კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

კანის კინოფესტივალი ბრუნისა და სარკოზის გარეშე

კანის კინოფესტივალის გახსნის დღემ, მიუხედავად იმისა, რომ მას მრავალი ცნობილი სახე დაესწრო და წითელ ხალიჩაზე უამრავმა სელებრითმა გაიბრწყინა, მაინც მთავარი გმირების გარეშე ჩაიარა. მთელი საფრანგეთი და, სავარაუდოდ, მთელი მსოფლიო ელოდა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და მისი მომხიბვლელი მეუღლის – კარლა ბრუნის გამოჩენას წითელ ხალიჩაზე, თუმცა, ფესტივალის ორგანიზატორებს წინასწარ ეცნობათ, რომ, გარკვეული მიზეზების გამო, საფრანგეთის პირველი ლედი ვერ დაესწრებოდა ვუდი ალენის ფილმის – „შუაღამე პარიზში” – საპრემიერო ჩვენებას, სადაც კარლა ბრუნმა ერთ-ერთი ეპიზოდური როლი შეასრულა. არსებობს ვერსია, რომ ფესტივალზე კარლა ბრუნის არდასწრების მიზეზი საპატიოა, რადგან პირველი ლედი ფეხმძიმედ არის და 2011 წლის ოქტომბერში ტყუპებს ელოდება. აღსანიშნავია, რომ პირად ცხოვრებასა და, მით უმეტეს, ფეხმძიმობაზე საუბარს პრესასთან კარლა ბრუნი თავს არიდებს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის

ინიციატივა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა გადაწყვიტა უარი თქვას ხელფასის აღებაზე მანამ, სანამ კრიზისი ატომურ სადგურ „ფუკუშიმა 1-ზე” არ დარეგულირდება. კანის თქმით, სახელმწიფო ისევეა პასუხისმგებელი მომხდარ კატასტროფაზე, როგორც „ფუკუშიმას” ოპერატორი „ტერსო”, რადგან სწორედ სახელმწიფო აყალიბებს ენერგეტიკულ პოლიტიკას. ნაოტო კანის ერთი თვის ხელფასი 1,6 მილიონ იენს შეადგენს, რაც დაახლოებით 20 ათასი დოლარია და ივნისის თვიდან ეს თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაირიცხება. საინტერესოა, რომ იგი განაგრძობს ხელფასის აღებას, რომელიც მას პარლამენტის წევრის სტატუსით ეკუთვნის, თუმცა, ეს თანხა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მისი, როგორც პრემიერის ხელფასს და 10 ათას დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ, პრემიერის მსგავსად, ხელფასის აღებაზე უარი „ტერსოს” პრეზიდენტმა მასატაკო შიმიძუმ და კომპანიის სხვა ტოპ-მენეჯერებმაც განაცხადეს.

ირლანდიელებმა დედოფალი ელიზაბეთ მეორე პრინცესად აქციეს

ირლანდიის ტურიზმის განვითარების დეპარტამენტმა, ერთ-ერთ რადიორეკლამაში, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ მეორე „მის აღმატებულებად” მოიხსენია და ამით დედოფლის ტიტული პრინცესის ტიტულამდე დასწია. აღმოჩნდა, რომ ბრიტანული კანონით, დედოფლის ან მეფის ხსენებისას, აუცილებელია, წარმოთქვა ტერმინი – „მისი უდიდებულესობა”, ხოლო რანგი – „მისი აღმატებულება” – მხოლოდ პრინცების ან პრინცესების ხსენებისას არის დაშვებული. ირლანდიურმა მხარემ უმალ აღიარა შეცდომა და რეკლამა ეთერიდან მოხსნა. 17-20 მაისს დედოფლის ვიზიტია დაგეგმილი ირლანდიაში და ეს იქნება ბრიტანელი მონარქის პირველი ვიზიტი კუნძულოვან სახელმწიფოში უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში – ბოლოს, 1911 წელს, ირლანდიას მეფე გეორგ მეხუთე ეწვია.

პუტინის „ლადა”

რუსულმა ავტომწარმოებელმა „ავტოვაზმა” საზოგადოებას ახალი მოდელი – „ვაზ-2190”, ანუ, „ლადა გრანტი” წარუდგინა, რომლის ტესტირებაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი მიიწვია. საინტერესოა, რომ, სანამ პუტინი საჭეს მიუჯდებოდა, მან ავტომობილის უკანა საბარგულის გახსნა გადაწყვიტა, რაც პირველ ჯერზე არ გამოუვიდა, ხოლო, დაქოქვის დროს, გაზის ელექტრონული პედლის გამო, მანქანა ძნელად, მხოლოდ მეორე ცდის შემდეგ დაიქოქა. „ლადა გრანტი” „ლადა კალინას” მოდელზეა აწყობილი და მომავალი წლიდან ამ მოდელის ამჯერად ავტომატური კოლოფით წარმოება იგეგმება. პუტინმა რამდენიმე წრე გააკეთა ავტომობილით და განაცხადა, რომ მანქანა სასიამოვნო სატარებელია და, იმედი გამოთქვა, რომ დაინტერესდებიან ევროპული ქვეყნები.

დაჯარიმება – სიტყვა „ბერლუსკონის” გამო

იტალიის მასობრივი კომუნიკაციების კონტროლის სამსახურმა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ იტალიურ ტელეარხ „რაის”, ეთერში სილვიო ბერლუსკონის გვარის ხშირი ხსენებისთვის ჯარიმა გამოუწერა. კონტროლის სამსახურის მტკიცებით, 1-7 მაისს ტელევიზიის ეთერით მიმდინარეობდა საარჩევნო სააგიტაციო ვიდეოების ჩვენება, სადაც ბერლუსკონის პარტიას – „თავისუფლების ხალხს” – უფრო დიდ დროს უთმობდნენ, ვიდრე სხვა პოლიტიკურ ფიგურებს. „რაის” ქმედება იტალიის ოპოზიციურმა პარტიებმა მკაცრად გააკრიტიკეს, ხოლო ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პირდაპირ ეთერში ბერლუსკონი ლუკაშენკოს შეადარა და თქვა, რომ იგივე ხრიკები, რაც ლუკაშენკოს მინსკში გასდის დონ სილვიოს აქ არ გაუვა.


скачать dle 11.3