კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განძი ჩააბარა „შუა ქალაქის“ პროდიუსერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის მეოთხე განყოფილების უფროსმა



სერიალ „შუა ქალაქის“ ბოლო სეზონის დასრულება ყველას კარგად გვახსოვს, როცა მარიკას ტყუპი ქალიშვილი შეეძინა და ეს ინტრიგად დარჩა – ყველას აინტერესებდა, რა იქნებოდა შემდეგ. ახალი სეზონიდან კი პატარების ეკრანზე გამოჩენამ სრულ შოკში ჩააგდო ტელემაყურებელი და გაჩნდა კითხვები: ვინ არიან ახალშობილი ტყუპები და საიდან მოიყვანეს ისინი? მიუხედავად იმისა, რომ ტყუპები სულ 3 თვისანი არიან, ყველას გასაკვირად, პროფესიულად პოზიორობდნენ კამერასთან და საკმაოდ მშვიდად ეგუებოდნენ ახალი მშობლების უცნაურ ქცევებს. გთავაზობთ ინტერვიუს ტყუპების მშობლებთან.

– გამარჯობა, მაკა თუ შეიძლება, გაგვეცანით.

– მე ვარ მაკა ფერაძე, 31 წლის. ჩემი მეუღლე არის დავით ღონიაშვილი, 34 წლის. ვმუშაობ შინაგან საქმეთა სამინისტროში… ძალიან გრძელი სათაური აქვს და ახლა მოითმინეთ (იცინის): საერთაშორისო ურთიერთობის მთავარი სამმართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების კოორდინაციის განყოფილების უფროსი (იცინის). ხომ მაგარი ვარ, რომ დავიმახსოვრე? ამჟამად ვიმყოფები დეკრეტულ შვებულებაში. მე და ჩემი მეუღლე დროებით მშობლებთან ვცხოვრობთ, რადგან ჩვენს ბინას ვარემონტებთ. გვყავს ერთი ვაჟი და ორი ტყუპი ქალიშვილი – ნუცა და ნატალი, რომლებიც უკვე 3 თვისანი არიან, მე და ჩემს მეუღლეს ყველა შვილი საერთო გვყავს (იცინის).

– მაკა, როგორ მოხვდით სერიალში, ვინ დაგიკავშირდათ?

– სიმართლე გითხრათ, მე თვითონ დავუკავშირდი სერიალის პროდიუსერებს და თავად შევთავაზე კანდიდატურა. მეც სწორედ მაშინ მეყოლა ტყუპები, როცა ის სეზონი დამთავრდა, ვითომ მარიკას რომ შეეძინა ტყუპები და ვიფიქრე – უი, რა კარგია, მეც და მარიკასაც ტყუპი გოგონები შეგვეძინა-მეთქი. მერე გავიგე, ასე, თბილისური კულუარული ინფორმაციის დონეზე, რომ სერიალში ტყუპი გოგონები სჭირდებოდათ და, ერთ მშვენიერ დღეს მეც დავრეკე და ვუთხარი, რომ ვარ ესა და ეს და, თუ გნებავთ, ბავშვებს მოვიყვან ქასთინგზე-მეთქი (იცინის) და იქიდან პირველი კითხვა იყო: ბავშვი თქვენიაო? უცებ დავიბენი, ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა, მეგონა, სხვაგან მოვხვდი და ვიღაც მაშაყირებდა. მერე ვკითხე, უკაცრავად, სად მოვხვდი და ვის ვესაუბრები-მეთქი, აღმოჩნდა ვანო ჭელიძე, რომელმაც მერე ვიღაცას დაუძახა ტყუპები ვიპოვეთო და იმხელა ოვაციები იყო ტელეფონში, რომ ისევ დავეჭვდი. მერე ვანომ ამიხსნა, რომ ეს ბუნებრივი რეაქციაა, რადგან უკვე შეწუხებულები ვიყავით, რა უნდა ვქნათ, ტყუპები რომ ვერ ვიპოვოთო და უკვე ვაპირებდით, ყველა სამშობიაროსთვის დასახმარებლად მიგვემართაო.

– პატარებმა როგორ გაართვეს თავი ქასთინგს?

– გადასარევად იპოზიორეს (იცინის). ჩაწერამდე ერთი დღით ადრე დაგვიბარეს რეპეტიციის გასავლელად, აინტერესებდათ, რამდენ ხანს გაძლებდნენ ბავშვები გადასაღებ მოედანზე. მაგრამ ყველას გასაოცრად, გადაღება თითქმის 3 საათს გაგრძელდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ისე მოეწონათ, რომ არც უტირიათ და არც ახალი მშობლები იუცხოვეს. ერთი სიტყვით, ძალიან კარგად იქცეოდნენ, ისე, როგორც ნამდვილ მსახიობებს ეკადრებათ.

– მეუღლე როგორ დასთანხმდა თქვენს წინადადებას ბავშვების „გასხვისებაზე“?

– აბსოლუტურად ჩვეულებრივად. მეუღლეს მას შემდეგ ვუთხარი, როცა უკვე სტუდიაში დარეკილი მქონდა და მიღებაზე ჩავეწერე, თუმცა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ამის წინააღმდეგი არანაირად არ წავიდოდა.

დათო (ტყუპების მამა): საწინააღმდეგო რა უნდა მქონოდა, პირიქით მგონი, ყველა დასთანხმდებოდა ასეთ რამეს, მით უმეტეს, როცა იცი, რომ ბავშვებს ისეთი მშობლები ეყოლებათ როგორებიც ირაკლი და მარიკა არიან, მეზობლად კი დები ღლონტები იქნებიან, იქ მოწყენილობა იქნება?! თან, მით უმეტეს, ახლა თამარი ხდება ტყუპების ძიძა.

– თავად რა პროფესიის ბრძანდებით?

– შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის მეოთხე განყოფილების უფროსი.

– რა იყო, ამ ცოლ-ქმარს რა დაგემართათ?!

– (იცინიან) რა ვქნათ, ასე ჰქვია ჩვენს თანამდებობებს და ჩვენ ხომ არ შევამოკლებთ.

– დათო, ხომ არ ეჭვიანობთ ტყუპების ახალ მშობლებზე?

– არა, მაგრამ ირაკლიმ ჯერ ვერ გაიარა ადაპტაცია. სულ ეშინოდა – ვაიმე, არ იტიროს ან ხელიდან არ გამივარდესო. ჩვენ სულ კულისებში ვიდექით და, სხვათა შორის, არც კი გვინერვიულია. მათთან აუცილებლად ვიმეგობრებთ, როგორც ტყუპის ორი წყვილი დედ-მამა (იცინის). მართლა ძალიან კარგი კოლექტივია როგორც მსახიობების, ასევე მთელი შემოქმედებითი ჯგუფი. დარბაზში ხომ ზის მაყურებელი და, რა თქმა უნდა, მათთვის სიურპრიზი იყო ნამდვილი ბავშვების გამოჩენა. სცენაზე რომ შემოიყვანეს, დაინახეს თუ არა, იმხელა ტაში და ოვაციები მოჰყვა, რომ ლამის დუბლი გაფუჭდა. პროდიუსერებს ეგონათ, ამ ხმაურზე ბავშვებს შეეშინდებოდათ და ტირილს დაიწყებდნენ, მაგრამ, ყველას გასაოცრად, არც ერთს არ უტირია. ჩვენც კი გვიკვირდა, ისე მშვიდად იყვნენ მთელი ეს პერიოდი: ეძინათ, ჭამდნენ, პამპერსებიც გამოვუცვალეთ და, რა ვიცი, ერთი სიტყვით, საამაყოდ იქცეოდნენ.

– პატარებს უკვე დაუნიშნეს ხელფასი?

მაკა: არა, ამაზე არც გვისაუბრია და არც გვინდა. ჩვენ ფულის გამო არ მივსულვართ იქ და ამიტომ ეს საერთოდ არ დგას დღის წესრიგში.

– თქვენი ბიჭი ხომ არ ეჭვიანობს?

– არა, უბრალოდ, იმას ამბობს, რომ ერთ-ერთი მაინც ყოფილიყო ბიჭი, ომობანას ვითამაშებდითო.

– ირაკლის გაუჭირდა ტყუპების განსხვავება ერთმანეთისგან. თქვენც ხომ არ გიჭირთ?

– არა, სხვათა შორის, არც თავიდან გამჭირვებია და არც ახლა მიჭირს. აი, ცოტა ბებიასა და ბაბუას უჭირთ და ახლა სწავლობენ. ვერ ვიტყვი, ძალიან იდენტურები არიან-მეთქი, რადგან ერთი უფრო ბუთქუნა დაიბადა, ვიდრე მეორე და, ისედაც, ძალიან არც სახით ჰგვანან ერთმანეთს. ყველა სიკეთესთან ერთად, ხასიათითაც განსხვავდებიან: ნუცა უფრო მძინარაა, ნატალი კი უფრო ფხიზელი გოგოა, თუმცა, არც ერთი არ ტირის, როცა ღვიძავთ, ორივეს თამაში უყვარს.

– სერიალში რომელს რა ჰქვია?

– სერიალში მარიამი და ნინი „დაგვარქვეს“: ნუცა არის მარიამი და ნატალი არის ნინი, ანუ ნათლობის ორი სახელიც გვაქვს. ასე რომ, ბავშვებს ჰყავთ ორი წყვილი მშობლები და აქვთ ორ-ორი სახელი. სხვათა შორის, ჩვენ კიდევ ერთი სიხარული გვაქვს ოჯახში: პატრიარქმა მოგვინათლა ტყუპები, რადგან ყოველ მესამე ბავშვს ნათლავს პატრიარქი და რადგან ტყუპები არიან, არ დააშორეს და უწმიდესმა ორივე ერთად მონათლა.



ბესო მახარაშვილი


скачать dle 11.3