კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეორე „დიდგორი“

ანუ, ჩამაგდე ისევ ჭაში!

ის დღე ისევ დადგა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მისი ხიბლი არც არასდროს გახუნდება (მეტიც, ლამის მეორე დიდგორად იქცეს, თუ, რა თქმა უნდა, ამ ტემპით განვაგრძობთ). ზუსტად 30 წლის წინათ თბილისის „დინამომ“ თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის „კარლ ცაისი“ ორით ერთი დაამარცხა. ეს თარიღი თავის დროზეც დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა, მათ შორის, იმიტომაც რომ ჩვენ, ბედკრულები, ჯერაც საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით. ამ გამარჯვების დიდება არც შემდგომ წლებში გახუნებულა. მეტიც, არც დამოუკიდებლობის შემდეგ და პროცესში, რაც ქართული ფეხბურთი საკავშიროს გამოეყო, საკუთარი ჩემპიონატი შექმნა და, ასეც შეიძლება, ითქვას – ფეხბურთის თამაშიც დაივიწყა.

ამის მიუხედავადაც, ყოველ წელს არა მხოლოდ საფეხბურთო სამყარო (თუ იმას, ჩვენ რომ ბურთს ვაგორებთ, სამყაროსთან რამე კავშირი აქვს) ამ თარიღს უხმაუროდ არ ტოვებს. თუმცა წელს, შესაძლოა იმიტომ, რომ მრგვალი თარიღია, წარსული დიდება განსაკუთრებული პომპეზურობით გავიხსენეთ (კარლცაისელი ვეტერანებიც გვესტუმრნენ). ხოლო, თუ 30 წლის განმავლობაში ამაზე ფასეული არაფერი შეგვიქმნია (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საფეხბურთო მიღწევები მაქვს მხედველობაში), როგორც ჩანს, არც ქართული საფეხბურთო სამყაროსთვისაა უცხო შეგონება, არ დავასახელებ რა, მაგრამ, ხავსს ეჭიდებოდაო (და მერე რა, რომ 30 წლის წინათ ის სულაც არ ჰგავდა ხავსს).


скачать dle 11.3