კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვისოლ ჯგუფი” „მერკური 2011-ის

თბილისში პირველი ეროვნული ბიზნესდაჯილდოება „მერკური 2011" შედგა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა: „მსგავსი ღონისძიებები მაგნიტივით იზიდავს უცხოელ ინვესტორებს, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარების საწინდარია”...

აღსანიშნავია, რომ, ეკონომიკის სამინისტრომ საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად, წინასწარ შეარჩია 45 ქართული კომპანია, რომელთაგანაც მხოლოდ 15 დასახელდა გამარჯვებულად სხვადასხვა ნომინაციაში.

„მერკური 2011-ის" სამი ძირითადი ნომინაციიდან, ორი „ვისოლ ჯგუფს” ერგო. ხალხის არჩევანით, „ვისოლ ჯგუფი” წლის საუკეთესო დამსაქმებლად, ხოლო „ვისოლ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სოსო ფხაკაძე წლის მეწარმედ დასახელდა.

„ვისოლ ჯგუფი” ერთადერთი ბრენდია, რომელსაც ბიზნესდაჯილდოებაზე ორი ჯილდო ერგო, თან სწორედ იმ ნომინაციებში, რომელშიც საზოგადოებას საშუალება ჰქონდა თავისი არჩევანი გაეკეთებინა – მხარი დაეჭირა მათთვის რჩეული ბრენდისთვის და მეწარმისთვის.

სოსო ფხაკაძე („ვისოლ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): 2010 წელს, „ვისოლ ჯგუფი” ევროპის დაჯილდოების წარმატებულ კომპანიათა ათეულში მოხვდა. თუმცა, ჯილდო, რომელიც დღეს მოგვანიჭა ჩვენმა მომხმარებელმა და ზოგადად, ქართველმა საზოგადოებამ, მრავალჯერ აღემატება ყველა იმ ჯილდოსა და პრიზს, რაც „ვისოლ ჯგუფს” მიუღია თავისი კორპორაციული ისტორიის განმავლობაში. ჩვენ ბიზნესს ვაკეთებთ საქართველოში, ვემსახურებით ადგილობრივ მომხმარებელს და ბუნებრივია, ამ კონკურსზე ჩვენი საქმიანობის ასეთი სახით აღიარება, ჩვენთვის შეუდარებელი და უაღრესად სასიხარულო ფაქტია.

აღსანიშნავია, რომ „ვისოლ ჯგუფმა”, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფია საქართველოში, ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა. მისი ქვებრენდებია: „ვისოლ პეტროლიუმი,” „ეარ ვისოლი”, „ვისოლ გაზი”, „ვისოლ – ბუნკირება” და „ვისოლ გაზის სადისტრიბუციო კომპანია”.

„ვისოლმა” სამშენებლო და სარეკლამო ბიზნესშიც წარმატებით დაიმკვიდრა თავი. ის სუპერმარკეტების ქსელის განვითარებაზეც მუშაობს. „ვისოლ ჯგუფი” სამი ათასამდე თანამშრომლით, ყველაზე დიდი დამსაქმებელია საქართველოს ნავთობსექტორში.

„ვისოლს” ავტოგასამართი და გაზგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. დღესდღეობით, კომპანია 85 ავტოგასამართ სადგურს ფლობს.

ინოვატორი კომპანია მუდმივად სიახლეებს სთავაზობს თავის მომხმარებელს. ამიტომაც, ის ობიექტურად იმსახურებს იყოს საზოგადოების რჩეული.


скачать dle 11.3