კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ეთერ კაკულია საკუთარ შვილზე ათი წლით უფროსი



მომღერალი და არაჩვეულებრივი ქალბატონი, ეთერ კაკულია, რომელსაც ძალიან უყვარს სიცილი და ადამიანებს საოცრად დადებით და კარგ განწყობას გადასცემს, მთელი ცხოვრების განმავლობაში უვლის თავს და შესაბამისად, ყოველთვის კარგად გამოიყურება.



ეთერ კაკულია: მთელი ცხოვრება ვუვლი თავს. ბავშვობაში ისეთი მეტიჩარა ვიყავი, დედაჩემს მელიის ბეწვი ჰქონდა, „ჩერნაბურკას“ რომ ეძახიან, იმას მოვიდებდი ხოლმე, ქუდებს ვიხურავდი. მაშინვე მიყვარდა არტისტობა. იცით, როგორ მახსოვს? დასხდებოდნენ ნათესავები, მე გამოვიდოდი და ვიმანჭებოდი, ისინი კი სიცილით იხოცებოდნენ. ფალიაშვილის ქუჩაზე, 102 ნომერში ვცხოვრობდი, იმიტომაც მინდა, 102 წელი ვიცოცხლო. ისე, რატომ არ უნდა გავძლო 102 წლამდე?! მეკითხებიან ხოლმე, როგორ გამოიყურებით ასეო, ნაოჭები არ მაქვს, სახე არც გადამიჭიმია და არც გადმომიჭიმია, ტუჩები, ბიუსტები არ გამიკეთებია, ყველაფერი საკუთარი მაქვს. იცით, რატომ ვარ ასე? ხასიათი მაქვს ძალიან დადებითი, ზეაწეული, თანაც ადამიანი მიყვარს ძალიან. ადამიანი როგორი მოსაფერებელი და დასაფასებელია, არაა?! იცით, რა მაქვს დადებითი და რატომ ვცხოვრობ ასე? არასდროს არ ვარ ცუდ განწყობაზე, საკუთარი თავი მიყვარს ძალიან, არ ვიცი, რა არის შური, ბოროტება. თან, ჯერ ერთი, ვერავინ გაიგო, რამდენი წლის ვარ. მეც კი დამავიწყდა, იმდენს ვიტყუები. უცხოეთში რომ მივდივარ და პასპორტში, ჩავიხედავ, მაშინ მახსენდება, რამდენის ვარ, მაგრამ რვა პასპორტი მაქვს. რამდენჯერაც ფესტივალზე მივდიოდი, იმდენჯერ თავს ვიპატარავებდი და დამიგროვდა. ბოლოს ისე დავიპატარავე თავი, რომ ჩემს შვილზე ათი წლით უფროსი გამოვედი.

– როდის დაიწყეთ სერიოზულად გაპრანჭვა, მაკიაჟის გაკეთება?

– სკოლა რომ დავამთავრე და უნივერსიტეტში პირველ კურსზე ვსწავლობდი, მაშინ დავდექი პროფესიულ სცენაზე. მართალია, თვითშემოქმედება ერქვა, მაგრამ მაღალი დონე იყო იქ და მაშინ დავიწყე „ლაითად“ მაკიაჟის გაკეთება, მერე თანდათან გავაუმჯობესე. უნივერსიტეტიდან „გეპეის“ ანსამბლში ვიყავი, შემდეგ „რეროში“, რადიო-ტელევიზიის სოლისტი ვიყავი 15 წელი და ძალიან კარგი ცხოვრება მაქვს განვლილი. რომ ამბობენ ზოგიერთებზე, ვარსკვლავიაო, მაშინ მე მზე ვარ. როცა მზე ანათებს, ვარსკვლავები აღარ ჩანან.

– როგორ უვლით სახის კანს?

– 20 წლიდან დავდივარ კოსმეტოლოგთან. ყველაფერს ვიკეთებდი, რაც არსებობდა, დაწყებული მასაჟიდან. ხშირად მქონდა გასტროლები და მთელი დღის განმავლობაში სილამაზის სალონებში ვიჯექი. მასაჟებზე ვგიჟდები. მასაჟზე უკეთესი დამამშვიდებელი, მგონი, არ არსებობს. არაჩვეულებრივი კოსმეტოლოგი მყავდა, დოდო გვიშიანი, რომელიც თან ლექსებს წერდა და მის ლექსებზე რამდენიმე სიმღერაც ჩავწერე. ძალიან კარგ კრემებს ამზადებდა, რომლებიც უნიკალური იყო. ქალი ყოველთვის უნდა უვლიდეს თავს, ძალიან მიყვარს სარკე, სარკის ქალი ვარ და ხშირად ვიხედები. პირველად, მაშინ როდესაც პროფესიულ სცენაზე დავდექი, არ იყვნენ ვიზაჟისტები და ჩვენ თვითონ ვიკეთებდით მაკიაჟს. ახლა, რომ მივდივარ, ვიზაჟისტი ხელს აღარ მკიდებს – ყველაფერი კარგად გაქვთო. მე მაინც ვეუბნები, გამიკეთე-მეთქი, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს, როცა მაკიაჟს მიკეთებენ.

– გიყვართ გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები?

– ყოველ კვირას სხვადასხვა ფერის თმა მქონდა. საერთოდ, წაბლისფერი თმა მაქვს. დილით წავედი საპარიკმახეროში და ძალიან ღია ყვითელ ფერზე შევიღებე. მამაჩემი უნივერსიტეტში იყო წასული, მეც გამოვედი ლექციებიდან, გოგონებთან ერთად შატალოზე ვარ. ვიფიქრე, ახლა დამიწყებს რაღაცეებს-მეთქი, მომესალმა და წავიდა – ვერ მიხვდა, რომ მე ვიყავი. ძალიან მიყვარს ხუჭუჭი თმა და ხშირად ვიკეთებდი „ქიმიას“. ყოველკვირა მინდოდა, სხვანაირი ვარცხნილობა მქონოდა, პარიკებიც ძალიან მიყვარს, ბევრი მაქვს.

– როგორი სურნელის სუნამო გიყვარს?

– ძალიან მიყვარს „ჯორჯო არმანის“ სუნამო. ბევრი სუნამო მაქვს და ბევრსაც მჩუქნიან. არ ვიცი სუნამოს შენახვა, ყველა უნდა გავხსნა. ერთს კი არ ვისხამ, რამდენიმეს და ეს მსიამოვნებს. მერე სხვანაირი სურნელი ამდის. ეს ჩემი აღმოჩენაა და ყველას მოსწონს – რა გასხიაო, მეკითხებიან ხოლმე. მამაკაცებს აქვთ ძალიან კარგი სუნამოები, შეგიძლია, სურნელით გაარჩიო ისინი.

– როგორ ფიქრობთ, მამაკაცი ხომ უნდა უვლიდეს თავს?

– მამაჩემი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა და ბოლო წლებამდე პედიკიურს იკეთებდა, არც გადახრა ჰქონდა და არც არაფერი. რომ ამბობენ ხოლმე, თუ კაცმა ფრჩხილები გაიკეთა, „გეიაო“, არ არის სწორი. ჩემი შვილი დღემდე იკეთებს ფრჩხილებს. პედიკიური ჯერ არ გაუკეთებია და მინდა, რომ გავაკეთებინო. საერთოდ, მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ერთი რამ: ფრჩხილები უნდა ჰქონდეთ მოვლილი, ეს ჰიგიენაა. რამდენჯერ შევსულვარ სილამაზის სალონში და კაცები თმას იღებავენ, ერთი ბიჭი შავი თმით შემოვიდა და ქერა გავიდა. რაღაც ორიგინალურია, არაა?!

– საკუთარი გარეგნობის მიმართ კრიტიკული თუ ხართ და რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს გარეგნობაში?

– თუ ქალს უნდა, რომ შეიცვალოს გარეგნობაში რაღაც, უნდა გაიკეთოს პლასტიკური ოპერაცია, ამის მომხრე ვარ. მე არ ვიცი, რა მჭირდება, ამაზე არ მიფიქრია. ადამიანს თუ უშნო ცხვირი აქვს, უნდა გაიკეთოს ოპერაცია, მაგრამ ტუჩების ოპერაციის – სილიკონების მომხრე არ ვარ. მიკვირს იმ მამაკაცის, რომელსაც ეს მოსწონს, უცბად, კოცნის დროს, რომ გასკდეს?! ყველას ემჩნევა გადმოტრიალებული აქვთ ტუჩები. კაცი რომ ვიყო, ეს არ მომეწონებოდა. საერთოდ, ჩემს გარეგნობაში ყველაფერი მომწონს, ფეხებიც მომწონს – ლამაზი ფეხები მაქვს. ახლა ცოტა წონაში მოვიმატე, არადა, სცენაზე რომ დგახარ, არ უნდა მოიმატო, ამ საკითხში კრიტიკული ვარ. შემიძლია, ყავა და ყველი მთელი კვირა ვსვა და ვჭამო. ვინც გაუძლებს, ხუთ კილოს დაიკლებს, მე ვუძლებ და მომენტალურად ვხდები.

რჩევა: ქალები სულ ლამაზები რომ იყვნენ, ბევრი უნდა იცინონ. კაცებმაც უნდა მოუარონ თავს, რომ ქალებს მოეწონოთ.

ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3