კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცნობს ქარვა ბოროტ ადამიანებს და როგორ აწესრიგებს ის ადამიანის ტვინის სფეროში ჰორმონების განაწილებას

ჩვენი ჟურნალის მკითხველმა კარგად იცის, თუ რა უნიკალური და საოცარი თვისებებით გამოირჩევა მინერალები. ერთ-ერთი განსაკუთრებული და ძალიან საინტერესო თვისებების მქონეა ქარვა, რომლის შესახებაც გვესაუბრება კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი.

– ქარვის სამკურნალო თვისებების შესახებ ცნობილი გეოლოგის, ზაურ ქოქრაშვილის წიგნიდან პირდაპირ შემიძლია, წავიკითხო: ქარვა ბიბლიური ქვაა, იცავს ადამიანს ავი თვალისგან, გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის, ალერგიის, ბრონქული ასთმის, ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ, ასევე, სისხლის გასაწმენდად, კანის დაავადებების, ლარინგიტის, ტრაქეიტის, ბრონქიტის, ონკოლოგიური დაავადებების, სიმსივნის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. ამაგრებს კბილებს, პირის ღრუში მისი ჩადებით სისხლდენა მცირდება. ასევე, მცირდება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული და შეტევითი ტკივილები. ეფექტურია ელენთის გადიდების, გამაგრების, პოდაგრის, ასევე, ქრონიკული დაავადებების, ჩიყვის, მოწამვლის, ქალური დაავადებების, შარდის ბუშტისა და საშარდე გზების დაავადებების დროს. უნდა ვუმადლოდეთ ამ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი დააგროვა და ჩვენამდე მოიტანა.

– ამდენი სამკურნალო თვისება გააჩნია ქარვას?

– ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ შედიან მინერალები და ადამიანები ერთმანეთთან კონტაქტში. გავრცელებული აზრით, მინერალები არ ვნებს ადამიანს, მაგრამ აქაც არის გარკვეული სირთულე. თუ ადამიანს მინერალთან შეუსაბამო ურთიერთობა აქვს, ის გარკვეულად, აფერხებს იმ ადამიანის ურთიერთობას სხვა ადამიანებთან, მინერალებთან. რაღაც თვალსაზრისით, დამაბრკოლებელიც ხდება. ასე ხელაღებით იმის თქმა, რომ ეს ქარვაა და ყველაფერს შველისო, არ შეიძლება. ძველად, ვინც მინერალებს ამუშავებდა, ის უბრალო დამმუშავებელი კი არ იყო, ამ ადამიანს, განსაკუთრებული შეგრძნებები ჰქონდა მინერალების მიმართ. შესაბამისად, ის სხვასაც კარგად ურჩევდა მინერალს – შენთვის ეს ჯობიაო. ამით, პრაქტიკულად, ამტკიცებდნენ იმას, რაც ზაურ ქოქრაშვილს უწერია. თუ ადამიანი სწორად აარჩევს მინერალს, ის ხელს შეუწყობს ამა თუ იმ დაავადების მორჩენას. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი მიდის ძალიან ცნობილ პროფესორთან, დოქტორთან და მის ორგანიზმს ქვეცნობიერად ის არ მოსწონს. ანუ, ორგანიზმი ატყუებს იმ დოქტორს, ადამიანის ნების გარეშე სულ სხვა რამეს ეუბნება. უცბად აღმოჩნდება, რომ ეს დოქტორი შეცდა. კი, არ შეცდა, ის ადამიანის ორგანიზმმა შეაცდინა. მეორე მაგალითი, იგივე ადამიანი მიდის გამოუცდელ ექიმთან და მისი ორგანიზმი ეხვეწება, გამოიცანი – ეს მტკივა სინამდვილეშიო და ისიც გამოიცნობს. ასევეა, მინერალების შემთხვევაშიც. მინერალს სურს, რომ მოარჩინოს ადამიანი, რადგან სწორად არის შერჩეული, მაგრამ თუ არასწორად შეარჩიეს, მაშინ არც შედეგი ექნება კარგი.

– როგორ უნდა შეირჩეს მინერალი სწორად, რომ მან კარგი შედეგი მოგვცეს?

– ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის თავისებური ანტენები აქვთ. თუ დაკვირვებიხართ, ზოგჯერ კონკრეტულ ადამიანზე არ გიფიქრიათ და უცებ გაგახსენდებათ, გაივლით გზაზე და შეგხვდებათ. სწორედ ამ ანტენებმა გაგახსენათ ის ადამიანი. ანუ, ის ადამიანი თქვენზე, ანუ თქვენს თვალებზე ადრე ნახა თქვენმა ქვეცნობიერმა. მინერალის შემთხვევაშიც ასეა. მას განსაკუთრებული შერჩევა სჭირდება. რადგან ქარვაა, ის ყველაფერს შველისო – ასე არ არის. მინერალებს კიდევ ერთი თვისება აქვს. სასურველია, ადამიანმა გაიგოს ეს მინერალი საიდან არის მოსული. თუ ნახმარია, ვინ იყო მისი პატრონი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ეს მინერალი ადრე სხვისი იყო, უნდა გაითვალისწინოთ, როგორ ეგუება ის ახალ პატრონს. რადგან მინერალი დარდობს ძველ პატრონთან რომ აღარ არის, რომელმაც გაიმეტა და სხვას მისცა. ამიტომ ცდილობს, ახალ პატრონს მოაჩვენოს, რომ ის სულაც არ არის კარგი, და იქნებ, პატრონთან დააბრუნოს. ჩვენ წინა ინტერვიუში ვთქვით, რომ მინერალი 44 შემთხვევაში იცვლის ფერს და ერთ-ერთი სწორედ ეს შემთხვევაა. უმჯობესია, ადამიანს ჰყავდეს ნაცნობი იუველირი, რომელსაც მასზე გული შესტკივა და ის შეურჩევს მინერალებს... ქარვა უჩვეულოდ საინტერესო მინერალია. თან, იმდენად საინტერესო, რომ მინერალებს შორის შეიძლება ყველაზე პოპულარულადაც კი დავასახელოთ. მას ბევრი გასაოცარი თვისება აქვს. ქარვის პირველი თავისებურება ის არის, რომ ხშირად სამკაულებად იყიდებოდა ისეთი ქარვა, რომლის ტყვეობაში მოჰყვა თავის დროზე რომელიღაც მწერი. ამ მწერსაც ხომ თავისი ინფორმაცია აქვს, და ისიც ემატება ქარვისას. მაგრამ, აუცილებელი არ არის, მწერმა პირდაპირი, ფიზიკური არსებობით შეიტანოს ინფორმაცია. როცა იქ გაიარა და თუნდაც არ დარჩა, ინფორმაცია უკვე დატოვა. დღეს ისეთი აპარატურა არსებობს, იმასაც არკვევს – რაღაც რომ დადოთ, შემდეგ აიღოთ – რა იდო. იმიტომ რომ, რაც თქვენ დადეთ, იმან ინფორმაცია დატოვა. ასეა მწერის შემთხვევაშიც და მთელი სამყარო, რომელიც წიწვნარში მარადმწვანე ხეობაში იყო, ქარვაში შევიდა, როგორც ინფორმაცია – ცოცხალი ბუნება გადაიქცა სამკაულად. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ტვინის სფეროში ჰორმონების განაწილების ჰარმონია. მათი დარღვევა ხშირად იწვევს არა მხოლოდ დაავადებათა გაჩენას, არამედ ადამიანურ დრამებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ქარვა ასეთ შემთხვევაში, მართლაც შესანიშნავი მინერალია. ოღონდ მნიშვნელოვანია, სადაურია ეს ქარვა, როგორ არის შერჩეული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა ვიცოდეთ, როგორ გავწმინდოთ ქარვა პერიოდულად. ქარვა იღებს, შეიწოვს პატრონის ავადმყოფობას, ისევე, როგორც ღრუბელი სითხეს და როცა მეტი აღარ შეუძლია, კარგავს თავის მნიშვნელობას. ქარვის გამოწურვა არც ისე ადვილია, რადგან ამ მინერალს, წყალი არ უყვარს. უძველესი დროიდან მისი გაწმენდის არაჩვეულებრივი ხერხები გამოიყენებოდა, განსაკუთრებით ინდოეთში. ქარვას ზეითუნის ზეთის მსგავს სითხეში გარკვეულ ტემპერატურაზე მოათავსებდნენ და გააჩნია, როგორი ქარვა იყო, იმის მიხედვით – ხუთ, შვიდ ან ცხრა დღეს ამყოფებდნენ შიგ. შემდეგ ამოიღებდნენ, კარგად გაწმენდდნენ და მზეზე გააშრობდნენ. ქარვა თავისუფლდებოდა ყველაფრისგან და იწყებდა ბზინვას, თავისი თვისებებიც უბრუნდებოდა. ქართველები ნაკლებად იყენებდნენ ამ წესს. ისინი ქარვას წითელი ღვინით, ჯერ ზეთოვანი სითხით აპრიალებდნენ, შემდეგ კი ღვინით კარგად წმენდნენ და ამშრალებდნენ, რომ ზედ ზეთოვანი სითხე არ დარჩენილიყო. ზოგი შავი თუთით ასუფთავებდა და ქარვა კარგავდა უარყოფით ელემენტებს, კარგ თვისებებს იძენდა... მე გამოგონებული მაქვს ტორსიული ტიპის აპარატი, რომელზეც ვდებდი ქარვას და ის განიწმინდებოდა ხოლმე. ამ აპარატს ხუმრობით შრომა-გასწორების კოლონიას ვეძახი. ახლა ამ საშუალებას მოკლებული ვარ. ჯერჯერობით ის ლაბორატორია აღარ მაქვს, მაგრამ იმედია, მომვალში მექნება. მე ეს ისევ ხალხისთვის მჭირდება. ქარვას უფრო ძლიერი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ის ძაფზე კრიალოსანივით, ანუ მძივივით აიკინძება. ნათქვამია: ყვავილმა ყვავილი ნახა და უფრო ლამაზი გახდაო. ქარვაც ქარვას რომ ნახავს, უფრო ძლიერი ხდება. მთელი ეს კომპლექსი, ჯაჭვი, წარმოიდგინეთ ყელზე დაკიდებული. როდესაც ყელზე ქარვას ვიკიდებთ, აღმოჩნდება, რომ მან გაიარა კეფა, ხერხემლის ის ნაწილი, სადაც თავის ტვინი უერთდება ხერხემლის ტვინს, ანუ შეერთების ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი. ადამიანს სწორედ ეს საზღვარი უჭირს, ყველა გაჭირვების დიდი პოტენციალი სწორედ ამ ნაწილშია და სწორედ იქ დაჯდება ქარვა – ერთი მშველელი. შემდეგ ეს მძივი გაივლის იმ სისხლძარღვებს, რომლებიც, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს უერთდება თავის ტვინს. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო მომენტია ის, რომ გულის მარცხენა პარკუჭი, ძველი ინდური წარმოდგენით, სულიერების პარკუჭად მიიჩნეოდა, იქიდან შემოდიოდა სულიერება. ამიტომ, მარცხენა ხელიც იყო ადამიანის სხეულში კოსმოსიდან სულიერების შემოსასვლელი. ეს სულიერება რომ შემოვიდეს, მან უნდა გაიაროს მარცხენა არტერია, რომლითაც სისხლი უერთდება ტვინს. ანუ, ტვინში უკვე შემოდის სულიერების ინფორმაცია და სწორედ იმ ადგილას ზის ქარვა. აღმოსავლური წარმოდგენით, ადამიანის აურას წრედი აქვს, სადაც არის პატარა გადასახტომი და ეს ადგილია სწორედ მარცხენა არტერიასთან. ეს იმისთვისაა, რომ ადამიანის ინერცია მუდამ ფხიზლად გადახტეს, რადგან სხვა გზა არ აქვს. ამ ნახტომს სიცოცხლის ნახტომი ეწოდება და ამ სიცოცხლის ნახტომშიც ზის ქარვა. ასეთი გამოთქმა არსებობს: ყელში ბოღმა მახრჩობსო. ბოღმა ყელში კი არა, ცოტა ქვემოთ არის, მკერდის ოდნავ მაღლა და იქაც ზის ქარვა. როდესაც ადამიანს ქარვის მძივი ჰკიდია, ყველა საჭირო წერტილში, სადაც უჭირს, სადაც პრობლემები ექმნება, ქარვის „სიცოცხლის კრიალოსანი“ მშვენივრად ზის და ეხმარება.

– ჯანმრთელმა ადამიანმაც რომ გაიკეთოს, არ იქნება ურიგო.

– ჩვენ პატივს არ ვცემთ პროფილაქტიკურ მედიცინას. გარდა იმისა, რომ ქარვის მძივს სამკურნალო თვისება აქვს, როგორც კარგი პროფილაქტიკური საშუალება ისე შეგიძლიათ, ჩამოიკიდოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს უკეთია ქარვა ყელზე და ქარვის ბეჭედი – თითზე. ამ დროს არაჩვეულებრივად საინტერესო ჰარმონია დგება ამ ბეჭედსა და მძივს შორის. თუ მარცხენა ხელის თითზე ვიკეთებ ქარვას, მაშინ კოსმოსიდან სულიერი ძალის შემოსვლა კიდევ უფრო ადვილად ხდება. თუ მარჯვენა ხელზე გავიკეთებ, მაშინ აქ კიდევ უფრო საინტერესო მომენტი გვექნება. მარჯვენა ხელს განურჩევლად იმისა, ადამიანი ცაციაა თუ არა, აქვს ქმედების ძალიან ძლიერი იმპულსი. ჩვენი წინაპრები სულ ებრძოდნენ ბავშვს, რომ ცაცია არ ყოფილიყო. ისინი ცაციაობას კი არ ებრძოდნენ, არამედ, რადგან მარცხენა ხელი სულიერებისაა და ახლოს არის გულთან, არ უნდოდათ, გული უფრო ადრე გადაღლილიყო სურდათ ის, ენერგეტიკა, რომელიც მარცხენა ხელს აქვს, მთლიანად სულიერებაზე დახარჯულიყო და არა ფიზიკურ სიძლიერეზე. მარცხენა ხელი უფრო მგრძნობიარეა, ხოლო მარჯვენა იმდენივე პროცენტით ძლიერია. მარცხენა ხელით ადამიანი იღებდა საგანს და ის უკვე გრძნობდა, როგორი იყო საგანი, მძიმედ უნდა დაერტყა მისთვის თუ არა. ამიტომ ხელებს შორის გარკვეული ჰარმონია დამყარდა და როდესაც ეს ჰარმონია იცვლებოდა, ანუ ადამიანი ცაცია ხდებოდა, ამის წინააღმდეგ იბრძოდნენ ჩვენი მამა-პაპანი. როდესაც ადამიანი მარჯვენა ხელზე იკეთებდა ქარვის ბეჭედს, მაშინ, მარჯვენა ხელი, როგორც ინდოელები ამბობდნენ, დაუნდობელი აღარ იყო და იმ ადამიანმა იცოდა, რომ ეს ძალა ბოროტად არ უნდა გამოეყენებინა. ეს ყველაფერი ახლა ჩვევებშია, მაგრამ ეს თავისებური ჰარმონია იყო ორ ხელსა და სიცოცხლის ამ ორ წრეს – ქარვის მძივსა და ბეჭედს შორის.

– როგორ ხდებოდა ქარვისთვის ფორმის მიცემა?

– ძველ ოქრომჭედლებს ჰქონდათ ერთი კარგი პრინციპი: ქარვა ისე უნდა დაამუშაო, რომ არ აწყენინოო. ეს უძველესი დროის ჩვევაა და თქვენ წარმოიდგინეთ, მიქელანჯელოც ასე ფიქრობდა. ავიღოთ ხე, მას შიგნით აქვს ნახაზი, რომელიც მიმართულია დაბლიდან ზევით. თუ ამ მიმართულებით გავაპრიალებთ ხეს, მას კარგი რეზონანსი ექნება. მაგრამ, თუ იგივე ხეს გავაპრიალებთ უკუღმა, მას აკუსტიკა დაეკარგება. ქარვასაც თავისი ნახაზი აქვს და არეკვლაც ნახაზის შესაბამისი უნდა იყოს. სწორედ ამ ნახაზს კითხულობდნენ ოქრომჭედლები და შემდეგ მის მიხედვით ჭრიდნენ. მაშინ ქარვას არ სწყინდა. მთავარია, ქარვა ძლიერ სინათლესთან მიიტანოთ, გახედოთ, ოღონდ ისე, რომ მხოლოდ ქარვა ჩანდეს, გარშემო ქაღალდი შემოაკრათ და ნახაზს დაინახავთ. მიხვდებით, ის კარგმა ხელოსანმა გააკეთა თუ არა. კარგი ხელოსანი ქარვას ნახაზის მიხედვით დაამუშავებს, შედარებით ნაკლებად მცოდნე კი, ნახაზს დაარღვევს და ამით ქარვას აწყენინებს.

– და ეს წყენა იმ ადამიანზე გადმოდის, ვისაც ქარვა უკეთია?

– რა თქმა უნდა. ეს წყენა არ არის საშიში, რადგან თუ ადამიანს ქარვა უყვარს, ის დაწყნარდება. ქარვა ძალიან მგრძნობიარეა და არ უყვარს, როდესაც მას დაივიწყებენ ან გააჩუქებენ. შესაძლებელია, ეს მაშინ აპატიოს პატრონს თუ საყვარელი ადამიანისთვის იმეტებენ და ამ სიყვარულის ნიშნად უძღვნიან მის თავს. რასაც ვლაპარაკობ, ეს თითქოს მისტიკაა, მაგრამ ჩემი აპარატურით ეს ყველფერი გამიზომავს. რომ იყოს შესაძლებლობა, ქარვით შეგვიძლია, გავიგოთ ადამიანი ბოროტია თუ არა, რადგან ქარვას არ უყვარს ბოროტი ადამიანები. ამ დროს ქარვა თითქოს თავის თავში იკეტება და მისი გამოსხივება მცირდება. არადა, ეს გამოსხივება ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანის სხეულს აქვს სხვადასხვა რეჟიმი და მისი თითოეული ნაწილი სხვადასხვა ტემპერატურისაა. ადამიანს ყველაზე ცხელი აქვს გული და ფილტვები. როცა ქარვა ადამიანში შედის თავისი ინფორმაციით და უნდა, რომ დაეხმაროს, ის სწორედ ამ სიმხურვალემდე აღწევს და ამიტომაცაა მისი გამოსხივება დიდი. როდესაც ქარვა ასეთ სიღრმეში არ შედის, იმიტომ რომ მათ შორის კონტაქტი არ დამყარდა, მაშინ ის ადამიანის სხეულის ზედაპირზე უფრო გრილ ადგილებს აგნებს. ეს გრილი ადგილებია იდაყვი და ცხვირი. ტემპერატურა აქ უფრო ნაკლებია. ბუნებრივია, გამოსხივებაც ნაკლებია და შედეგიც. ამიტომ, მკურნალობის დროს ესეც გასათვალისწინებელია.


скачать dle 11.3