ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№9

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 14.03, 2021 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

მაკიაველი: როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი შეიკავეთი იმაზე მსჯელობისგან, სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებარია თუ საძრახისი.

ეზოპე: ერთხელ სიკვდილმა სიცოცხლეს ჰკითხა: რატომ უყვარხართ შენ უფრო, ვიდრე მე. სიცოცხლემ უპასუხა: იმიტომ, რომ მე ლამაზი ტყუილი ვარ, შენ კი – საშინელი სიმართლე.

ოთარ ჭილაძე: გუშინ არაფრის თქმა არ შეიძლებოდა და თქმას აზრი ჰქონდა… დღეს კი ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ… სათქმელმა დაკარგა აზრი.

გორგიასი: სიცილი სერიოზულობის ერთადერთი გამოცდაა. სერიოზულობა კი სასაცილო საეჭვო ობიექტი, რომელიც არ იტანს დაცინვას და ცრუ ხუმრობას, რომელიც სერიოზულობას არ უდგება.

რუმი: თუ ფული დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს, თუ ჯანმრთელობა დაკარგე, შეიძლება, კიდევ იცოცხლო.

ნიცშე: მთელი ჩვენი რეალობა შედგება განუწყვეტელი ბრძოლით მათ შორის, რაც იყო ნამდვილად და რისი გახსენებაც აღარ გვინდა.

ლიხტენბერგი: როდესაც თქვენი ფასეულობანი ნათელია, გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილია.

ჩერჩილი: ყოველთვის მზად ვარ, ვისწავლო, მაგრამ ყოველთვის არ მომწონს, როცა მასწავლიან.

ვერბერი: არასწორი ნოტი შესრულებული ტლანქად, უბრალოდ, არასწორი ნოტია, მაგრამ არასწორი ნოტი შესრულებული თავდაჯერებულად – იმპროვიზაცია.

ჰერაკლიტე: თვითნებობა უფრო მალე უნდა ჩააქროთ, ვიდრე ხანძარი.

ვოლტი: თუ თქვენ გინდათ, იაროთ ჩქარა, იარეთ მარტო, მაგრამ თუ თქვენ გინდათ, წახვიდეთ შორს, იარეთ ერთად.

მონტენი: შეეხე პრობლემას, სანამ პრობლემა შეგეხება შენ.

დოსტოევსკი: სინდისი – ეს არის ღმერთის მოქმედება ადამიანში.

ოშო: არ მოკლათ თქვენში ეჭვი, ოდესღაც ეჭვი თქვენ ჭეშმარიტების მოძებნაში დაგეხმარათ.

შოპენჰაუერი: გონიერი ადამიანი იმდენად მარტოობას არ ეძებს, რამდენადაც ბრიყვების ფაციფუცს გაურბის.

ჟვანეცკი: შოუ-ბიზნესის კანონი – რაც უფრო ცუდად მღერის ქალი, მით უფრო ნაკლები აცვია.

ჰესე: როდესაც ქალი ჩუმადაა, არ უნდა გააწყვეტინო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი