კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ორგანოდან იღებს ადამიანი დედამიწის ძალას ყველაზე კარგად და რით გვკვებავს კოსმოსი

ნებისმიერი ჩვენგანისთვის აუცილებელია იმ ძალების აღდგენა, რომელიც დედამიწიდან და კოსმოსიდან მოდის ჩვენამდე და გვავსებს და გვამარაგებს სასიცოცხლოდ საჭირო, აუცილებელი ენერგიებით.

ყველა ადამიანს სჭირდება ბუნებრივი ენერგიის წყარო, რომელსაც ასტროლოგები „დედამიწის ძალას“ უწოდებენ. სწორედ ამის საშუალებით კვებავს თითოეული ჩვენგანი თავის ნერვულ სისტემას, შიდა ორგანოებს და სულსაც კი.

ბუნების ძალები სამ კატეგორიად იყოფა. ესენია: უნივერსალური, დედამიწის და კოსმიური ძალები.

უნივერსალური, ანუ, როგორც მას უწოდებენ, ზეციური ძალა, ვლინდება, როგორც პლანეტებისა და გალაქტიკის ერთობლივი ენერგია. ეს ძალა კვებავს სამყაროში ყველაფერს. აგრეთვე, კვებავს ადამიანის სულს, გონებას და სამყაროში მის ყველა გამოვლინებას უწყობს ხელს. ადამიანები ამ ენერგიებს მხოლოდ ზედა კოსმოსური ხვრელიდან იღებენ. სხვათა შორის, მას „ადამიანის გონების ენერგიასაც“ უწოდებენ. დედამიწასა და მთვარეს შორის არსებობს უდიდესი მიზიდულობის ძალა. ამით იქმნება ერთიანი მაგნიტური ველი, რომელიც დედამიწისკენ მიმართავს ჩვენი გალაქტიკის ყველა ვარსკვლავის ენერგიას და მას ადამიანის ერთიან ენერგეტიკულ ველზე უდიდესი გავლენის მოხდენის უნარი აქვს.

დედამიწის ძალა შეიცავს მცენარეების, ცხოველებისა და დედამიწის ყველა ბუნებრივი მინარევის ენერგიას ერთიანად.

როცა მცენარე ზრდის დროს ზევით მიიწევს, ამით კოსმიურ ენერგიას შთანთქავს და ზრდის პროცესსა და საზრდოობას განაგრძობს. ცხოველები კი ბალახისა და სხვა მცენარეების საშუალებით იღებენ ამ კოსმიურ ენერგიას. რაც შეეხება ადამიანს, დედამიწის ძალას ის ფეხისგულში მდებარე წერტილებიდან იღებს, შემდეგ ჭიპის ქვედა მხარეს ათავსებს და ასე იზოგავს მას. ასე რომ, თუ გსურთ, სასიცოცხლო ენერგია აღიდგინოთ, მოიხსნათ სტრესი, იგრძნოთ შვება და დედამიწის ენერგიით დაიმუხტოთ, ხშირად იარეთ ბალახზე ფეხშიშველმა.

რაც შეეხება მესამე – კოსმიურ ძალას, მას ასტროლოგები „ადამიანის სასიცოცხლო ძალასაც“ უწოდებენ. ის უნივერსალურ ძალთა ნაწილია და მთელ კოსმოსს ავსებს ამ ძალებით. ყოველი ჩვენგანი კოსმიური ძალის უმაღლესი გამოვლინებაა. ის ამ ენერგიას მედიტაციისა და სასუნთქი აპარატის (ცხვირი, ფილტვები) მეშვეობით ითვისებს და შეიწოვს, რითაც შემდეგ ენერგიის საწყის წყაროს უკანვე იბრუნებს.

ადრე ადამიანის კანის უჯრედებს შეეძლო, შთაენთქა და ენერგიულ საკვებად გამოეყენებინა კოსმიური და სინათლის ენერგიის დაახლოებით ოთხმოცი პროცენტი. შემდგომ კი ადამიანმა დაიწყო სექსუალური ენერგიის არასწორად გამოყენება, რასაც მისი უჯრედების დეგრადირება და გადაგვარება მოჰყვა. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს ადამიანს კოსმიური ენერგიის მხოლოდ ათი პროცენტის გამოყენება შეუძლია. ადამიანები ბუნებრივი ცხოვრების წესის გამო დაშორდნენ თავის შინაგან „მეს“, ბუნებას და კოსმიურ ძალებთან კონტაქტს. გონება კი სხვა სფეროებით გადაიტვირთა და ამიტომ სულ უფრო დავშორდით კოსმიურ ძალებთან კონტაქტს. საჭირო ენერგიას კი ადამიანი იღებს მცენარეებით, ბოსტნეულით, მინერალებით, ცხოველის ხორცით. ასეთი საკვების მიღებით გამოფიტული ორგანიზმი კოსმიური ენერგიით ივსება.


скачать dle 11.3