ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№8

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 07.03, 2021 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

რიკოვერი: თუ ქვეშევრდომი ყოველთვის ეთანხმება ხელმძღვანელს, ის ორგანიზაციის გამოუსადეგარი წევრია.

ვოვენარგი: სიბრძნე არის ჭკუა, შერწყმული სიკეთესთან. ჭკუა სიკეთის გარეშე – ეშმაკობაა.

ჩერჩილი: ტრადიციების სიყვარული არასოდეს ასუსტებდა ერს. პირიქით, ის აძლიერებდა მას საფრთხისა და გასაჭირის დროს.

სტენდალი: ყველას ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვის გამოც სხვანაირი ხდები. არ აქვს მნიშვნელობა, ის დიდ ბედნიერებას მოგიტანს თუ დიდ ტკივილს, მაგრამ ისეთი, როგორიც იყავი, ვერასოდეს იქნები.

ტვენი: პრობლემა მეგობრისთვის სიკვდილი კი არა, ისეთი მეგობრის პოვნაა, რომლისთვისაც ღირს სიკვდილი.

რენანი: ადამიანის ბედნიერება შრომაშია, იმ შრომაში, რომელიც მოვალეობად არის მიჩნეული.

გორკი: ადამიანი თუ ოქროთი მოწამლე, მას სული დაუპატარავდება.

მაკიაველი: ადამიანი, მით უმეტეს, პატიოსანი, ამქვეყნად ბედნიერებისთვის არაა მოსული.

ბუკოვსკი: სილამაზე არაფერს ნიშნავს. ვერც კი წარმოიდგენ, რამდენად გაგიმართლა, ლამაზი რომ არ ხარ და ადამიანებს სულ სხვა მიზეზით მოსწონხარ.

რუმი: ჭრილობა, ეს არის ადგილი, საიდანაც შენში სინათლე შემოდის.

კონსტანტინე: ადამიანი უსასტიკესად მხოლოდ მაშინ ისჯება, როცა მას, სწორედ, იმაში დასდებენ ბრალს, რის წინააღმდეგაც თავად იბრძვის.

შოუ: ჩემს მეგობარს ძალიან აშინებს კონიაკი, იმიტომ რომ კონიაკის დალევის შემდეგ მას არაფრის ეშინია.

ნაპოლეონი: გამარჯვებულს არავინ ეკითხება, მართალს ამბობდა თუ ტყუოდა.

ჯეფერსონი: ყველაზე რთულია, დასვა საჭირო კაცი საჭირო თანამდებობაზე.

სტივ ჯობსი: თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ დახარჯავთ სხვისი ცხოვრებისთვის.

რუკერტი: განსაკუთრებით ქალების მეშინია – არასოდეს იცი, როგორ ესაუბრო ისე, რომ მათ დონემდე არ დაეცე.

დოსტოევსკი: ზოგიერთი ქალი მხოლოდ საყვარლად ვარგა, სხვად არაფრად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი