ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№10

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 21.03, 2021 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ნაპოლეონი: რა საჭიროა მტერს ველაპარაკოთ სიმართლე.

ვოვენარგი: სულელის ძალა ისაა, რომ ჭკვიანი მასთან უძლურია.

ლაო ცზი: სიცოცხლე სიზმარია, სიკვდილი – გამოღვიძება.

მონტენი: სახელმწიფოში კანონების მრავალრიცხოვნობა უძლურების ნიშანია, ისევე როგორც მკურნალების დიდი რიცხვი – ავადმყოფობების.

ცვაიგი: ხანში შესვლა წარსულის შიშის ჩამოშორებას ნიშნავს.

პუშკინი: პასუხგაუცემელი სიყვარული ადამიანს კი არ ამცირებს, არამედ ზრდის.

ბერნარ გრასე: გიყვარდეს, ნიშნავს არავის შეადარო.

მოემი: უდიდესი ტრაგედია ის კი არ არის, რომ ადამიანები იღუპებიან, არამედ ის, რომ აღარ უყვართ და სიყვარული კვდება.

ტვენი: ზაფხული ის პერიოდია, როდესაც ძალიან ცხელა იმისთვის, რომ გააკეთო ის, რისი გაკეთებისთვისაც ზამთარში ძალიან ციოდა.

ნიცშე: ყოველი ის დღე, როცა ერთხელაც არ გვიცეკვია, დაკარგულად უნდა მივიჩნიოთ.

შოუ: თუ კაცი ამტკიცებს, რომ ოჯახში ისაა უფროსი, ეს ნიშნავს, რომ ის სხვა შემთხვევაშიც იტყუება.

ტოლსტოი: დაბადება და სიკვდილი არაფერია ქორწინებასთან.

ვოლტერი: როცა საქმე ფულს ეხება, ყველანი ერთ ღმერთს ვაღიარებთ.

ანდერსენი: ყველაფერი, რაც ჩვენს სურვილებს ემთხვევა, სიმართლე გვგონია, რაც არა – ტყუილი.

ალკოტი: ის, ვინც საკუთარ თავში დარწმუნებულია, ძლიერია, ის ვისაც ეჭვი ეპარება – სუსტი.

ორუელი: საყოველთაო სიცრუის დროში სიმართლის თქმა რევოლუციური ქმედებაა.

კაიე: ზოგიერთი მილიონერი ფიქრობს, რომ ქალებს მოაქვთ წარმატება, მაგრამ უმეტესობა მიიჩნევს, რომ წარმატებას მოჰყავს ქალები.

ჩერჩილი: ღმერთმა ქალები იუმორის გრძნობის გარეშე იმიტომ შექმნა, რომ მათ უყვარდეთ კაცები და არა იმისთვის, რომ დასცინონ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი