ვილაპარაკოთ ქართულად

ნაცნობი სიტყვების უცნობი განმარტებები

№47

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 01.12, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აზმაიფარი – საქებელი.

აისი – აღმა მიმავალი, აღმართი.

აკინჭილება – ცუდი საქმის (სიტყვის) დაჟინება.

აკლება – თვალში არად მიჩნევა.

ალამი – სპარსულად: დროშა; ქართულად: სამხრე, ზორტი, შუბთა ნიშანი.

ბაცაცი – ბაჭია.

ბგერა – ადამიანის ან ცხენების ფეხის ხმა სიარულის ან სირბილის დროს.

ბებია – გლეხები პატარა ბავშვის მომნათლავს უწოდებენ.

ბედაური – ქართულად: ავბედი; თათრულად: გვარიანი.

ბევრის-ბევრი – მილიონი.

ბოგანო – ა) მცირემიწიანი გლეხი; ბ) ყანის ჭია.

განძი – უნჯი (შესაბმისად: საგანძური – საუნჯე).

განჯინა – სარკმელი.

თავხედი – მეტად ბრიყვი.

იამბიკო – აკროსტიხი; „ლექსი სახელ-გამოყვანილი“ (საბა).

ივნისი – მარიალისი.

იკონომოსი – გამრიგე.

ირაო – დიდი ზომის ფრინველი.

კანდელაკი – მნათე (ანუ კანდელების გამწმენდი).

კანდელი (ფრანგულია) – ქართულად: სანათი.

კასრი – საწყაო, რომელშიც რვა დოქი სითხე ეტევა.

კატა (ფრანგულია) – ქართულად: ციცა.

კაფია – „სიტყვის გამოჩინება“ (საბა).

კაცადი, კაცად-კაცი – თითოეული კაცი.

კიკვა – მეთოფე, მეომარი, ჯარისკაცი.

ლიქნა – დაყვავება; ამჟამად: პირფერობა, მლიქვნელობა.

მეჯადაგე – მეჯღანე.

მტილი – ბოსტანი.

ნაკრტენი – ფრინველის ბუმბული.

ნამარხევი – მიბარებული.

ნატამალი – „ნაოხარი მიდამო“ (საბა).

ნაღარა – ქართულად: სამბიკი, დუმბული.

ოხრახუში – მაკიდონი.

პარკუჭი – წვრილმანი ბარგი.

პატრიკი – ერისთავთერისთავი.

პეიტარი – ცხენის მკურნალი.

ჟანგი – რკინის გესლი.

ჟღმურტლი – უმცირესი წვიმა.

სადაფი – მარგალიტის კეცტყავი.

სადილი – დილის საჭმელი (სა-დილ-ი).

სადუნი – სხვადასხვა ენის მცოდნე კაცი.

საზამთრო (ხილი) – მელსაპეპონი.

სალათა – ქართულად: ტაბუცუნი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი