კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1973 წლის 10 აგვისტოს. რომელ სფეროში მივაღწევ წარმატებას და რომელი ქვეყნებია ჩემთვის წარმატებების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის უცხოეთი ნეიტრალურია. ქვეყნებიდან კი შედარებით მისაღებია: პოლონეთი, რუსეთი, შვეიცარია, კანადა, ჩილე, შვედეთი, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკის ქვეყნები, სლოვაკეთი, ახალი ზელანდია, ფინეთი, უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, შვეიცარიის აღმოსავლეთი, მოლდავეთი, ბელგია, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ბულგარეთი, ისრაელი. პროფესიებიდან კი თქვენთვის მისაღებია და წარმატების მომტანი: კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო-ვიდეო-მობილური სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო სფერო, საგამომცემლო საქმიანობა, რეჟისურა, დიზაინი, საინჟინრო საქმე, საარქივო საქმიანობა, საიუველირო ბიზნესი, საკონდიტრო ინდუსტრია, მშენებლობა, ხელოვნების ფართო სპექტრი.

კითხვა: დავიბადე 1979 წლის 21 აგვისტოს. რომელი პროფესიაა ჩემთვის ასტროლოგიური კუთხით მისაღები?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის წარმატების მომტანია: მედიცინის ფართო სპექტრი, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმე, არქიტექტურა, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, გასართობი ინდუსტრია, ჟურნალისტიკა – რადიო, ტელევიზია, პრესა, საგამომცემლო, სარეკლამო ინდუსტრია, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, საფინანსო, სამეცნიერო-კვლევითი საქმე.

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 12 დეკემბერს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატებების მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა ის, რომ დაეყრდნოთ საუკეთესო თვისებების გამოვლენას ხასიათში. იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და გადამნაწილებელი, ერთგული. იმოქმედეთ პრინციპით: „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. ასევე, იყავით ფრთხილი და წინდახედული. დაასტაბილურეთ თქვენი ცხოვრება. დაეყრდენით ინტუიციას. ისწავლეთ საიდუმლოს შენახვა – ასე მეტ წარმატებას მიაღწევთ ცხოვრებაში. პროფესიებიდან კი კარგია დიზაინი, მოდელირება, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, უძრავი ქონების ბიზნესი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი, ფსიქოლოგია, საკონდიტრო ინდუსტრია, არქიტექტურის ფართო სპექტრი, მშენებლობა, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე.

კითხვა: დავიბადე 1975 წლის 5 მაისს, დილის საათებში. გთხოვთ მირჩიოთ, ცხოვრება საქართველოში გავაგრძელო თუ ვცადო უცხოეთში წასვლა და იქ მომავლის აწყობა?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთს, ამიტომ, უცხოეთში გამგზავრება თქვენთვის აუცილებელია. სამშობლოში გექმნებათ პრობლემები, რადგან პლანეტა „სატურნი“ არის სამშობლოს ზოდიაქოს სფეროში და ის ქმნის დაბრკოლებებს წინსვლის თვალსაზრისით. რაღაც პერიოდის განმავლობაში უცხოეთში ცხოვრება ნამდვილად გჭირდებათ. იქ დააგროვებთ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც შემდგომ სამშობლოში ამ სატურნისეული პრობლემების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.


скачать dle 11.3