კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო წავიდა არჩილ სოლოღაშვილი მსხვერპლზე და რა აჟიოტაჟში გაეხვია მაკა ზამბახიძე

შოუ-ბიზნესში არ მეგულება ადამიანი, ვისაც არჩილ სოლოღაშვილი განსაკუთრებით არ უყვარს, თავად არჩილს კი მსგავსი ემოციები მაკა ზამბახიძესთან აკავშირებს. ალბათ, ესეც იყო მიზეზი, რომ ფეხის მოტეხილობამ ვერ შეაჩერა და მასთან ინტერვიუს ჩასაწერად ორი ყავარჯნით მოვიდა.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია მაკა ზამბახიძე

– ფეხი სად მოიტეხე, რა დაგემართა?

– იცით, ალბათ, რომ მყავს ლაბრადორი, რომელიც ღამით ცუდად გამიხდა. წამოვხტი ლოგინიდან. მარცხენა ფეხი რომ გადმოვდგი, ლოგიკურია, რომ მას მარჯვენაც მოჰყვა და ასე დიდი „რაზგონით” წამოვფრინდი. სულ არ მახსოვდა, რომ იქ სკამი იდგა და ფეხი მივარტყი. დილით რომ გავიღვიძე, ვიფიქრე, უბრალო დაბეჟილობაა-მეთქი. მტკიოდა, მაგრამ, არ შევიმჩნიე: კოჭლობით ავდექი, წავედი ტელევიზიაში – ჯერ „შუადღის” ეთერი მქონდა, მერე – „ვანოს შოუს” ჩაწერა.

– მოტეხილობამ საშინელი ტკივილები იცის.

– გამარჯობა შენი. მე ხომ ასეთი ვირი ვარ – არ შევიმჩნიე ბოლომდე, არადა, უკვე საშინლად მტკიოდა. „ვანოს შოუს” შემდეგ მოვედი თეატრში, ვითამაშე სპექტაკლი და, უკვე ღამე რომ გამათენებინა ტკივილებმა, დილით ტრავმატოლოგიურში წასვლა ვიკადრე. წავედი და ექიმმა მითხრა: შვილო, შენა ცოტა გიჭირსო. ეგ როგორ-მეთქი? ძაან გიჭირსო, ფეხი მომტვრეული გაქვს და გიფსში უნდა ჩაგისვათო. შანსი არ არის, პრემიერა აუცილებლად უნდა ვითამაშო-მეთქი, – იმ საღამოს მქონდა სპექტაკლი. გავიდა სამი ტრავმატოლოგი, კონსილიუმი ჰქონდათ გვერდით ოთახში, მოიკონსილიუმეს და გადაწყვიტეს, რომ მოსახსნელი თაბაშირი გამიკეთონ. მთლიანი ყალიბი ჩამომისხეს, სპექტაკლის დროს ამას ვიხსნიდი, ფეხს ვტენიდი ფეხსაცმელში, გავდიოდი სცენაზე, ვთამაშობდი, მერე კი ისევ ვიკეთებდი თაბაშირს და ვიხვევდი – ასე ვითამაშე ორი დღე.

– და, გაჩერდა სპექტაკლი?

– არა, პრემიერები დამთავრდა და მერე ისევ განვაგრძობთ.

– „ჩემი გმირი გიწოდე, ფეხი გამომიწოდე”... (იცინიან). ახლა, მითხარი, ძაღლი როგორ გრძნობს თავს?

– ძაღლი ყველაზე კარგადაა. ყავარჯნებით მოსიარულეს რომ მხედავს, ფიქრობს, ვეთამაშები, ერთ ამბავშია და ერთი-ორჯერ კინაღამ წამაქცია.

– პრემიერამ როგორ ჩაიარა? „სირანო დე ბერჟერაკს” მთელი საქართველო ელოდებოდა.

– მგონი, მოლოდინს გადააჭარბა, ყველა ძალიან კმაყოფილი სახით ტოვებდა დარბაზს. მიდიოდა ბჭობა: „რა გადაწყვეტაა, რა მშვენიერია, როგორი მაგარია“... ისე, ამაზე, ჯობია, მაყურებელმა ილაპარაკოს, ვიდრე მე, მსახიობმა.

– მინდა, პირდაპირი ეთერი მოგილოცო. ერთხელ გიყურე, მაგრამ, არ მახსოვს, პირველი ეთერი იყო თუ არა. ხომ იცი, ჩემთვის შენი ეკრანზე გამოჩენა რა დონის ბედნიერებაა, მარტო ჩემთვის კი არა, ჩემი ოჯახისთვის. ჩვენ ერთად დავიწყეთ, ერთად გავხდით პოპულარულები, ერთად შევუდექით ჩვენი საყვარელი საქმის კეთებას, მოკლედ, ერთად მოვდივართ.

– ჩვენ ერთად გვიმუშავია კიდეც, სადაც დაგიახლოვდი და სწორედ ამ პერიოდმა შემაყვარა შენი თავი განსაკუთრებით.

– ჩემი ოჯახისთვის უახლოესი ადამიანი ხარ. წარმოიდგინე არ გიცნობენ და შენზე ისეთი რაღაცეები ემართებათ. როგორ შეეგუე ახალ გადაცემას, არის შენი თუ არა?

– შესაგუებელი, პრინციპში, არც არაფერი იყო. რაღაც დღეები არის ჩემი და, ამაზე, მოდი, არ დავკონკრეტდები. მაყურებელი, ვფიქრობ, გადასარევად ხვდება, როდისაა ჩემი და როდის – არა. „ჩემს“ დღეებში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, ზოგჯერ კი – პირიქით და ეს დამოკიდებულია თემაზე. ზოგჯერ ისეთ თემაზე ვსაუბრობთ, რომელსაც, მაგალითად, მე არ წამოვჭრიდი. თუმცა, მოსასმენად და შემეცნებითად ძალიან საინტერესო და კარგია.

– რა სპეციფიკა და ადრენალინი აქვს პირდაპირ ეთერს?

– სიმართლე გითხრა, ვერც ვგრძნობ ამას. ფაქტობრივად, სახლში ვარ, სადაც ყველაფერი მოსულა – თითქმის ყველაფრის უფლება გვაქვს. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, უფრო მეტია, მაგრამ, პირდაპირი ეთერიც რომ არ იყოს, არაფერი შეიცვლებოდა.

– რომელიმე წამყვანთან თუ გქონია ახლო ურთიერთობა?

– ახლო რას ნიშნავს?! (იცინიან).

– გამოცდილებას ვგულისხმობ, ერთად მუშაობის სიახლოვეს.

– თიკა ფაცაციასთან, რა თქმა უნდა. ასევე, მიმუშავია თაკო ფხაკაძესთან. ბაიკოსთანაც, თეატრიდან, ერთად გვიმუშავია და ვგიჟდები ამ ადამიანზე. ლიკა ახლა გავიცანი და ვარ უბედნიერესი და ძალიან მადლობელი ამ პროექტის, რომ ეს ფანტასტიკური, უსაყვარლესი გოგო გავიცანი და ასეთი მეგობარი შეემატა ჩემს სამეგობრო წრეს. დიმა ობოლაძეზე შემიძლია ის ვთქვა, რომ ესაა ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც შემიძლია, გავჩუმდე და სპორტზე რაღაცეები ვისმინო. სხვა დანარჩენ შემთხვევაში „ვაჭმევ“ ყველას სპორტს. დიმა იმდენად შემიყვარდა, რომ მზად ვარ, დავსხდეთ და ფეხბურთსაც ვუყურო.

– ფეხბურთის ყურება მსხვერპლია?

– ჰო, იმიტომ, რომ არ მიყვარს, შეიძლება ითქვას, მეზიზღება ფეხბურთი. დიმამ კი ისე მომაწოდა, რომ ბოლო ორ თამაშს ვუყურე უკვე.

– ზაფხულში გასტროლები თუ იგეგმება?

– ჯერჯერობით არა, შემოდგომაზე ვაპირებთ.

– ანუ, ზაფხულში ჩვენთან ხარ? რა მაგარია! „სირანოში” ვის როლს თამაშობ?

– ერთ-ერთი მთავარი როლია – გრაფი დე გიშის, რომელსაც უყვარს მთავარი გმირი – როქსანა. ვხლართავ რაღაც ინტრიგებს და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს გოგო „დავითრიო”.

– აჩიკო რას აკეთებს ხოლმე იმ გოგოს „დასათრევად”, რომელზეც გიჟდება?

– თუ ის გოგო აჩიკოზე არ გაგიჟდება, არ არსებობს, რამე გავაკეთო. ცალმხრივი სიყვარულის არ მწამს, არ მჯერა და არ მაინტერესებს, მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივს ვცნობ და ამ დროს ვარ ბედნიერი.

– ცოტა სისულელეებიც ხომ უნდა გაგაკეთებინოს?! აჩიკო ახლა არ არის შეყვარებული და არც არის ამისთვის მზად, ხომ?

– შეყვარებული არ არის, მაგრამ, სიყვარულისთვის სულ მზად ვარ. თან, გაზაფხულია, ჩიტო!.. ამბობენ ხოლმე, სიყვარული კარიერაში ხელს მიშლისო. არაფერშიც არ მიშლის, ღამითაც გამოვნახავ რაღაც დროს და ის ხუთი წუთიც მეყოფა, მასთან ერთად რომ ვიქნები. ჩემთვის სიყვარული ორი ადამიანის ურთიერთობაა, ამიტომ, ცალმხრივად არ არსებობს. ამ ურთიერთობის დროს უამრავი სისულელე ხდება, ან, გგონია, რომ არ ხდება და მერე აანალიზებ, რომ თურმე ეს სისულელე იყო. სანანებელი არაფერი მაქვს და მადლობელი ვარ ჩემი ყოფილი შეყვარებულების ამის გამო.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია არჩილ სოლოღაშვილი

– მომენატრე ძალიან... სამწუხაროა, რომ ერთმანეთს იშვიათად ვხვდებით. სულ მაქვს იმედი, რომ ოდესმე აუცილებლად რომელიმე მიუზიკლში ერთად ვითამაშებთ.

– აა, ეს ჩემი ოცნებაა, ხომ იცი?! ვგიჟდები ისე მინდა მიუზიკლში მონაწილეობის მიღება. გახსოვს, პირველად „იმედის ტალღაზე” შევხვდით ერთმანეთს.

– „იმედის ტალღა ბენეფისი” ერთად წავიყვანეთ და ეგ პროექტი არ მიყვარდა, აჩიკო არ ვიყავი.

– უდიდესი მეგობარი გახდი ჩვენი – ჩემი და რატის, უდიდეს სტიმულს გვაძლევდი ყოველთვის. მახსოვს, „გაყრის” პრემიერაზე დაგვპატიჟე. მაგარი სპექტაკლი იყო და საოცარი იყავი სცენაზე. იმის შემდეგ, რამდენჯერაც სცენაზე გნახავ, ყოველთვის გაოცებული ვარ.

– სხვა მითხარი, რა ხდება შენს ცხოვრებაში? დიდი ხანია, არ გვინახავს ერთმანეთი.

– არაფერი განსაკუთრებული. ისევ რაღაც სიმღერებს ვაკეთებთ. ძალიან ბევრი და დიდი გეგმები გვაქვს, რომლებსაც, სამწუხაროდ, ვერ ვახორციელებთ, რადგან ყველაფერი მაინც ფინანსებთან არის დაკავშირებული. არ მიყვარს ხოლმე ამაზე ლაპარაკი, წუწუნი გამოდის, მაგრამ, ეს არის სიმართლე. უამრავი სიმღერა გვაქვს, ალბომიც თითქმის მზადაა, ხალხი ალბომს ითხოვს და ფინანსებს ველოდებით მის გამოსაცემად.

– მინდა, ისეთი სპონსორი გისურვოთ, რომ, ალბომის პრეზენტაცია აქ კი არა, სადმე უცხოეთში მოგიწყოთ; იმის უნარი და ფული გქონდეთ, რომ აქედან ის ხალხი წაიყვანოთ, ვისი დაპატიჟებაც გინდათ.

– სიმართლე გითხრა, ძალიან მინდა დროებით მაინც სადმე წასვლა...

– აუცილებლად უნდა წახვიდეთ, იმუშაოთ, ბევრი ფული იშოვოთ და დაბრუნდეთ.

– ასე ვფიქრობ მეც. ადრე არ მინდოდა, საოცარი პატრიოტი ვარ და სადღაც დროებით ყოფნაც ძალიან მიჭირს. ერთ კვირას თუ გავძლებ, მერე უკვე გამოქცევაზე ვარ. ახლა კი უკვე ისეთ ჭკუაზე ვარ, რომ, მივხვდი, წასვლა აუცილებელია. ვერც ერთ გეგმას ვერ ვახორციელებთ, ვერ ვაკეთებთ ვერაფერს და დავრწმუნდით, რომ თუ რაღაც არ შევცვალეთ, ამ წრეში ვიტრიალებთ დაუსრულებლად.

– „ფეისბუქზე” ვნახე ვენაში თქვენი მოგზაურობის ფოტოები.

– მე და ჩემი მეუღლე ვიყავით წასულები. რაღაც გამოკვლევები მჭირდებოდა, რომელიც ბარემ იქ ჩავიტარე და შემდეგ უკვე ძალიან ლამაზი დღეები გავატარეთ. ულამაზესი ქალაქია, საოცარი არქიტექტურით. მოკლედ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

– მინდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან კარგად დაგისრულდეს ყოველთვის. სულ მგონია, რომ ზღაპრის გმირი ხარ. ზღაპარი ხომ ბევრნაირია, მაგრამ, ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი კარგად მთავრდება. აი, ის ერთი პროცენტი არაფრით არ მინდა, რომ შენს ცხოვრებაში იყოს და, მინდა, სულ ბედნიერს გხედავდე. ვოკალისტებს, მსახიობებს, ხელოვან ადამიანებს, ზოგადად, გვაქვს იმის ბედნიერება, რომ ზღაპარში ვიცხოვროთ. ნიჭს ღმერთი იძლევა და შემდეგ უკვე ბევრი რაღაც ჩვენზეა დამოკიდებული. მინდა, შენი მხოლოდ წარმატებები მესმოდეს.

– ჩემთან ოჯახში რა ხდება, იცი?! ხომ შეიძლება, ერთხელ აჩიკოსთან ერთად მიუზიკლში ითამაშოო, – ხშირად ამბობენ ამას. „ბენეფისი” დიდი წარმატებით ვერ დასრულდა, სულ რამდენიმე გადაცემა გავიდა, მაგრამ, ჩემთან სახლში რა აჟიოტაჟი იყო, იცი?! ბრედ პიტი მედგა გვერდით სცენაზე! არა, ბრედ პიტი ვინ არის აჩიკოსთან! (იცინიან).

– ამ ალბომის პრეზენტაციას როდის გეგმავთ?

– გამოშვებას იმდენი თანხა სჭირდება, რომ, არ ვიცი, როდის მოვახერხებთ არადა, ძალიან ბევრი ადამიანი გვთხოვს ალბომს, ყველგან გვეკითხებიან, რატომ არ იყიდებაო. დიდი ტირაჟით უნდა გამოვუშვათ, რასაც ბევრი თანხა სჭირდება. ისე, როდესაც გამოუშვებთ, იდეა გვაქვს, რომ მისი პრეზენტაცია თქვენი თეატრის ეზოში მოვაწყოთ.

– ოჯახში რა ხდება?

– სიმშვიდეა. მეუღლე თავგადადებული მუშაობს; ცოლიც, ასევე, თავგადადებული შრომობს, მღერის. სიწყნარეა. სიახლე არაფერია, მშვიდად ვგრძნობთ თავს ერთად. სულ ამბობენ ხოლმე, თანაცხოვრებიდან ერთ ან სამ წელიწადში, ან, ასეთ რაღაც მოგონილ თარიღებში, ცოლ-ქმარს შორის კრიზისი იწყება – ჩხუბები, გაუგებრობები. არ ვიცი, ჩვენს შემთხვევაში ამის მსგავსიც კი არაფერია. მე და ვახო ძალიან ცოტა ხანს ვხედავთ ერთმანეთს, მხოლოდ გვიან საღამოს ახერხებს სახლში მოსვლას...

– არადა, ყველგან ერთად იყავით ხოლმე.

– ჰო, მაგრამ, ოჯახს ასე სჭირდება, სხვანაირად არ გამოდის, ჩემო აჩიკო. იმდენად დიდხანს ვიყავით სულ ასე ერთად, რომ ახლა ეს განტვირთვაც, თითქოს, რაღაც მხრივ კარგია – უფრო გვენატრება ერთმანეთი, სულ გვაკლია ერთად ყოფნა და საღამოს მონატრებულები ვხვდებით ერთმანეთს. თან, მიხარია, რომ ვახო თავის საქმეს აკეთებს – საქმეს, რომელიც უყვარს, იცის. თვითონ კმაყოფილია. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგადაა.

– ბავშვები?

– ჩვენი შვილები არაჩვეულებრივად გრძნობენ ერთად თავს, უყვართ ერთმანეთი. რაც შეეხება მესამეს, ეს ღმერთის ნებაა, მან იცის, როდის უნდა გაჩნდეს. ჩვენ ვფიქრობთ და მზად ვართ იმისთვის, რომ შვილი გვყავდეს. ამას ვერ დაგეგმავ ზუსტად, ღმერთი როცა ინებებს ახალი სიცოცხლის დაბადებას, მაშინ იქნება ყველაფერი.


скачать dle 11.3