ვილაპარაკოთ ქართულად

ნაცნობი სიტყვების უცნობი განმარტებები

№45

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 17.11, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აბეზარი – გამდგარი, მწყრალი, განაწყენებული.

აბრამიანი – თაფლ-ღვინის ბოღლიწო.

აზმაიფარი – საქებელი.

ბაგა – ახალი ვენახი.

ბარაქა (არაბული სიტყვაა) – კურთხევას ნიშნავს.

გესლი – ჟანგი.

ზედაშე – შესაწირავი.

ზმნა – მისნობა, გამოძიება, გამოკითხვა.

თამამი – კადნიერი.

თართი – დიდი ზომის მეცხვარე ძაღლი; ამჟამად: თევზის სახეობა.

თაფლუჭი – დასათრობად მომზადებული სასმელი; ლუდი.

თიატრონი (თეატრონი) – სახედველი (საყურებელი, სანახაობა).

მაწაკი – წინამო, იგივე ზილფი, ამჟამად: მწარე ენის პატრონი.

მათე – მცირე ფოსო.

მათემათიკა (მათემატიკა) – „ცის მზომელობა“ (საბა).

მაიმახი – ფეხმრუდი; ამჟამად: უშნო, ახმახი.

ნაკადული (სიტყვიდან – ნაკადი) – წყლის სავალი გზა.

ნანა – სანდომი, საამო, საყვარელი.

ჟოლა (ბჟოლა) – თუთა.

ნარდი – სურნელოვანი მრავალფერი ყვავილი, იგივე სუმბული.

ნარინი – მეფის წარგზავნილი პირი.

ოინი – გალობის კილოა; ამჟამად: მოტყუება.

ონავარი – „მეკობრე ფუტკარი“ (საბა); ამჟამად: ძალიან ცელქი და მოუსვენარი.

პარასკევი – განმზადება.

პატარძალი – უმცროსი რძალი.

პირმშო – „პირველ შობილი“ (საბა); პირველი შვილი.

პირობა – პაემანი.

პიროქრო – მძიმე ოქროქსოვილი.

პრიმატა – პირველმოსაყდრე.

როქი – „გასაცემელი, მისაცემელი“ (საბა).

როხვა – ძღომა.

საათი – საჟამნე (სიტყვიდან – ჟამი).

სპეტაკი – თეთრი.

ფარჩა (თურქულია) – ნაჭერი.

ფოლადი – ბასრი.

ქრთამი – საცოდავი ძღვენი.

ღანძილი – ჯიშკილა.

ღერო – ბეჭდის რგოლი.

შიშაგი – ოთხფეხი საქონელი: ცხვარი, კამეჩი, ძროხა და ასე შემდეგ.

ხილიფა – მშვილდის ჩასადები.

ხინკალი – დუმის შაშხი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი