კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოცოცხლებულები

„მინისტრო, მინისტრო, რატომ გაქვს ამხელა კბილები“?

მომავალ წელს სამ მილიონ ტურისტს ველით (ბუნებრივია, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მსოფლიოში აქამდე არსებული კლიმატი შენარჩუნდება). ამ ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს ხელისუფლებას, რომელიც, როგორც უკვე მოგვახსენეს, ტურისტების მისაღებად ემზადება (აი, ის კი, თუ როგორ, აღარ დაუკონკრეტებიათ), ზამთრის პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობა აძლევს, რომლებიც წელს 43 პროცენტით მეტნი ყოფილან, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

ჯერჯერობით პირდაპირ არ მინიშნებულა, რომ ვიზიტორთა სიმრავლე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უშუალო დამსახურებაა (თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუ მაჩვენებელი 3 მილიონამდე ავა, არც ეს შეფასება დაახანებს), სამაგიეროდ, „მერკური 2011-ზე“ პრეზიდენტმა ქ-ნი ქობალიას მისამართით ტკბილი სიტყვები არ დაიშურა. მომყავს ციტატა სიტყვასიტყვით: „ეკონომიკის მინისტრმა მთლიანად გამოაცოცხლა სამინისტრო. თავიდანვე ყველას ვაფრთხილებდი, რომ არ მოეტყუებინა მის სანდომიან გამოხედვას, რადგან ვერას უფრო დიდი კბილები აქვს, ვიდრე დელფინს.“

პირველი პირისავე განმარტებით, სწორედ ამ კბილების წყალობით, ეკონომიკის სამინისტროში ვერა ქობალიას მისვლის შემდეგ ახალი სულისკვეთება გაჩენილა – მინისტრი და მისი თანამშრომლები დღედაღამ მუხლჩაუხრელად შრომობენ!

ერთი სიტყვით, საქართველოს სრულიად აღმასრულებელი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არა ქ-ნი ქობალია, ქართულ ეკონომიკას აღმასვლა არ ეწერა. ხოლო, თუ ამას ზემომოტანილ შედარებასაც დავუმატებთ, „წითელქუდას“ რემიქსი შესაძლოა, ასეც ითქვას:

– მინისტრო, მინისტრო, რატომ გაქვს ასეთი დიდი კბილები?

– იმიტომ რომ ქართული ეკონომიკა კიდევ უფრო მდგრადი გავხადოო!


скачать dle 11.3