კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მორიგი გამარჯვებული

184 750 ლარი – ლოტოს მეორე საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებული გამოვლინდა

„საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ 2011 წლის 29 აპრილს გამართულ ლოტოს რიგით 134-ე გათამაშებაში მორიგი გამარჯვებული გამოავლინა.

ამჯერად ფორტუნამ კასპში მცხოვრებ ქალბატონს გაუღიმა, რომელიც, როგორც ჩანს, საკმაოდ აზარტული ადამიანია, ის არც თანხას იშურებდა ბილეთების შესაძენად და ინტუიციაც კარგი ჰქონია, რადგანაც მან სრულიად არაფერთან დაკავშირებული რიცხვებით შეავსო ბილეთი და, არც მეტი, არც ნაკლები, 184 750 ლარი მოიგო!

6 მაისს, გიორგობას, ტელევიზიისა და პრესის წარმომადგენლები ტრადიციულად ლატარიის კომპანიის სერვისცენტრში შევიკრიბეთ და ინტერესით ველოდებოდით გამარჯვებულს. ბუნებრივია, ყველას აინტერესებდა, ვინ გახდა ასეთი დიდი თანხის მფლობელი. იღბლიანი ქალბატონი იზოლდა ქუჯოშვილი სერვისცენტრში მოგებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ქალიშვილთან და ორ უსაყვარლეს შვილიშვილთან ერთად გამოცხადდა, დაბნეული და გახარებული, მართალია, აჟიოტაჟით ცოტა დაიღალა, მაგრამ, არ დაგვზარდა და ინტერვიუ ჩვენც მოგვცა.

იზოლდა ქუჯოშვილი: ძალიან გახარებული ვარ და ცოტა – დაღლილი. არც კი ვიცი, რა ვთქვა. ვერ ვიჯერებდი, რომ მოვიგე. მანამდე ერთხელ მოვიგე 25 ლარი, ახლა კი – ამხელა თანხა. რაც ლატარია არსებობს, სულ ვყიდულობდი, ვავსებდი და ვთამაშობდი. ვცხოვრობ ქალაქ კასპში, მყავს მეუღლე, სამი შვილი და შვიდი შვილიშვილი. სხვა რომ იგებდა, ვუყურებდი და მეც მქონდა იმედი, რომ მოვიგებდი. წინა პარასკევს ზუსტად ერთი ბილეთი ვიყიდე და ისე, სურვილის მიხედვით შევავსე.

– მეუღლე არ გეხმარებოდათ შევსებაში?

– არა, ძირითადად მარტო ვავსებდი ხოლმე. მინდა, თანხა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს მოვახმარო, უძრავი ქონების შეძენაც მაქვს გადაწყვეტილი. დიდი მადლობა ლატარიის კომპანიას, რომელმაც ამხელა სიხარული აჩუქა ჩემს ოჯახს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელი კეიდარმა, ასევე, ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ცნობილმა ბატონმა გია ბარკალაიამ და ლალი კრიხელმა გამარჯვებულს საზეიმო ვითარებაში მიულოცეს ეს წარმატება და გადასცეს 184 750 ლარის სიმბოლური ჩეკი; ასევე, შესვეს გამარჯვებულის სადღეგრძელო და დაჭრეს საგანგებოდ მისთვის დამზადებული ტორტი, რომლითაც, ტრადიციისამებრ, ყველა მოგებულს ხვდებიან ლატარიის კომპანიაში.

ელი კეიდარი („საქართველოს ლატარიის კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი): დღეს ჩვენ ძალიან მოხარულები და ბედნიერები ვართ, რომ გვყავს მორიგი გამარჯვებული. ყოველთვის ვცდილობთ, მოვუტანოთ ბედნიერება სრულიად საქართველოს მოსახლეობას და მუდმივად ვქმნით ახალ პროდუქტს მათთვის. ვუსურვებთ გამარჯვებულს წარმატებასა და წინსვლას!

გია ბარკალაია („საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მარკეტინგის დირექტორი): დღეს ჩვენ გვყავს მორიგი გამარჯვებული ლოტოს 134-ე გათამაშების მეორე საპრიზო კატეგორიაში – ქალბატონმა იზოლდა ქუჯოშვილმა 184 750 ლარი მოიგო. ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!


скачать dle 11.3