კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ვუქმნით ღამით მოსული უარყოფითი ენერგიით სხვებს საფრთხეს და რომელ დღეებში ვხედავთ მაგიურად დატვირთულ სიზმრებს

ადამიანების უმრავლესობა, აღიარებს ამას თუ არა, სიზმარს მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ყოველთვის ცდილობენ, დილას გაღვიძებულებმა ახსნან, კარგის მაუწყებელია ის თუ ცუდის. თუ ფიქრობენ, რომ საფრთხის მომასწავებელი სიზმარი ნახეს, მის განეიტრალებას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ, რომელთა შორისაა ძველი ხალხური მეთოდებიც. მაგალითად, სიზმრის მოყოლა გამდინარე წყლისთვის, რათა ის მას გაჰყვეს; სანთლის დანთება და მის წინ ღამეული კოშმარის, უთქმელად გააზრება, რომ ის მის ალს გაჰყვეს და ასე შემდეგ. როგორც ქალბატონი ნინო ამბობს, დღისით დაგროვილი უარყოფითი ენერგია, ღამით ხილვად გადაიქცევა და ის მომავლის წინასწარმეტყველი ხდება. თუ რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება სიზმრებს, როდის ხდება ის ჩვენი ბედის წინასწარმეტყველი და რომელ დღეებში გვესიზმრება ისეთ რამ, რასაც ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ, ამაზე ჩვენი რუბრიკის დღევანდელი რესპონდენტი დაწვრილებით გვესაუბრება.

ნინო: სიზმრის ფენომენი ყველა დროში მძაფრ ინტერესს იწვევდა. თუმცა, მისი ახსნა, ყოველ შემთხვევაში ბოლომდე, ვერავინ შეძლო. მეცნიერული კვლევები ამჟამადაც მიმდინარეობს, თუმცა, ამის შედეგად მიღებულ დასკვნებს მტკიცებულებად არ მიიჩნევენ. ასევე, არსებობს აზრი, რომ ძილში, როდესაც ადამიანი სიზმარს ხედავს, დრო გაცილებით სწრაფად გარბის, ვიდრე ცხადში.

– მეცნიერები კი საპირისპიროს ამტკიცებენ. კერძოდ, იმ მოქმედებას, რომელიც ადამიანს ესიზმრება, იმდენივე დრო სჭირდება, რამდენიც რეალობაშიო.

– ამ დასკვნამდე მეცნიერთა ის ნაწილი მივიდა, ვინც კვლევებს ღამეულ კოშმარებსა თუ ზმანებაზე, პარაფსიქოლოგებისა და ეზოთერიკოსების გარეშე ატარებდა. ამიტომ, ამ აზრს, ბევრი მკვლევარი არ ეთანხმება. თუმცა, ახლა ამაზე ვერავინ იდავებს. ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია. თუმცა, ის კი ნამდვილად დადგენილია და დავა აღარ სჭირდება, რომ წლის განმავლობაში, არსებობს დღეები, როცა სიზმარს ადამიანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს და ყურადღების გარეშე არ დატოვოს. ასეთ დღეებში ნანახი სიზმრები, უდავოდ, წინასწარმეტყველურია და ეს ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავზე დასცადა.

– ქალბატონო ნინო, იქნებ გვითხრათ, რომელი დღეებია ასეთი?

– მაგალითად, ასეთი დღეებია სავსე მთვარეობიდან მესამე, მეოთხე და მეშვიდე დღეები. ასევე, ყოველი თვის პირველი და ბოლო შაბათ-კვირა. ამ დღეებს განსაკუთრებული მაგიური ძალა აქვს და ამ დროს სიზმრად მოსული ინფორმაცია ჩვენს მომავალს გვიწინასწარმეტყველებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ პარაფსიქოლოგები ზედმიწევნითი სიზუსტით სიზმრის აცხადებას თავისებურად ხსნიან. მათი თქმით, როცა ადამიანები სიზმრის უარყოფით შედეგებზე იწყებენ ფიქრს და შიში იპყრობთ, ავტომატურად, უარყოფით ენერგიას იზიდავენ, რაც ცუდ შედეგებს იწვევს. შესაძლოა, უარყოფითმა ენერგიამ არა მხოლოდ ამ ადამიანზე იმოქმედოს ცუდად, არამედ მასზეც, ვისაც სიზმარი ეხება, რადგან ფიქრისას უარყოფითი ენერგია მიმართულებას პოულობს. არ არის გამორიცხული, ღამით ისეთი წინასწარმეტყველური სიზმარი იხილოთ, რომელიც მომავლის, ეგრეთ წოდებულ, კურსორადაც შეიძლება, ჩაითვალოს და მას ყურადღებაც არ მიაქციოთ. ასე, საკუთარ თავს ავნებთ და უფრო მეტად გაგიჭირდებათ იმ საკითხებისა და მოვლენების გააზრება, რომელიც წინ გელით, სიზმარში ნანახი კი ამას გაგიადვილებდათ. ასევე, თუ ძველ ხალხურ სიბრძნეს გულდასმით წავიკითხავთ და გავიაზრებთ, იქ კარგადაა ახსნილი, როგორ შეგვიძლია, გავანეიტრალოთ ძილში მოსული უარყოფითი ენერგია და ხილვა, ავხსნათ წინასწარმეტყველური სიზმარი და დავიცვათ თავი შესაძლო საფრთხისგან.

– ბევრი ამბობს, ღამით ნანახ სიზმარს, დილით, რომ ვიღვიძებთ, ვეღარ ვიხსენებთ და მისი გაანალიზება გვიჭირსო. ასევე, გამიგია, რომ წლის გარკვეულ პერიოდში მძაფრდება ღამის ხილვები. ამ საკითხთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

– გეტყვით, რომ წინასწარმეტყველური სიზმრები, მართლაც წლის გარკვეულ პერიოდში ესიზმრება ადამიანს და მასზე აუცილებელია, ყურადღების გამახვილება. ასევე, წინასწარმეტყველურ სიზმრებს ადამიანი თითქმის ყოველთვის იმახსოვრებს. ამისთვის კი მთავარია, ყურადღება არ მოადუნოს. სხვათა შორის, ასეთი სიზმრის ნახვის შემდეგ, ბევრი ნერვიულობს, შიში ეუფლება და შინაგანი ფორიაქი ეწყება. ალბათ, თქვენც გაგიგიათ ახლობლებისგან – სიზმარში მრავალი წლის უნახავი მეგობარი ვნახე და ის მართლაც შემხვდა ქუჩაშიო; რაც ღამით ვნახე, დღის განმავლობაში ზედმიწევნით ახდაო; გარდაცვლილი მოვიდა სიზმრად, ახლობელს მოჰკიდა ხელი, წაიყვანა და ცოტა ხანში ის ადამიანი მართლაც გარდაიცვალაო. ასეთი უამრავი ფაქტია და მათი მოყოლა შორს წაგვიყვანს.

– იმასაც ხომ ამბობენ, სიზმარში წამალი მასწავლეს, გავიღვიძე, გავაკეთე, დავლიე და განვიკურნეო?

– დიახ, ასეც ხდება და ესეც უტყუარი ფაქტია. სიზმარში ნანახმა წამალმა, ბევრი მძიმე სენით შეპყრობილი ადამიანი განკურნა და უდროოდ სიკვდილს გადაარჩინა. ასე რომ, ყველა საფუძველი არსებობს იმისა, სიზმარს ყური ვუგდოთ, გავიაზროთ და მის მინიშნებას მივყვეთ. მაგალითად, სიზმარში თუ ამღვრეულ წყალში ბანაობთ ან დგახართ, ეს ძალიან ცუდის ნიშანია – ავად გახდებით, ან დიდი განსაცდელი გელით. თუ წინა კბილი მოგტყდათ ან ჩამოგივარდათ, ეს ახლობელი ადამიანის სიკვდილის მანიშნებელია, ხოლო თუ უკანა კბილი ჩამოგძვრათ, მაშინ შორეული ნაცნობის ან ნათესავის გარდაცვალებას შეგატყობინებენ. თუ ღამით, სიზმარში თაგვი დაგესიზმრათ, დიდი ალბათობაა, რაიმე დაკარგოთ, ხოლო თუ ქაღალდის ფული ნახეთ, გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯი გექნებათ. ასევე, თუ გარდაცვლილი ადამიანი მოვა სიზმრად და რამეს მოგიტანთ, ის დღე თქვენთვის კარგად ჩაივლის, ხოლო თუ რამეს მისცემთ, მაშინ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ იმ დღეს და არც ფინანსებში გარისკოთ. შავი ფეხსაცმლის ნახვა სიზმრად უახლოეს მომავალში გზად წასვლაზე მიგანიშნებთ, თვლიანი სამკაულის ნახვა კი, სიყვარულში, პირად ცხოვრებაში წარმატებას გიწინასწარმეტყველებთ. საერთოდ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ხსნის სიზმრის მნიშვნელობას და ის დაცდაზეცაა. პირადად მე, თუ მაგიურ დღეებში ვნახე სიზმარი და შემდეგ, გამოღვიძებულმა სწორად გავიაზრე მისი მნიშვნელობა, ყოველთვის ამიხდება ხოლმე. ერთხელ, ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე მიწევდა რაიონში წასვლა, რომ ვერც კი გავიფიქრებდი, სხვა დროისთვის გადამედო. საღამოს მოვემზადე და რომ დავწექი, სიზმარი ვნახე ცხონებული ბებიაჩემი – გამომეცხადა და კატეგორიულად მითხრა, არ გაბედო გზაზე დადგომა, თორემ უბედურ შემთხვევას ვერ აცდებიო. დილით რომ გავიღვიძე, მივხვდი, ახალ მთვარეზე ნანახმა ასეთმა სიზმარმა გამაფრთხილა მომავალ საფრთხეზე და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი დღით გადავდე რაიონში წასვლა. სწორედ ის ავტობუსი, რომელზეც ბილეთი მქონდა ნაყიდი, ქართლში გადაბრუნდა და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. აბა, თქვით, რომ სიზმარი არაფერს ნიშნავს და მას არ უნდა გავუწიოთ ანგარიში. სხვა საკითხია, რამდენად გვჯერა მისი, მაგრამ თუ ჩვენი წინაპრების გამოცდილებას და მათგან დატოვებულ რჩევა-დარიგებებს გავითვალისწინებთ, ჩემი აზრით, ბევრ საფრთხეს ავცდებით. ამაში, უდავოდ, დარწმუნებული ვარ.


скачать dle 11.3