარებაა.

ბელმონდო: ქალი არის ერთადერთი საჩუქარი, რომელიც თვითონ იფუთება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი