კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყოფა თუ არა განქორწინების შემდეგ ცოლ-ქმრის ქონება შუაზე და რატომ არის საჭირო საქორწინო კონტრაქტის დადება შეყვარებულ წყვილს შორის



შეყვარებული ადამიანები მზად არიან, ერთმანეთს სამყარო დაუმტკიცონ, ერთმანეთისთვის არაფერი ენანებათ და იმედი აქვთ, სიცოცხლის ბოლომდე ასე რომანტიკულად და ტკბილად განვლიან გზას. თუმცა, ყოველთვის ასე როდი ხდება. დღეს ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა და შემდეგ ასევე, დიდხანს გრძელდება დავა ქონების გასაყოფად. დღეს, მეუღლეებს შეუძლიათ, დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. ასე რომ, განქორწინებულ წყვილს, ასეთი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, შეეძლება, ქონებრივი დავა დიდხანს აღარ გაწელონ სასამართლოში და პრობლემა ადვილად მოაგვარონ. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ადვოკატ გიორგი ტიკაძეს, რომელმაც ზუსტად განგვიმარტა, თუ რა უპირატესობა აქვს მეუღლეებს შორის დადებულ საქორწინო ხელშეკრულებას და აქტიურად აწერენ თუ არა ხელს ქართველი წყვილები ასეთ კონტრაქტს.



გიორგი ტიკაძე: საქორწინო ხელშეკრულებით, მეუღლეები თანხმდებიან ქონების გარკვეული ნაწილში, რომ განქორწინების შემთხვევაში ეს ქონება არ გაიმიჯნება, არ გაიყოფა, ან, პირიქით – გაიყოფა ხელშეკრულებაში ჩადებული პირობის მიხედვით და ასე შემდეგ. ამას აუცილებლად წერილობითი ფორმა უნდა ჰქონდეს და არა ზეპირი. გარდა ამისა, აუცილებლად ნოტარიუსის მიერ უნდა იქნას დამოწმებული. ადვოკატები ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, საქორწინო ხელშეკრულება ყველაზე მოკლე ხელშეკრულებაა, ხელშეკრულებებს შორისო. მისი მთავარი პრინციპი კი ის არის, რომ მეუღლეებს შეუძლიათ, დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. კერძო საკუთრებითი ურთიერთობებისა და საბაზრო მეურნეობისთვის დამახასიათებელი სხვა პრინციპები დღის წესრიგში აყენებს მეუღლეთა ტრადიციული ქონებრივი ურთიერთობების ახლებურად გააზრების აუცილებლობას. კანონის მიხედვით, მეუღლეებს შეუძლიათ, დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათ შორის ქონებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის საფუძვლები. საქორწინო ხელშეკრულების დადება სავალდებულო არ არის, ის მეუღლეთა სურვილზეა დამოკიდებული, მაგრამ, თუ ხელშეკრულება დაიდება, ის მეუღლეთა შორის ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების განაწილების სამართლებრივი საფუძვლის ხასიათს იძენს და უნდა პასუხობდეს ნებისმიერი ხელშეკრულებისთვის კანონით წაყენებულ ზოგად მოთხოვნას. საქორწინო ხელშეკრულებით შეიძლება განსაზღვრული იყოს მეუღლეთა ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინების შემთხვევისთვისაც. როგორც გითხარით, მეუღლეებს შეუძლიათ, არ გააფორმონ საქორწინო ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში მათი ქონებრივი ურთიერთობები მოწესრიგდება კანონის მოთხოვნათა მიხედვით. საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინებული იყოს მეუღლეთა შორის პირადი ურთიერთობების რეგულირება, მაგალითად, ის რომ, მათ თავდავიწყებით უყვარდეთ ერთმანეთი, არ უღალატონ ერთმანეთს, მხოლოდ ნათესავების სახელები დაარქვან ბავშვებს და ასე შემდეგ. ასე რომ, საქორწინო ხელშეკრულება წარმოადგენს ქონებრივ საკითხებზე მეუღლეთა ნების თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობას. ამიტომ კანონი ზუსტად არ განსაზღვრავს იმ მომენტს, როცა მეუღლეებს შეეძლებათ ერთმანეთთან ხელშეკრულების დადება. ის არ არის დაკავშირებული რაიმე პირობასთან. სხვათა შორის, მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება ნელ-ნელა შემოდის მოდაში, რადგან ბოლო დროს ბევრმა გააფორმა ის. მასზე მოთხოვნა იზრდება. ეს არის შეთანხმება მეუღლეებს შორის. ამით ზოგი, კერძოდ კი ის, ვისაც დიდი ქონება აქვს, ამ ქონების დაზღვევას აწარმოებს საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების სახით. თუ რომელიმე წყვილს ქონების დაკარგვის ან განქორწინებისას ქონების დაკარგვის შიში აქვს, საქორწინო კონტრაქტით შეუძლიათ, ეს შიში მოიხსნან და ხელშეკრულება გააფორმონ. საქორწინო ხელშეკრულება სულაც არ არის დამამცირებელი. ეს არის ურთიერთობის სამართლებრივი დალაგების ერთ-ერთი ჩვეულებრივი ფორმა. აქ ნდობაზე კი არა, ფასეულობებზეა საუბარი. ზოგი ფიქრობს, რომ ეს მორალის ჩარჩოებში არ ჯდება, მისი გაფორმება არაჯენტლმენურია და ასე შემდეგ, მაგრამ, მერწმუნეთ, არსებობენ ადამიანები, ვისაც მიაჩნია, რომ ეს არეგულირებს კონკრეტულ ურთიერთობას სამართლებრივ ჭრილში. პირადად მე ამაში ვერაფერ შეურაცხმყოფელს ვერ ვხედავ. ისე, საქორწინო ხელშეკრულებას ძირითადად ის ადამიანები აფორმებენ, ვისაც დიდი ქონება აქვს დაგროვილი. ბოლო ხანებში ერთ-ერთ შეყვარებულ წყვილს გავუმზადე მსგავსი კონტრაქტი, სადაც საერთო ქონება მილიონ ლარს აღემატებოდა.

– როდის ფორმდება საქორწინო ხელშეკრულება – ქორწინებამდე თუ ქორწინების შემდეგ?

– საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ქორწინებამდეც და ქორწინების პერიოდშიც – ნებისმიერ დროს. პირველ შემთხვევაში მხარეებს შორის უნდა განაწილდეს ქონებრივი უფლება-მოვალეობები როგორც ერთად ცხოვრების პერიოდისთვის, ისე განქორწინების შემთხვევისთვისაც კი. მეორე შემთხვევაში, მეუღლეებს შეუძლიათ, ქორწინების პერიოდში, ხელშეკრულების დადებამდე შეძენილი ქონების სამართლებრივი რეჟიმი შეცვალონ და თანაც მომავალი პერიოდისთვის, თავიანთი ინტერესების შესაბამისად გაინაწილონ ქონებრივი უფლება-მოვალეობები. საქორწინო ხელშეკრულება, ბუნებრივია, ქორწინებასთან არის დაკავშირებული და მხოლოდ მეუღლეთა შორის არსებული ქონებრივი ურთიერთობების დამაბალანსებლად გამოდის. ამიტომ, თუ ხელშეკრულება დაიდო მომავალ მეუღლეებს შორის, ის ძალაში არ შევა მანამ, სანამ არ მოხდება ქორწინების რეგისტრაცია. საქორწინო ხელშეკრულების ძირითადი ნაწილია მისი შინაარსი, რომელშიც გადმოცემულია მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობის ყველა ნიუანსი. შეიძლება მეუღლეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ერთ-ერთის სახელზე საკრედიტო დაწესებულებაში შეტანილი ანაბარი, თუნდაც ის ერთად ცხოვრების პერიოდში იყოს შექმნილი, წარმოადგენს მეანაბრის ინდივიდუალურ საკუთრებას ან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გზით მიღებული შემოსავალი იმ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად ჩაითვალოს, რომელმაც მიიღო ის, ან კიდევ, ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ძვირფასეულობა განქორწინების შემთხვევაში ჩაითვალოს იმ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად, რომელიც სარგებლობდა ასეთი ნივთებით და სხვა. ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებული იყოს დამატებითი პირობები, მაგალითად, ერთ-ერთი მეუღლის კუთვნილი ავტომანქანა მისი კაპიტალური რემონტის შემდეგ, რომელიც ჩატარდება ორივე მეუღლის სახსრებით, არ გადაიქცევა თანაზიარ საკუთრებად ან ერთ-ერთი მეუღლე ქორწინების პერიოდში იღებს უფლებას, თავის ნათესავები ასარგებლოს მეორე მეუღლის ინდივიდუალური აგარაკით, განქორწინებისას კი უნდა უზრუნველყოს მისი გათავისუფლება მათგან. საქორწინო ხელშეკრულება იგივე სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების ნაირსახეობაა.

– საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში მეუღლეების მიერ ერთობლივად შეძენილ ქონებაზე?

– რასაკვირველია, საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე. მეუღლეებს ასევე, შეუძლიათ გააერთიანონ ამ ხელშეკრულებით მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც, საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტა კი ხდება განქორწინებისას.



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3