კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

სად დაიარება ვანო ჯავახიშვილის ცოლი ჩუმ-ჩუმად და რა მსხვერპლი გაიღო მან ოჯახის სიამოვნებისთვის



ვანო ჯავახიშვილმა ცოლი სწორედ იმ ასაკში და იმ პერიოდში მოიყვანა, როცა საკუთარ თავში ოჯახის შენახვის შესაძლებლობები იგრძნო და იმაშიც დარწმუნდა, რომ თავისი ცხოვრების მეგზურთან ერთად ბედნიერი იქნებოდა. ამისთვის ორი წელი დასჭირდა.

ვანომ ჟურნალისტი თაკო მურუსიძე რადიო „ფორტუნაში“ გაიცნო. ახლა თაკო მერიის პრეს-სამსახურშია. ცოლ-ქმარი შინ გვიან ბრუნდება, მათ პატარა ნიკოლოზს კი თაკოს მშობლები უვლიან, მაგრამ მალე ვანო და თაკო ახალაშენებულ ბინაში გადავლენ და ბავშვის მოვლა და საოჯახო საქმეების მოგვარებაც თავად მოუწევთ.



– როგორია ქმრის როლში ყოფნა?

– ქმრად ყოფნა ძალიან რთული საქმეა, იმიტომ, რომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება, ვიდრე მანამდე გქონდა. ნანულისთან ცხოვრება უფრო რთული იყო, დამცირების დონეზე ჰყავდა ქმარი დაყვანილი (ნანულისა და გურამის სკეტჩს გულისხმობს – ე. პ.). ახლა ასე აღარ ხდება. ტიპური ქართული ოჯახი მაქვს. იქ ცოლის ოჯახი, ნათესავებიო... ხომ იცი, ყველას თვალში კარგი უნდა იყო, თუმცა, ისედაც კარგი ბიჭი ვარ.

– ასე გეუბნებიან, კარგი ბიჭი ხარო?

– ჰო, მესიჯებს მწერენ. ეს რა კარგი ბიჭი შემოვიდა ჩვენს ოჯახშიო, – ამბობენ. პრობლემა არავისთან მაქვს, ღმერთმა დამიფაროს. ტიპური ქართველი მამაკაცი ვარ, მშვიდი, დამთმობი. არის რაღაცეები, რასაც, ვარიანტი არ არის, გადავახტე. არსებობს ოჯახები, სადაც ქალები კაცზე მეტს ლაპარაკობენ, მაშინ, როცა კაცს აქვს სალაპარაკო. ამას მდგომარეობიდან გამოვყავარ.

– შენ ხომ არ ხარ ისეთი ქმარი, რომელიც ცოლს ხმას არ აღებინებს?

– თაკომ იცის, რომ ეს მაღიზიანებს. შეგნებული გოგოა. აბა სხვანაირს ხომ არ მოვიყვანდი ცოლად?! ორი წელი ვიყავით ერთად და იდეალური შევარჩიე. როგორც შეყვარებულობის დროს ვიყავით, ახლაც ისეთი ურთიერთობა გვაქვს და, არ მგონია, რამე შეიცვალოს. როდესაც კონფლიქტი მოსდით, გამოდის, აღარ უყვართ ერთმანეთი, მობეზრდათ. თუ მოსაბეზრებელი იყო, მაშინ იმ ორ წელიწადში მომბეზრდებოდა. იმ პერიოდში გავიგეთ ერთმანეთის შესაძლებლობები, რა უარყოფითი თვისებები გვახასიათებს და რაში შეიძლება ვერ შევეწყოთ.

– და, რა აღმოაჩინე?

– ჩემთვის ცუდი თვისებაა არაპუნქტუალობა, მაგრამ როცა მე მჭირდება, თაკო ჩემთან ყოველთვის პუნქტუალურია. სამსახურში თუ ვაპირებ მის წამოყვანას, იცის, რა დროსაც გამოვდივარ სახლიდან და, თუ იმ დროს გადააცილა, მარტო წავალ. არ უყვარს რაღაც საკითხების აწონ-დაწონა, შეუძლია, პირდაპირ გააკეთოს ის, რასაც ფიქრობს. მე ცხრაჯერ გავზომავ... თუ როგორ არის? ჰო, ასჯერ გავზომავ და ერთხელ გადავჭრი. თაკოს კიდევ, უცებ რაღაც მოუვა თავში აზრად, ეს ვიყიდოთ, ასე გავაკეთოთ და – მორჩა, თუმცა, უჩემოდ მაინც არ მიიღებს გადაწყვეტილებას. მოკლედ, უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეგვიძლია.

– მალე ახალ ბინაში გადახვალთ. ყველა ვერ ახერხებს ცხოვრების უცებ აწყობას. წესით, შენი ცოლი კმაყოფილი უნდა იყოს.

– ჰო, მალე გადავალთ. საერთოდ, ქალები აკეთებენ ხოლმე რემონტს თავისი გემოვნებით, მაგრამ მე არავინ მიმიკარებია, ყველაფერი თვითონ გავაკეთე, თაკო მენდო გემოვნებაში. სანამ ცოლად მოვიყვანდი, მაშინ დავიწყე ამ ბინის აშენება და მერე დავნიშნე. თვითონ გადამაწყვეტინა, თორემ, ალბათ, მე ვერ გადავწყვეტდი. ბანკს რომ არ მოეცა, ამხელა თანხას ვერ მოვუყრიდი თავს. ფაქტობრივად, გავრისკე. ახალგაზრდები ცალკე უნდა ცხოვრობდნენ, აბა, რა!

– დაოჯახდით თუ არა, ქირით დაიწყეთ ცხოვრება. არ იყო რთული, ქირაც გეხადა, თანხა მშენებარე ბინაშიც შეგეტანა და ოჯახშიც რაღაც მიგეტანა, რომ ცოლისა და ცოლისიანების თვალში უხეირო ქმარი არ გამოჩენილიყავი?

– კი, ძნელი იყო და ამიტომაც გადავედი ცოტა ხანს თაკოს სახლში, რუსთავში. თან, ბავშვს თაკოს მშობლები აქცევენ ყურადღებას, იმიტომ რომ, თაკოც მუშაობს. მაგარი რამეა საკუთარი ოჯახი. მარტო ცხოვრებით იღლება ადამიანი, მეც ასე ვიყავი. ბავშვი რომ შეგეძინება, ეს კიდევ სხვა სამყაროა, მერე ხვდები, რომ ამაზე კარგი არაფერი არსებობს.

– სიდედრ-სიმამრთან ცხოვრება, რაც გინდა კარგი ურთიერთობა გქონდეს, მაინც თავისებური დისკომფორტია. ასე არ არის?

– ფაქტობრივად, არ მიწევს იმ სახლში ცხოვრება. დილით გამოვდივარ და საღამოს შევდივარ, როცა ძილის დროა. თაკოც ასეა. ჩემი სიდედრ-სიმამრი იმდენად კარგი ადამიანები არიან, რომ არაფერს მაწყენინებენ. ყველაფერი მიჩვევაზეა, მაგრამ საკუთარი სახლი მაინც ყველაფერს ჯობია.

– იქნებ, ტრუსით გინდა გავლა-გამოვლა, ხომ?

– ჰო, თავისუფლად გინდა მოძრაობა. არა, იქაც არ არის პრობლემა, მაგრამ მაინც საკუთარი სახლი მირჩევნია. სამზარეულოშიც თვითონ ტრიალებენ, ჩემს მენიუზე არიან აწყობილები და ამის გამო შეწუხებული ვარ. მე ძალიან მიყვარს ხორციანი კერძები, იმათ კი – მსუბუქი საჭმელები. ახლა მთელი ოჯახი გადავიდა ხორციან კერძებზე და თავს უხერხულად ვგრძნობ, მგონია, რომ ამით ვაწუხებ. ჩემს ცოლს ეკითხება ხოლმე ჩემი სიდედრი, რა მოვამზადოო. თაკომ ხომ იცის, რაც მიყვარს და იმას აკეთებენ. აბა, მე რომ მკითხოს, იცის რასაც ვუპასუხებ: რაც თქვენ გაგიხარდებათ, ის გააკეთეთ-მეთქი.

– შენ რას აკეთებ მათი გულის გასახარად?

– მეც ხელდამშვენებული მივდივარ სახლში – ვიცი, რომ ძალიან უყვართ ტკბილეული. არ მინდა, მარტო თვითონ წუხდებოდნენ ჩემს გამო, მეც მინდა, რაღაცით შევიწუხო თავი. არ ვარ „დარმაედი“ სიძე, არაფერი რომ არ აინტერესებთ. კარგი, დაბალანსებული, სწორ გზაზე დაყენებული ადამიანი ვარ, ცოტა შორსმჭვრეტელი და გათვლებზე აწყობილი, აი, ისეთი, ამერიკელები რომ დადიან ბლოკნოტებით. ჩემი გრაფიკი მაქვს ჩამოწერილი.

– ნათქვამია, ოჯახში რამდენი კაციც მუშაობს, იმდენი შვებააო. თაკოს ხელფასიც, ალბათ, შეღავათია შენთვის.

– თამარი რომ მუშაობს, რა, მერე? თავის თავს ინახავს და ბავშვისთვის ყიდულობს რაღაცეებს. დალხენილად არ ვცხოვრობთ ვალების გამო – ავეჯის განვადება და ათასი რაღაც გვაქვს. ამიტომ, ვცდილობთ, ცოტა ხელმომჭირნეები ვიყოთ. ბოლოს მაინც ისე ხდება, რომ სამსახურში წასასვლელ ფულს მე ვაძლევ. ცდუნებას ვერ უძლებს. თან, მშობლებიც ისეთი ჰყავს, მაღაზიები რომ უყვართ. რომ დავურეკავ და ვკითხავ, სად ხარ-მეთქი, მაღაზიაში ვარო, – მპასუხობს, ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა კაბა ისე უყიდია, ჩემთვის არ უთქვამს, მაგრამ მე ხომ დამინახავს. იცის, როგორი რეაქციაც შეიძლება მქონდეს.

– ოოო... გინდა, აჩვენო, ოჯახში მთავარი ძალა მე ვარ და ყველა უნდა მემორჩილებოდეთო? რა რეაქცია შეიძლება გქონდეს, თუ უშენოდ გადაწყვიტა კაბის ყიდვა?

– ცუდი რეაქცია არ მექნება, მაგრამ ვეტყვი: კი მაგრამ, ბინისთვის რომ რაღაც გვაქვს საყიდელი, იმაზე რა ვქნათ-მეთქი? არა, ყველა ქალი ერთნაირია. ახლა ძალიან მინდა, სუნამო ვუყიდო, იმიტომ, რომ დიდი ხანია, მთხოვს. ორი თვე არ გავითვალისწინე და შემახსენა. აბა, შესაბამისი დღე ცოტა შორს არის და მაგას ვერ დავუცდი.

– შვილის დაბადებამ შეგცვალა?

– თაკომ საკეისრო გაიკეთა, მაგრამ დავესწარი. ძალიან ემოციური მომენტია, მაგრად ვნერვიულობდი. მე მეწვინა ბავშვი გულზე და ეტყობა, იმიტომაც აქვს ჩემს მიმართ დიდი მიზიდულობა, რომ პირველად ჩემი სუნი იგრძნო. თუ ისტერიულად დაიწყებდა ტირილს, ხელში რომ ავიყვანდი, ეგრევე ჩუმდებოდა. ძალიან მაგარი, შოკის მომგვრელი პერიოდია, როცა ლაპარაკს იწყებს. იშვიათად ვხედავ. დილით ან საღამოს თუ მოვასწრებ ნახვას, სანამ დაიძინებს. თუ ღამით იღვიძებს, სიბნელეში ვერ მხედავს. „მამას“ არ მეძახის, „ბაბას“ იძახის. არ უყვარს ხელში აყვანა, მოფერება, კოცნა. რომ დამინახავს, თვითონ მეთამაშება, ხელს მომკიდებს, წამიყვანს, რაღაცეებს მაჩვენებს, გადმოყრის და გადაყრის. ჩემი ანონსი რომ გადის, სადაც არ უნდა იყოს, მაშინვე გამოვარდება. ერთი სავარძელი გვაქვს, ვინც არ უნდა იჯდეს, ააყენებს, თვითონ დაჯდება და უყურებს. რომ მორჩება, ჩამოვა და თამაშს გააგრძელებს. კიდევ უყვარს „ბაბილინა“, ბავშვები რომ მღერიან და ცეკვავენ. ძირითადად, ჰაერში ვაბურთავებ და ამაზე სიცილით კვდება, ისე უხარია. მე რომ დამინახავს, ემზადება, რომ ვეთამაშო. როცა მცალია, ვაბანავებ. გიჟდება აბაზანაზე.

– არ გიჭირს ცოლის გაგება? ქალებს ხომ ჩვენი „ხუშტურები“ გვაქვს.

– ცოლის გაგება რთულია, მაგრამ იძულებული ხარ, გაუგო. ყველას თავისი პრინციპი, მოთხოვნები აქვს, მაგრამ ჩვენ, კაცებმა უნდა ვეცადოთ, რომ ცოლებს ყველაფერში გავუგოთ და მხარში ამოვუდგეთ. თანახმა არ ვიყავი, ჩემს ცოლს ემუშავა, მაგრამ ბოლოს მაინც მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგან საკუთარი თავი წარმოვიდგინე, როგორ გადავიტანდი იმას, სულ სახლში რომ ვმჯდარიყავი. მივეცი საშუალება, რაღაც სამსახური ეშოვა. ახლა მერიაში მუშაობს, პრეს-სამსახურში. სანამ ცოლად მოვიყვანდი, რადიოში მუშაობდა, ხომ იცი.

– თაკო ეჭვიანობას თუ გამოხატავს?

– სურვილის გრძნობა მაქვს გამქრალი სხვა ქალების მიმართ. ჩემთვის მხოლოდ ერთი ქალი არსებობს. რაც ცოლი მყავს, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ვინც სხვისკენ იხედება, ის ოჯახი არ არის მყარი და იდეალური.

– ესე იგი, ვერავინ „შეგაბამს“.

– დიახ, თუ არ მინდა, ვერ „შემაბამს“. ყველა მამაკაცი ისეთია, მაგრამ მე სხვანაირი ვარ. ძალიან ჩვეულებრივი მიდგომა მაქვს – შემიძლია, დიპლომატიური უარით გავისტუმრო. მაგრამ, ასეთი შემთხვევები არ მქონია. ვაიმე, ჩემი ცოლი გაიგებს და იმიტომ არ შემიძლია, ვუღალატო-მეთქი – ასე არ ვფიქრობ. რომ მინდოდეს, ვუღალატებ.

– აბა, თაკოს საეჭვიანო არაფერი ჰქონია.

– როცა ქალი ინტერესს გამოხატავს, ამას ეჭვიანობას ვერ დავარქმევ. ინტერესი მეც მიჩნდება ხოლმე და მასაც. ძალიან ბევრი ადამიანი მაწუხებს და, ამიტომ, რეაქცია არ აქვს. ხანდახან კითხვებს მისვამს ხოლმე. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით ერთმანეთს, სად მივდივართ. ისე, შინაგანად ყველა ვართ ეჭვიანი, უბრალოდ, თავს ვიკატუნებთ.



ეკა პატარაია


скачать dle 11.3