კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად იპარება ქრისტინე იმედაძე დილაობით და რაზე გაცვალა ნუკი კოშკელიშვილმა დიპლომატიური კარიერა



ქრისტინე იმედაძე და ნუკი კოშკელიშვილი „ტელე იმედის“ ახალი სახეები არიან. მათ საკმაოდ რთული მისია დააკისრეს – იოლი საქმე არ არის, ყოველ დილით უამრავ ადამიანს კარგი განწყობა შეუქმნა, თუმცა სატელევიზიო დებიუტს მომხიბვლელმა გოგონებმა მშვენივრად გაართვეს თავი. ჯერ მაყურებელი შეიჩვიეს ახალი საკმაოდ თამამი და ეროტიკული სარეკლამო კლიპით, სადაც ისინი „საკუთარ დილას“ მსუბუქი ინტერპრეტაციით „თამაშობენ“. ნუკისგან განსხვავებით, ქრისტინეს კამერებთან მუშაობის დიდი „სტაჟი“ აქვს, თუმცა ახალი ცხოვრების დაწყება არც 19 წლის ნუკის აშინებს, რომელმაც ახალი სამსახურის გამო გაეროზე და მაპზე ოცნებასაც კი დაანება თავი.



– გოგონებო, როგორ მოხვდით „იმედის დილაში“?

ნუკი: „მის საქართველოში“ რომ არ მიმეღო მონაწილეობა, ალბათ, არც ტელევიზიაში მოვხვდებოდი. ამ კონკურსშიც სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ადრე სამოდელო სფეროსთან არანაირი შეხება არ მქონია, თუ არ ჩავთვლით ყველა გოგონას ბავშვურ ფანტაზიებს, რომელიც ლამაზი მოდელების დანახვისას უჩნდება. რამდენიმე თვის წინ, აკვაპარკში ყოფნის დროს გავიცანი ქალბატონი ია კიწმარიშვილი, რომელიც იქ ჩვენებას აწყობდა. მან შემომთავაზა, თუ სურვილი მექნებოდა, მეც მიმეღო მონაწილეობა ჩვენებაში. ეს იდეა სპონტანურად გაჩნდა, მან ორ წუთში მასწავლა პოდიუმზე გავლა და მეც პირველად მოვსინჯე ძალები. ძალიან ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი და არ მეგონა, ჩემი მშობლები ჩემს ასეთ პროფესიულ ცვლილებებს ასე კარგად თუ შეხვდებოდნენ. ერთხანს მუშაობა უნდა დამეწყო ერთ ადგილზე, რაც მამამ გააპროტესტა. მან ძალიან დიპლომატიურად მითხრა: „ნუკი, შენ ხომ გესმის, რომ, შენი გარეგნობიდან გამომდინარე, იქ ვიღაცამ, შეიძლება, ცუდად შემოგხედოს?“ მეც დავუჯერე მამას, თუმცა ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ და ვცდილობ, ხელიდან არ გავუშვა არც ერთი შანსი. როდესაც ქალბატონმა იამ „მის საქართველოს“ კონკურსში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა, უარს როგორ ვიტყოდი? პრეტენზია არ მქონია, რომ გავიმარჯვებდი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან „მის ინტელექტი“ და „მის ტელეგენურობა“ გავხდი. ასევე მოვიპოვე „მის დანსის“ ტიტულიც. ცეკვა ძალიან მიყვარს და სადაც კი შანსი მაქვს, ყველგან ვცეკვავ. (იცინის). საკონკურსო პრომოს ჩაწერის დროს, „იმედის“ რეჟისორმა მოულოდნელად შემომთავაზა, რომ მეთქვა: „ახლა დილის 8 საათია, გარეთ ცივა, მაგრამ მე შემოვიტან ხალისსა და სითბოს თქვენს ცხოვრებაში!“ მე ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. გვერდით უცნაური ფუსფუსიც ვიგრძენი, აბა, კიდევ ათქმევინეო, უთხრეს ბესოს და ასე პრომოს გადაღებით „შემიტყუეს“ „იმედის დილაში“, თუმცა მე ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორც ვიცი, ჩემ გარდა კიდევ ბევრმა გოგონამ გაიარა ქასთინგი, მაგრამ გადაცემაში მე ამიყვანეს. ადრე გამეგონა, რომ ტელევიზიაში მუშაობა ბევრი თვალსაზრისით არის რთული, მაგრამ „იმედში“ დამხვდა ხალხი, ვინც ამ სირთულეებს არ მაგრძნობინებს.

– ქრისტინე, როგორც ვიცი, შენს კანდიდატურას ალტერნატივა არ ჰყოლია.

– იმ დღეს „იმედში“ სულ სხვა საქმეებზე მივედი. ზუსტად ამას ჰქვია საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვედრა. კართან შევეფეთე ადამიანს, რომელმაც მითხრა: „უი, შენ აქ ხარ? აბა წამოდი ჩემთან, აბა ეს სცადე“, – და ტექსტი მომაჩეჩა ხელში! აი, ასე სულ შემთხვევით მოვხვდი იქ (იცინის).

– ერთმანეთი ტელევიზიაში გაიცანით?

ქრისტინე: მე ნუკი პირველად სალონში ვნახე. თავიდანვე ძალიან მომეწონა. მერე გავიგე, რომ ამ ლამაზ გოგონას უნდა წაეყვანა „იმედის დილა“. იმ დღეს ცოტა გაკვირვებულიც დავრჩი იმით, რომ თბილისში ცხოვრობდა ასეთი ლამაზი გოგო, რომელსაც არავინ იცნობდა. მას შემდეგ ყველას ვეუბნებოდი, რომ ნუკი ძალიან ლამაზია.

– ნუკი, ქრისტინესგან განსხვავებით, შენ საზოგადოებისთვის უცნობი სახე ხარ. როგორ ცხოვრობდი მანამდე, სანამ „მის საქართველოს“ კონკურსში მიიღებდი მონაწილეობას?

– ვცხოვრობდი ჩვეულებრივად, ვსწავლობდი და ახლაც განვაგრძობ სწავლას ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ძალიან მაინტერესებს ეს სფერო, კარგად ვსწავლობ, თუმცა ხანდახან საკუთარ თავს ცუღლუტობისა და ლექციის გაცდენის უფლებასაც ვაძლევ ხოლმე. პერსპექტივაში მქონდა გაეროში მუშაობა – ვფიქრობდი მაპზე, სარკოზიზე და უცებ აღმოვჩნდი აბსოლუტურად სხვა სივრცეში (იცინის).

– ქრისტინე, მგონი ეს შენთვისაც პირველი სამსახურია.

– დიახ და ძალიან განვიცდი. საერთოდ, ძალიან თვითკრიტიკული ადამიანი ვარ, არასდროს მაკმაყოფილებს ის, რასაც ვაკეთებ და საკუთარი თავისგან უფრო მეტს ვითხოვ. ვიცი, რომ პირდაპირ ეთერში მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა, ტელევიზიასთან და კამერებთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ეს სულ სხვა იქნება. საპილოტო გადაცემების ჩაწერის დროს შენიშვნებიც დავიმსახურე. მე ძალიან მეოცნებე ადამიანი ვარ და ორსაათიანი ეთერის შემდეგ, რამდენჯერმე სადღაც ოცნებებში „გავიპარე“, ასე ვარ მთელი ცხოვრება, სულ სადღაც „დავფრინავ“. (იცინის). ეტყობა, გოგიჩას იმედიც მქონდა და იმიტომ „გავფრინდი“ თამამად. ეს არის პირველი სამსახური ჩემს ცხოვრებაში, ვგიჟდები იმის გაფიქრებაზე, რომ ახლა ნამდვილი სამსახური მაქვს, უფროსი მყავს, ხელფასი უნდა ავიღო... მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, თუმცა, როცა სიმღერა დავიწყე, ეს ჩემთვის გართობა იყო და ამიტომ, ვფიქრობდი, ბევრი არ უნდა მოეთხოვათ ჩემთვის. წლების მერე სიმღერა პროფესიად მექცა, მაგრამ კონსერვატორია რომ დამემთავრებინა, უფრო დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებოდი ამ საქმეს. მართალია, ჩემი დიპლომი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში დევს, მაგრამ, ვინაიდან პროფესიით ჟურნალისტი ვარ, უფრო სხვაგვარად ვუდგები ჩემს ახალ საქმეს, ვნერვიულობ, რომ არ შევარცხვინო ის ხალხი, ვინც ოთხი წელი მასწავლიდა. ეს გართობა ნამდვილად აღარ არის.

– ნუკი, შენს ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ მოხდა. ამდენს ერთად გაუძლებ?

– გავუძლებ... რომ არა ქალბატონი ია, ალბათ, ეს ყველაფერი არ იქნებოდა. ძალიან მინდოდა მუშაობის დაწყება, ყველგან ვეძებდი სამსახურს, თანახმა ვიყავი, რომ თეატრში გამნათებლადაც კი მემუშავა და მოულოდნელად ამდენი რამ ერთად დამეცა თავზე (იცინის). ამ კონკურსმაც ძალიან ბევრი რამ შემმატა, თითქოს უფრო მეტად დავხვეწე საუბარი, მანერები, ვისწავლე კამერასთან ურთიერთობა, რაც ახლა ტელევიზიაში ძალიან გამომადგა. მართალია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკაცრი დიეტის დაცვა მომიხდა, მაგრამ სხვაგვარად არ გამოვიდოდა. ახლა ვაღიარებ, რომ რამდენჯერმე ვიეშმაკე და დიეტა დავარღვიე (იცინის): მაწონში მალულად ქიშმიშებს ვყრიდი და, როცა მეკითხებოდნენ, რას ჭამო, მაწონს-მეთქი, მშვიდად ვპასუხობდი.

– შენ ძალიან მოხერხებული გოგო ყოფილხარ.

– კი, ისეთი რამეები მაქვს მოფიქრებული, ჩემგან რომ ვერავინ წარმოიდგენდა. 56-ე რუსულ სკოლაში ვსწავლობდი. ერთხელ ჩემს უახლოეს დაქალთან ერთად შატალო მოვაწყვე. ფანჯრებს გისოსები ჰქონდა და ვერ გავიპარებოდით, მხოლოდ მესამე სართულის ფანჯრებს არ ჰქონდა გისოსები, მაგრამ მესამე სართულიდან ხომ ვერ გადმოვხტებოდით? ფანჯრიდან დავინახე, რომ იქვე, სკოლასთან, ნაგვის მანქანა იდგა. ბავშვებში ავკრიფე ლარ-ლარი, სულ 35 ლარი გამოგვივიდა, უცებ მოველაპარაკე მანქანის მფლობელს და მან მანქანა ფანჯარასთან ახლოს მოიყვანა. თითო-თითო გადმოვხტით მანქანიდან და გავიპარეთ, თუმცა დღემდე მიკვირს, რატომ გავაცდინეთ სკოლა – სახლში წავედი და ტელევიზორს ვუყურებდი (იცინის).

– სტუდიაშიც ასეთი ონავრობები არ დაიწყოთ.

ქრისტინე: არა, არ დავიწყებთ. (იცინის). ერთი კვირა ვიმუშავებ მე, მეორე კვირა – ნუკი, უცვლელი იქნება გოგიჩა, რომელიც არაჩვეულებრივი, ხალისიანი ადამიანია და ჩვენს გამოუცდელობას მშვენივრად უძლებს (იცინის). ჩვენ შემოგთავაზებთ ყველაზე ლამაზ დილას, გვეცმევა ულამაზესი კაბები და ტრადიციულ კონსერვატიულ პერანგსა და კოსტიუმზე უარს ვიტყვით. ისე ჩავიცვამთ, როგორც დილას შეეფერება. ახლა ის ხალხიც კი გვიყურებს, ვინც აქამდე დილით ადრე არ იღვიძებდა. მე იმასაც კი ვგეგმავ, რომ ყოველ დილას ეთერში ვისაუზმო. იქ კარგი სამზარეულოა. დილაობით „ჰერკულესის“ ფაფას ვჭამ, ვინაიდან სამსახურში მისვლამდე მის მომზადებას ვერ მოვასწრებ, ამიტომ „იმედის დილაში“ მომზადებულ სადილებზე გადავალ, ამაზე უკვე „გავურიგდი“ კომპეტენტურ ხალხს (იცინის).

– ახლა თქვენი დღის რეჟიმი შეიცვლება, ალიონზე ეთერში ყოფნა წინა საღამოს ბევრ რამეზე გათქმევინებთ უარს.

ქრისტინე: მე ისედაც ადრე ვდგები, არ მიყვარს ღამეების გათენება. 10 საათზე ბავშვს ვაძინებ და მერე სულ სახლში ვარ. სიმართლე გითხრათ, არასდროს არ მიყვარდა ღამის კლუბებში სიარული, „ჩერეზ ნე მაგუ“ დავდიოდი ყველგან, ან მეგობრები რომ ძალიან ჩამაცივდებოდნენ, მაშინ მივდიოდი სადმე.

ნუკი: ეს არც ჩემთვის არის პრობლემა, არც მანამდე დავდიოდი ღამის კლუბებში, საღამოებს ვატარებ მეგობრებთან სახლში, სადაც ვცეკვავთ და ბევრ გასართობს ვიგონებთ, ხშირად დავდივარ თეატრში. ღამის კლუბები არ მიზიდავს. ყოველ საღამოს 10 საათზე ვიძინებ და დილით ექვსზე ვიღვიძებ. ჩემი მშობლები გვიან საღამოს სახლიდან არ მიშვებენ, მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, როდის სად ვარ. ერთი კვირით ადრე ვუთანხმდები დედაჩემს, რომ მივდივარ თუნდაც თეატრში, ვეუბნები, როდის არის შესვენება და როდის დასრულდება სპექტაკლი. „მის საქართველოზე“ რომ გავდიოდი, მამას საკმაოდ დიდხანს არ ვეუბნებოდი, თუმცა, რომ გაიგო, მერე ძალიან მგულშემატკივრობდა.

– ახლა შენი თაყვანისმცემლების რიცხვი ძალიან გაიზრდება.

ნუკი: არ ვიცი, არ ვიცი.... ასეთი ხალხი ჩემ ირგვლივ არ არის, ეტყობა, ეს ყველაფერი ჩემ გარეშე ხდება (იცინის). როცა რაიმე საქმეს ვეჭიდები, პირადი ცხოვრება მეორე პლანზე გადადის, თუმცა შეყვარებული ვყოფილვარ. ბიჭების მიმართ საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმები მაქვს – ვერ ვიტან, ახლოს არ ვაჭაჭანებ „ძველ ბიჭებსა“ და „პიჟონებს“, რომლებსაც მხოლოდ მანქანისა და ტანსაცმლის მარკები აინტერესებთ. ბიჭი რომ მომეწონოს, ერუდირებული უნდა იყოს და აუცილებლად კარგი იუმორი უნდა ჰქონდეს.

– საკმაოდ თამამ სარეკლამო კლიპში გადაგიღეს, ახლობლები როგორ შეხვდნენ თქვენს ამ გადაწყვეტილებას?

ნუკი: ეს არ იყო ეროტიკული და პორნოგრაფიული კლიპი, პირიქით, ესთეტიკურად ძალიან ლამაზი პრომო გამოვიდა. მე ვერ დავარღვევდი იმ პირობებს, რაც კონკურსში მონაწილეობის დროს გავაფორმე, თუმცა მძიმე პირობები ნამდვილად არაა, ერთადერთი, რაც ერთი წელი მეკრძალება, გათხოვებაა და ამას არც ისე არ ვაპირებდი (იცინის). ოცდამეერთე საუკუნეში სიტყვა „სექსუალური“, მგონი, ცუდს არაფერს ნიშნავს.

ქრისტინე: პრომო ძალიან კარგია, მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს კადრი, სადაც ჩანს ჩემი ფეხის ტერფები. ამ პრომოს შემოქმედებით ჯგუფს აპლოდისმენტები ჩემგან. მე ადრეც მქონდა გადაღებული თამამი კადრები, მაგრამ, მგონი, ეს უფრო თამამია, თუმცა, ორივე შემთხვევაში, ჩემი სხეულის გადაღება მხოლოდ ბესო სოლომონაშვილს ვანდე (იცინის). მე მგონი, ბოროტი უნდა იყო, რომ ამ პრომოზე რამე ცუდი თქვა.

– თქვენი რეალური დილაც ისეთია, როგორც პრომოში თამაშობთ?

ნუკი: ჩემი დილა მართლაც ცეკვით იწყება, ყოველთვის ხალისიან და კარგ განწყობაზე ვარ. დილით რომ გავიღვიძებ, ჩემთან ყველას სძინავს, მათ შორის ჩემს საყვარელ დაიკოს.

ქრისტინე: თქვენ ფიქრობთ, რომ გაღვიძების შემდეგ ამდენს ვნებივრობ საწოლში? არააა!.. (იცინის) პრომოსგან განსხვავებით, თეთრ ზეწარს ფერადი მირჩევნია. საწოლში მარტოც არ ვიღვიძებ ჩემი დილა ჩემს შვილთან ერთად იწყება...



თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3